Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან
"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან

სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­ურ­მა გა­რე­მომ ძი­ძის ინ­სტი­ტუ­ტი კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­თხოვ­ნა­დი გა­ხა­და. ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­აღ­მზრდე­ლო სის­ტე­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­საზ­რე­ბე­ბი თით­ქოს ორად არის გა­ყო­ფი­ლი - ერ­თის მო­საზ­რე­ბით ძი­ძის ყოლა თით­ქოს მო­დუ­რი გახ­და და დე­დე­ბის ნა­წი­ლი ცდი­ლობს და­ი­ქი­რა­ვოს ძიძა, მა­ში­ნაც კი თუ ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არ არის.

არ­სე­ბობს მე­ო­რე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც - გავ­ცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ძი­ძებს ან­დო­ბენ, ცუდი მშობ­ლე­ბი არი­ან.

რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ძი­ძის ყოლა ოჯა­ხი­სათ­ვის, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ მშობ­ლე­ბი მათი შერ­ჩე­ვი­სას, რამ­დე­ნი დრო უნდა გა­ა­ტა­როს ძი­ძამ ბავ­შვთან, მისი ასა­კის მი­ხედ­ვით, ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE ნე­იროფ­სი­ქო­ლოგ თა­მარ გა­გო­ში­ძეს ესა­უბ­რა.

მისი აზ­რით, თუ ოჯა­ხი კარგ ძიძს შე­არ­ჩევს, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მი­უ­ღე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შვის ასა­კი და ძი­ძას­თან ყოფ­ნის დრო. ნე­ოროფ­სი­ქო­ლო­გის რჩე­ვით, ძი­ძის ჩარ­თვა ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი თუ ბავ­შვი ერ­თი­დან ორი წლამ­დე ასა­კი­საა.

თა­მარ გა­გო­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ერთ წლამ­დე ჩვი­ლის ძი­ძის­თვის მინ­დო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, ხოლო უკვე ორი წლი­დან ძი­ძის ყო­ლას, სჯობს ბავ­შვი ბაგა-ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ.

- ზო­გა­დად, თუ წე­სე­ბით ვი­სა­უბ­რებთ, ბავ­შის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც ქმნის მისი პი­როვ­ნე­ბის ქვა­კუ­თხედს სა­მო­მავ­ლოდ და სა­ერ­თო­დაც, ეს არის ბავ­შის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი. ბავ­შვს სჭირ­დე­ბა დედა, რომ მას ჰქონ­დეს დე­დას­თან უსაფრ­თხო მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია, ერთ წლამ­დე ბავ­შვი დე­დის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი იყო.

ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ერთ წლამ­დე ჩვილ­თან დე­დის ჩა­ნაც­ვლე­ბა არა­თუ ძი­ძით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­თაც - ბე­ბია, მა­მი­და, დე­ი­და და ა.შ. არ უნდა მოხ­დეს

ეს იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვს ჰქონ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდა, არ ჰქონ­დეს მტრუ­ლი გან­წყო­ბა გა­რე­მო­სად­მი, ენ­დო­ბო­დეს გა­რე­მოს და ა.შ. ერთი წლის შემ­დეგ კი ძი­ძის და სხვა პი­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა პრობ­ლე­მა აღარ არის. თუმ­ცა ჩვენ ისეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად დგას. სა­წყალ დე­დებს ძა­ლი­ან მალე სამ­სა­ხურ­ში გას­ვლა უწევთ, რათა სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის საფრ­თხე არ შე­ექ­მნათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ უბე­დუ­რე­ბას შო­რის აქვს შფოთ­ვა. დეკ­რეტ­ში გა­სუ­ლი და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში არა­ვის უყ­ვარს. მე თუ მკი­თხავთ, ეს არის პირ­და­პი­რი დის­კრი­მი­ნა­ცია.

- არ­სე­ბობს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ძი­ძის ყოლა ბავ­შვის ფსი­ქი­კას ზი­ანს აყე­ნებს, რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ეს მიდ­გო­მა?

- ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ძი­ძე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი­თაც, თუმ­ცა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ყველნგან ხდე­ბა. მე სხვა­თა­შო­რის ძი­ძის გაზ­რდი­ლი ვარ, დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი მა­ში­ნაც მუ­შა­ობ­დნენ, დე­დას ჩემ­თვის არა­სო­დეს ეცა­ლა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ მყავ­და ბე­ბია, მყავ­და მი­საწ­ვდო­მი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც მე ვთა­მა­შობ­დი და მქონ­და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა.

სხვა­თა­შო­რის ბე­ბია-ბა­ბუ­ის ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ამ კუ­თხით, რად­გან ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ბავ­შვს ყვე­ლა­ზე კარ­გად უყა­ლიბ­დე­ბა ჯან­სა­ღი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გან­ცდა. თუმ­ცა ჩვენ რა დრო­ში ვცხოვ­რობთ - არც ბე­ბია-ბა­ბუ­ებს სცა­ლი­ათ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის, რად­გან ისი­ნიც სა­შო­ვარ­ზე არი­ან გა­სუ­ლე­ბი. ზოგი სა­ერ­თოდ სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძი­ძას­თან ბავ­შის და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და არა 24 სა­ა­თით.

- რა­ტომ არის ძი­ძის ჩარ­თვა და­უშ­ვე­ბე­ლი ერთ წლამ­დე ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში?

- მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა არის მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტი სამ­ყა­როს­თან ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის. მშობ­ლე­ბი ხომ ძი­რი­თა­დად ინ­ტე­ლექტს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ბავ­შვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, რო­გორ აზ­როვ­ნებს, რო­გორ სა­უბ­რობს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ემო­ცი­უ­რი რე­გუ­ლა­ცი­აა - სა­ნამ ბავ­შვი სა­უ­ბარს და­ი­წყებს ემო­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობს გა­რე­მოს­თან. პა­ტა­რა ბავ­შვი გა­რე­მოს­თან დე­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობს და ის მი­ჯაჭ­ვუ­ლი უნდა იყოს დე­დასთნ, ვის­თა­ნაც იქ­ნე­ბა ბავ­შვი, იმას­თან ექ­ნე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა.

თუ ჩვენ ბავ­შვს ჩა­ვა­ბა­რებთ ძი­ძას, ან ბე­ბი­ას, მას­ზე იქ­ნე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და ჩვენ მერე არ უნდა დაგ­ვწყდეს გული, რომ ბავ­შვს დე­დას­თან კი არ აქვს ეს ძლი­ე­რი კავ­ში­რი, არა­მედ იმას­თან, ვინც მას­თან დიდ დროს ატა­რებს. ბავ­შვს სჭირ­დე­ბა ერთი პერ­სო­ნა, ვი­საც ის მი­ე­ჯაჭ­ვე­ბა. რა­ტომ? ის ას­წავ­ლის მას, რო­გორ გა­მო­ხა­ტოს ემო­ცია, რო­გორ გა­ი­გოს სხვი­სი ემო­ცია, უსაფრ­თხოდ იყოს და ენ­დო­ბო­დეს მას. შემ­დეგ ასეთ ბავ­შვს რომ და­ტო­ვებ სხვას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, არ ექ­ნე­ბა შფოთ­ვა, არ ექ­ნე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ზო­გა­დად, ბავ­შის­თვის რო­დე­საც მშო­ბე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ეს მას დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს.

მშო­ბელ­მა ბავშთან უნდა იურ­თი­ერ­თოს, რად­გან ეს დიდ როლს თა­მა­შობს ბავ­შის ემო­ცი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რაც არის ბავ­შვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­თავ­რე­სი.

- რო­გორ მოქ­მე­დებს დე­დას­თან ემო­ცი­უ­რი კონ­ტაქ­ტის დე­ფი­ცი­ტი ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე?

- ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვებ­ში ძა­ლი­ან გახ­ში­რე­ბუ­ლია და ეს არის გა­რე­მოს ბრა­ლი. ბავ­შვს არ ჰყავს მი­საწ­ვდო­მი მშობ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, არ აქვს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ნდო­ბის გან­ცდა. ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბაა და აქვს ურ­თი­ერ­თო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. სულ შფო­თი­ან, და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მიკ­რო­სო­ცი­უმ­შია. თან ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ძა­ლი­ან ხში­რად მშობ­ლებ­მა არ იცი­ან აღ­ზრდის წე­სე­ბი.

ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად ორი წლი­დან აკე­თებს აღ­მო­ჩე­ნას, რომ ის არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვებ­ზე, ის თვი­თონ იძი­ებს სამ­ყა­როს და აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ არ სჭირ­დე­ბა დამ­ცვე­ლი, თვი­თონ აქვს მო­ტი­ვა­ცია, რომ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი გა­და­ლა­ხოს... რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავს - აცოც­დე­ბა, ჩა­მო­ცოც­დე­ბა, რა­ღა­ცას მო­კი­დებს ხელს, აკ­ვირ­დე­ბა, ეს მის­თვის უკე­თე­სია. ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გია ორი წლი­დან ბავ­შის ბაღ­ში მიყ­ვა­ნა. თუმ­ცა, მე ვსა­უბ­რობ კარგ ბაგა-ბაღ­ზე. ორი წლი­დან მი­სა­ღე­ბია, რომ ბავ­შვი ძი­ძას­თან კი არ იყოს, არა­მედ ის ბა­გა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, სა­დაც ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ის­წავ­ლის.

- რაც შე­ე­ხე­ბა ძი­ძის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს, რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით დე­დებს?

- ძი­ძის შერ­ჩე­ვი­სას პირ­ვე­ლი, რა­საც მშო­ბე­ლი კი­თხუ­ლობს არის ის, რო­გორ ზრუ­ნავს ეს ძიძა ბავ­შვზე, იცის თუ არა მისი მოვ­ლა - ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია კი­დევ ერთი სა­კი­თხი - რო­გორ იცის ძი­ძამ გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა. ამას სამ­წუ­ხა­როდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ძი­ძის ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და ამ დარ­გს დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა.

ინ­ტენ­სი­უ­რად უტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს ძი­ძებს, ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით არ­ჩე­ვენ, იკ­ვლე­ვენ ყვე­ლა­ფერს და ა.შ. ჩვენ­თან ასე­თი რამ ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა. ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტია, რომ უნდა არ­სე­ბობ­დეს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ვის უშ­ვებ სახ­ლში და თან ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან. უნდა იყოს კარ­გად აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. იმი­ტომ ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ისი­ნი არ არი­ან ყუ­რა­დღე­ბით შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ძი­ძის შერ­ჩე­ვი­სას ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი...

მშო­ბელ­მა მი­ნი­მუმ ორი რე­კო­ნე­და­ცია უნდა მოს­თხო­ვოს ძი­ძას იმ ოჯა­ხე­ბი­დან, სა­დაც მას უმუშ­ვია და თან ესა­უბ­როს ამ ოჯა­ხებს. ასე­ვე, უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ რო­გორ სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნი, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რო­გორ აც­ვია, რო­გო­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქვს. მაგ­რამ ესეც არ არის საკ­მა­რი­სი. აქაც შე­იძ­ლე­ბა შეც­დე. ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უფრო სან­დო მა­ინც რე­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია.

ავტორი:

"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან

"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან

სოციალურად აქტიურმა გარემომ ძიძის ინსტიტუტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი გახადა. ამ უმნიშვნელოვანესი სააღმზრდელო სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და მოსაზრებები თითქოს ორად არის გაყოფილი - ერთის მოსაზრებით ძიძის ყოლა თითქოს მოდური გახდა და დედების ნაწილი ცდილობს დაიქირავოს ძიძა, მაშინაც კი თუ ეს აუცილებლობით გამოწვეული არ არის.

არსებობს მეორე სტერეოტიპული დამოკიდებულებაც - გავცელებულია მოსაზრება, რომ მშობლები, რომლებიც ბავშვებს ძიძებს ანდობენ, ცუდი მშობლები არიან.

რამდენად საჭიროა ძიძის ყოლა ოჯახისათვის, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები მათი შერჩევისას, რამდენი დრო უნდა გაატაროს ძიძამ ბავშვთან, მისი ასაკის მიხედვით, ამ საკითხებზე AMBEBI.GE ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძეს ესაუბრა.

მისი აზრით, თუ ოჯახი კარგ ძიძს შეარჩევს, მისი მონაწილეობა ბავშვის აღზრდის პროცესში მიუღებელი სულაც არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ძიძასთან ყოფნის დრო. ნეოროფსიქოლოგის რჩევით, ძიძის ჩართვა ბავშვის აღზრდის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული თუ ბავშვი ერთიდან ორი წლამდე ასაკისაა.

თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე ჩვილის ძიძისთვის მინდობა კატეგორიულად დაუშვებელია, ხოლო უკვე ორი წლიდან ძიძის ყოლას, სჯობს ბავშვი ბაგა-ბაღში მივიყვანოთ.

- ზოგადად, თუ წესებით ვისაუბრებთ, ბავშის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც ქმნის მისი პიროვნების ქვაკუთხედს სამომავლოდ და საერთოდაც, ეს არის ბავშის ფსიქიკური ჯანმრთელობის განმსაზღვრელი. ბავშვს სჭირდება დედა, რომ მას ჰქონდეს დედასთან უსაფრთხო მიჯაჭვულობა. დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვი დედისგან მოშორებული იყო.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ერთ წლამდე ჩვილთან დედის ჩანაცვლება არათუ ძიძით, ოჯახის წევრებითაც - ბებია, მამიდა, დეიდა და ა.შ. არ უნდა მოხდეს

ეს იმისათვის, რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა, არ ჰქონდეს მტრული განწყობა გარემოსადმი, ენდობოდეს გარემოს და ა.შ. ერთი წლის შემდეგ კი ძიძის და სხვა პირების შემოყვანა პრობლემა აღარ არის. თუმცა ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ეს საკითხი ძალიან მტკივნეულად დგას. საწყალ დედებს ძალიან მალე სამსახურში გასვლა უწევთ, რათა სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ შეექმნათ. ფაქტობრივად, ორ უბედურებას შორის აქვს შფოთვა. დეკრეტში გასული და ორსული ქალები სამსახურში არავის უყვარს. მე თუ მკითხავთ, ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია.

- არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ძიძის ყოლა ბავშვის ფსიქიკას ზიანს აყენებს, რამდენად მართებულია ეს მიდგომა?

- ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძიძების მიერ ძალადობის ფაქტებითაც, თუმცა ასეთი შემთხვევები ყველნგან ხდება. მე სხვათაშორის ძიძის გაზრდილი ვარ, დედაჩემი და მამაჩემი მაშინაც მუშაობდნენ, დედას ჩემთვის არასოდეს ეცალა, მაგრამ სამაგიეროდ მყავდა ბებია, მყავდა მისაწვდომი ადამიანი, რომელთანაც მე ვთამაშობდი და მქონდა მიჯაჭვულობა.

სხვათაშორის ბებია-ბაბუის ინსტიტუტი ძალიან ძვირფასია ამ კუთხით, რადგან ბებია-ბაბუასთან ბავშვს ყველაზე კარგად უყალიბდება ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდა. თუმცა ჩვენ რა დროში ვცხოვრობთ - არც ბებია-ბაბუებს სცალიათ შვილიშვილებისთვის, რადგან ისინიც საშოვარზე არიან გასულები. ზოგი საერთოდ საზღვარგარეთ არის წასული.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძიძასთან ბავშის დატოვება შეიძლება რამდენიმე საათით და არა 24 საათით.

- რატომ არის ძიძის ჩართვა დაუშვებელი ერთ წლამდე ბავშვის აღზრდის პროცესში?

- მიჯაჭვულობის პრობლემა არის მთავარი ფუნდამენტი სამყაროსთან ემოციური დამოკიდებულების. მშობლები ხომ ძირითადად ინტელექტს აქცევენ ყურადღებას. როგორ ვითარდება ბავშვი ინტელექტუალურად, როგორ აზროვნებს, როგორ საუბრობს, მაგრამ მთავარი ემოციური რეგულაციაა - სანამ ბავშვი საუბარს დაიწყებს ემოციების საშუალებით ურთიერთობს გარემოსთან. პატარა ბავშვი გარემოსთან დედის საშუალებით ურთიერთობს და ის მიჯაჭვული უნდა იყოს დედასთნ, ვისთანაც იქნება ბავშვი, იმასთან ექნება მიჯაჭვულობა.

თუ ჩვენ ბავშვს ჩავაბარებთ ძიძას, ან ბებიას, მასზე იქნება მიჯაჭვულობა და ჩვენ მერე არ უნდა დაგვწყდეს გული, რომ ბავშვს დედასთან კი არ აქვს ეს ძლიერი კავშირი, არამედ იმასთან, ვინც მასთან დიდ დროს ატარებს. ბავშვს სჭირდება ერთი პერსონა, ვისაც ის მიეჯაჭვება. რატომ? ის ასწავლის მას, როგორ გამოხატოს ემოცია, როგორ გაიგოს სხვისი ემოცია, უსაფრთხოდ იყოს და ენდობოდეს მას. შემდეგ ასეთ ბავშვს რომ დატოვებ სხვასთან რამდენიმე საათით, არ ექნება შფოთვა, არ ექნება გაღიზიანება. ზოგადად, ბავშისთვის როდესაც მშობელი ხელმისაწვდომი არ არის, ეს მას დიდ დარტყმას აყენებს.

მშობელმა ბავშთან უნდა იურთიერთოს, რადგან ეს დიდ როლს თამაშობს ბავშის ემოციური რეგულირების ჩამოყალიბებაში, რაც არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმთავრესი.

- როგორ მოქმედებს დედასთან ემოციური კონტაქტის დეფიციტი ბავშვის ფსიქიკაზე?

- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებში ძალიან გახშირებულია და ეს არის გარემოს ბრალი. ბავშვს არ ჰყავს მისაწვდომი მშობლები. შესაბამისად, არ აქვს უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. ადამიანი სოციალური არსებაა და აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება. სულ შფოთიან, დაუკმაყოფილებელ მიკროსოციუმშია. თან ამას ემატება ისიც, რომ ძალიან ხშირად მშობლებმა არ იციან აღზრდის წესები.

ბავშვი ფაქტობრივად ორი წლიდან აკეთებს აღმოჩენას, რომ ის არ არის დამოკიდებული სხვებზე, ის თვითონ იძიებს სამყაროს და აცნობიერებს, რომ არ სჭირდება დამცველი, თვითონ აქვს მოტივაცია, რომ დაბრკოლებები გადალახოს... რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავს - აცოცდება, ჩამოცოცდება, რაღაცას მოკიდებს ხელს, აკვირდება, ეს მისთვის უკეთესია. ამიტომ ძალიან კარგია ორი წლიდან ბავშის ბაღში მიყვანა. თუმცა, მე ვსაუბრობ კარგ ბაგა-ბაღზე. ორი წლიდან მისაღებია, რომ ბავშვი ძიძასთან კი არ იყოს, არამედ ის ბაგაში შევიყვანოთ, სადაც ურთიერთობასა და დამოუკიდებლობას ისწავლის.

- რაც შეეხება ძიძის შერჩევის პროცესს, რა რჩევებს მისცემდით დედებს?

- ძიძის შერჩევისას პირველი, რასაც მშობელი კითხულობს არის ის, როგორ ზრუნავს ეს ძიძა ბავშვზე, იცის თუ არა მისი მოვლა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია კიდევ ერთი საკითხი - როგორ იცის ძიძამ განვითარების სტიმულირება. ამას სამწუხაროდ ყურადღებას არ აქცევენ. ევროპულ ქვეყნებში ძიძის ინსტიტუტი ძალიან განვითარებულია და ამ დარგს დიდი ყურადღება ეთმობა.

ინტენსიურად უტარებენ ტრენინგებს ძიძებს, ძალიან დიდი ყურადღებით არჩევენ, იკვლევენ ყველაფერს და ა.შ. ჩვენთან ასეთი რამ ნაკლებად ხდება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, ვის უშვებ სახლში და თან ყველაზე ძვირფას ადამიანთან. უნდა იყოს კარგად აწონილ-დაწონილი ეს ყველაფერი. იმიტომ ხდება ძალადობის შემთხვევები, რომ ისინი არ არიან ყურადღებით შერჩეულები. ძიძის შერჩევისას ყველაზე მთავარია რეკომენდაციები...

მშობელმა მინიმუმ ორი რეკონედაცია უნდა მოსთხოვოს ძიძას იმ ოჯახებიდან, სადაც მას უმუშვია და თან ესაუბროს ამ ოჯახებს. ასევე, უნდა დავაკვირდეთ როგორ საუბრობს ადამიანი, რა ღირებულებები აქვს, როგორ აცვია, როგორი გამომეტყველება აქვს. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. აქაც შეიძლება შეცდე. ამიტომ ასეთ შემთხვევაში უფრო სანდო მაინც რეალური რეკომენდაციებია.

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები