მომღერალმა მაგდა ვასაძემ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა: ვარცხნილობის და თმის ფერის ცვლილებასთან ერთად, მისი სხეულის ფორმებიც უფრო მეტად მომხიბვლელი და ეფექტურია... მაგდა ცხოვრების სტილის შესახებ ჟურნალ "გზასთან" საუბრობს...
"ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს ვინარჩუნებ"
- 16 წლისა სტუდენტი გავხდი, 19-ის - გავთხოვდი და სავარაუდოდ, გაპრანჭვაც მაშინ დავიწყე. არ მომწონს, რომ დღეს 16-17 წლის მოზარდები უფროსი ასაკის ქალებს ჰგვანან. ბავშვმა ბავშვობა უნდა შეირგოს - მე ასეთი ბავშვობა მქონდა... საკუთარ მომხიბვლელობას ყოველთვის ვაცნობიერებდი - ვიცოდი, როგორიც ვიყავი. ერთადერთი, ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. თავდაპირველად, ვარჯიშის დაწყებას ყოველთვის სიზარმაცე ახლავს, ადამიანმა ეს ეტაპი უნდა გადალახო. 3 თვე თავს ვაიძულებდი, დარბაზში მევლო. მწვრთნელიც ავიყვანე, რომ ეთქვა, - ამა და ამ საათზე მოდიო, რადგან პასუხისმგებლიანი ვარ - როცა სხვა მავალებს, უნდა გავაკეთო. ასე რომ, ვარჯიში უკვე შემიყვარდა, თუმცა ზაფხულში დარბაზში სიარული ვერ მოვახერხე, რადგან საქმით მაქსიმალურად დაკავებული ვიყავი. სექტემბრისთვის აბონემენტი უკვე ავიღე - ვარჯიშს ვაგრძელებ.
- ვარჯიშის გარდა, კიდევ რას აკეთებ, რომ ფორმაში იყო?
- რა თქმა უნდა, სწორად ვიკვებები. ჩემი კვების რაციონში მაქსიმალურადაა ხილი, ბოსტნეული, ნახშირწყლები... ხანდახან ორგანიზმს სჭირდება, რომ თუნდაც კვირაში ერთხელ ბურგერიც მიიღოს. ყოფილა შემთხვევა, წავსულვარ და ბურგერი მიჭამია, თუმცა თავდაპირველად, დაახლოებით 3 თვე სრულიად ჯანსაღ კვებას მივდევდი. ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს დღესაც ვინარჩუნებ: ბევრ წყალს ვსვამ, მეგობრებთან ერთად ფეხით დავდივარ - დავწყვილდებით და მთელ თბილისს ფეხით მოვივლით ხოლმე...
ექსპერიმენტები - ვარცხნილობა და თმის ფერი
- ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს, ცოტათი - ტალღოვანი. სულ ვამბობდი ან სწორი თმა მქონოდა, ან - ხვეული-მეთქი. ხვეულ თმაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, არასდროს მქონია. სხვათა შორის, პირველად დაახლოებით 17 წლისამ, შავად შევიღებე. გარკვეული პერიოდის მერე, მოკლედ შევიჭერი, გვერდები ავიპარსე... ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ბევრ რამეს ვიკეთებდი. ერთფეროვნება არასოდეს მიყვარდა. როცა გავთხოვდი, თმა გავიზარდე - თითქოს უფრო ქალურობისკენ "წავედი". მგონი, 30 წელს რომ გადააბიჯებ, ცხოვრების სხვა ეტაპი დგება - "გაგიჟება" თავიდან დავიწყე, თუმცა მანამდე თმა წითლადაც შევიღებე: დაახლოებით 4 წელი წითელი თმა მქონდა. ამჟამინდელ ფერს რაც შეეხება, მინდოდა, თეთრი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ პირდაპირ თეთრზე "გადავსულიყავი", მაგრამ ძალიან მაგარი სტილისტი - თაზო მყავს, რომელმაც მითხრა: - ჯერ თმა "გავტესტოთო". ასეც მოვიქეცით და ვთქვით, რომ თმა ძალიან არ დაიწვებოდა. შემდეგ "კარე" შევიჭერი. მერე უბრალოდ გადავწყვიტე, მოკლედ შემეჭრა. სალონში წავედი, თაზოს დავურეკე და ვუთხარი, - თმა უნდა შევიჭრა-მეთქი. - მოდი, ვილაპარაკოთ, იქნებ ფერებზე შევჯერდეთო, - მეუბნებოდა, ანუ მაქსიმალურად ეცადა, არ შემეჭრა, მაგრამ მაინც მაინც შევიჭერი (იცინის).
- იმიჯის ცვლილებამ შენს ხასიათზე იმოქმედა?
- არა, ცვლილება მსიამოვნებს და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, რაც უნდა მოხდეს. ძალიან მაგარია, როცა სიახლეები გაქვს. თუნდაც წითელი თმიდან თეთრზე რომ "გადავდიოდი", ვფიქრობდი, - იქნებ არ მომიხდეს-მეთქი? თუმცა გავრისკე. საკუთარ თავს ვიცნობ - ვიცი, რა როგორ შეიძლება, მოვიხდინო. ამიტომ, ძირითადად, მსგავს გადაწყვეტილებებს მარტივად ვიღებ.
- ასეთი გადაწყვეტილება არასოდეს გინანია?
- ახლა, როცა თმა მოკლედ შევიჭერი, ცოტა არ იყოს ვინანე, მაგრამ მიხდება. ვამბობ, - გაიზრდება, სად წავა-მეთქი? თან, ჩემი ეს საქციელი იმით "გავაპრავე", თითქოს დამწვარი თმა მოვიჭერი და გავაჯანსაღე, თუმცა დამწვარი არ მქონია (იცინის)... მოკლედ, ყველაფერში პოზიტივი უნდა ეძებო, სხვაგვარად არ გამოდის...წაიკითხეთ სრულად