საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის
"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის

ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბა, დამ­ღლე­ლი ხმა­უ­რი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი - ხში­რად სირ­თუ­ლე­ებს წარ­მო­ად­გენს და სუ­ლი­ე­რად ღლის ადა­მი­ანს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­დღაც გა­ექ­ცე, და­ე­მა­ლო, ქა­ლაქ­გა­რეთ მშვიდ და მწვა­ნე გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რო გარ­კვე­უ­ლი დღე­ე­ბი.

სწო­რედ ასე­თი თავ­შე­სა­ფა­რია ახალ­გაზ­რდა იუ­რისტ მა­რი­ამ პირ­ვე­ლის­თვის ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლი სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ია­ნეთ­ში, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სა­მო­თხეს უფრო ჰგავს, ვიდ­რე ეზოს.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს სო­ფელ­ზე, სახლზე, სა­დაც ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობს... რო­გორც ვიცი მისი ეზო, ბაღი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია...

- ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში, ქა­ლა­ქის შუა გულ­ში, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა. მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ქვეყ­ნად მო­ი­ძებ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც შე­მიძ­ლია "გა­ვექ­ცე" ყო­ველ­დღი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ქა­ლა­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ქა­ოს­სა და ხმა­ურს.

ასე­თი ად­გი­ლი არის ჩემი სო­ფე­ლი-სა­მო­თხე დე­და­მი­წა­ზე, რო­გორც ვე­ძა­ხით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, სა­დაც გარ­და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი­სა, ჩემი დიდი ბე­ბია-ბა­ბუ­ის, ახლა კი უკვე ბე­ბია-ბა­ბუ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ულა­მა­ზე­სი ეზო და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გა­რე­მოა შექ­მნი­ლი. ამ სახ­ლში ძა­ლი­ან ტკბი­ლი ბავ­შვო­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ჩემ­მა წი­ნაპ­რებ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­ა­წყვეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი სამ­ყო­ფე­ლი. ამ ეზო­ში ყო­ვე­ლი კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლია.

- რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრზეა თქვე­ნი ბაღი გა­შე­ნე­ბუ­ლი?

- ეზო არის 1 ჰექ­ტა­რი, რაც მთლი­ა­ნად არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი. ეზო­ში გა­შე­ნე­ბუ­ლია ვაზი, აკა­ცი­ის ტყე, თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი, ციტ­რუ­სი, ატ­მის ხე­ე­ბი და პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი. გა­ზა­ფხულ­ზე ეზო­ში გა­და­პენ­ტი­ლია უამ­რა­ვი გლი­ცი­ნია, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ სურ­ნელს აფ­რქვევს და მის კალ­თის ქვეშ მო­კა­ლა­თე­ბა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რი­ტუ­ა­ლია. კალ­თას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ გლი­ცი­ნი­ას და­ხუნძლუ­ლი ტო­ტე­ბი მი­წის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, ხოლო მის ქვეშ მო­სას­ვე­ნებ­ლად მყუდ­რო სივ­რცეა შექ­მნი­ლი.

გარ­და ამი­სა, ეზოს შუ­ა­გულს ამ­შვე­ნებს ვე­ე­ბერ­თე­ლა მი­მო­ზა, რო­მელ­საც გარ­და შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­ზუ­ა­ლი­სა, სა­ო­ცა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თვაც აქვს, რაც იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სა­ო­ცარ ჩრდილს ქმნის ეზო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სიგ­რი­ლე­საც. ასე­ვე ეზო­ში მრავ­ლა­და ლი­მო­ნი­სა და მან­და­რი­ნის ხე­ე­ბი, რო­მე­ლიც გვა­ნე­ბივ­რებს, რო­გორც გემ­რი­ე­ლი ნა­ყო­ფით, ასე­ვე სი­ლა­მა­ზით.

- რო­გორც გვი­თხა­რით, ბაღს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. მოგ­ვი­ყე­ვით ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინ ბაღს სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა...

- დიახ, ამ სახ­ლსა და ეზოს დიდი ის­ტო­რია აქვს. დე­და­ჩე­მის წი­ნაპ­რე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი იმე­რუ­ლი ტი­პის სახ­ლი, თა­ო­ბე­ბის მიერ ნელ-ნელა იმ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, იმ სა­ხით, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს, ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ის შრო­მის შე­დე­გია. ცხა­დია, ჩვენც, შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს, ამ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს, შეგ­ვაქვს ჩვე­ნი წვლი­ლი, მის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და გა­ლა­მა­ზე­ბა­ში, თუმ­ცა ჩვე­ნი წვლი­ლი სა­ბო­ლოო სუ­რა­თის შექ­მნი­სათ­ვის მა­ინც მი­ნი­მა­ლუ­რია.

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი უვ­ლი­ან და რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, ელი­ან ზა­ფხუ­ლის დღე­ებს, როცა ჩვენ ჩავ­დი­ვართ, ვტკბე­ბით და ვნე­ბივ­რობთ ამ სი­ლა­მა­ზით. ჩვენ არა მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში, არა­მედ წლის ყვე­ლა სე­ზონ­ზე ვსტუმ­რობთ ჩვენს ლა­მაზ ეზოს. ის წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხიბ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა რა თქმა უნდა, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ხან­გრძლი­ვი ვი­ზი­ტე­ბი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ ეზოს და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და გა­ლა­მა­ზე­ბის საკ­რა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

ასე იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ბა­ბუ­ა­ჩე­მი სა­ო­ცა­რი რუ­დუ­ნე­ბით უდ­გე­ბა ამ პრო­ცე­დუ­რას, იმ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი, რომ აქ სა­მუ­შაო პრო­ცე­სიც კი სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- მარ­ტო შეძ­ლებთ ბა­ღის მოვ­ლას, ამ საქ­მის გა­ძღო­ლას?

- თა­მა­მად ვა­ცხა­დებ, რომ მარ­ტო ამ ეზო­სა და ბა­ღის პი­რის­პირ, ვე­რა­ფერს შევ­ძლებ. ამ პე­ი­ზა­ჟით ტკბო­ბა ერ­თია, მაგ­რამ მე­ო­რეა, ის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვა და ენერ­გია, რო­მელ­საც მისი მოვ­ლა მო­ი­თხოვს. მე არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვარ მო­ნა­წი­ლე და შემ­სწრე იმი­სა, თუ რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დია დიდი ეზო­სა და ბა­ღის მოვ­ლა. ამი­ტომ ალ­ბათ არას­დროს და­ვიღ­ლე­ბით ვუ­თხრათ უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს ბე­ბოს და ბა­ბუს, იმი­სათ­ვის, რომ ამ შრო­მას ჩვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და გა­ხა­რე­ბი­სათ­ვის გა­მუდ­მე­ბით ეწე­ვი­ან წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის

"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის

ქალაქური ცხოვრება, დამღლელი ხმაური, დაბინძურებული ჰაერი - ხშირად სირთულეებს წარმოადგენს და სულიერად ღლის ადამიანს. აქედან გამომდინარე გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სადღაც გაექცე, დაემალო, ქალაქგარეთ მშვიდ და მწვანე გარემოში გაატარო გარკვეული დღეები.

სწორედ ასეთი თავშესაფარია ახალგაზრდა იურისტ მარიამ პირველისთვის ბებია-ბაბუის სახლი სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, რომელიც პატარა სამოთხეს უფრო ჰგავს, ვიდრე ეზოს.

- მოგვიყევით თქვენს სოფელზე, სახლზე, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობს... როგორც ვიცი მისი ეზო, ბაღი განსაკუთრებულად ლამაზია...

- ვცხოვრობ თბილისში, ქალაქის შუა გულში, რაც მოგეხსენებათ, არსებული ურბანული პირობებიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელოა. მაგრამ საბედნიეროდ, ამ ქვეყნად მოიძებნება ადგილი, სადაც შემიძლია "გავექცე" ყოველდღიურ დაძაბულობას, ქალაქისთვის დამახასიათებელ ქაოსსა და ხმაურს.

ასეთი ადგილი არის ჩემი სოფელი-სამოთხე დედამიწაზე, როგორც ვეძახით მე და ჩემი მეგობრები, ახლობლები, სადაც გარდა ბუნებრივი რესურსისა, ჩემი დიდი ბებია-ბაბუის, ახლა კი უკვე ბებია-ბაბუის დამსახურებით, ულამაზესი ეზო და სიყვარულით სავსე გარემოა შექმნილი. ამ სახლში ძალიან ტკბილი ბავშვობა მაქვს გატარებული, სადაც ჩემმა წინაპრებმა საგულდაგულოდ მოაწყვეს მომავალი თაობისთვის კომფორტული სამყოფელი. ამ ეზოში ყოველი კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია.

- რამდენ კვადრატულ მეტრზეა თქვენი ბაღი გაშენებული?

- ეზო არის 1 ჰექტარი, რაც მთლიანად არის ათვისებული. ეზოში გაშენებულია ვაზი, აკაციის ტყე, თხილის პლანტაციები, ციტრუსი, ატმის ხეები და პატარა ბოსტანი. გაზაფხულზე ეზოში გადაპენტილია უამრავი გლიცინია, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევს და მის კალთის ქვეშ მოკალათება ჩვენი საყვარელი რიტუალია. კალთას იმიტომ ვამბობ, რომ გლიცინიას დახუნძლული ტოტები მიწის მიმართულებით აქვს დაშვებული, ხოლო მის ქვეშ მოსასვენებლად მყუდრო სივრცეა შექმნილი.

გარდა ამისა, ეზოს შუაგულს ამშვენებს ვეებერთელა მიმოზა, რომელსაც გარდა შთამბეჭდავი ვიზუალისა, საოცარი პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რაც იმით გამოიხატება, რომ დღის განმავლობაში ის საოცარ ჩრდილს ქმნის ეზოში და შესაბამისად, სიგრილესაც. ასევე ეზოში მრავლადა ლიმონისა და მანდარინის ხეები, რომელიც გვანებივრებს, როგორც გემრიელი ნაყოფით, ასევე სილამაზით.

- როგორც გვითხარით, ბაღს მრავალწლიანი ისტორია აქვს. მოგვიყევით ადამიანებზე, ვინ ბაღს საფუძველი ჩაუყარა...

- დიახ, ამ სახლსა და ეზოს დიდი ისტორია აქვს. დედაჩემის წინაპრების მიერ აშენებული იმერული ტიპის სახლი, თაობების მიერ ნელ-ნელა იმ დროისათვის არსებული სტანდარტებისა და გემოვნების შესაბამისად იცვლებოდა და საბოლოოდ, იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს, ბებიასა და ბაბუის შრომის შედეგია. ცხადია, ჩვენც, შვილებს, შვილიშვილებს, ამ ოჯახის ყველა წევრს, შეგვაქვს ჩვენი წვლილი, მის მოვლა-პატრონობასა და გალამაზებაში, თუმცა ჩვენი წვლილი საბოლოო სურათის შექმნისათვის მაინც მინიმალურია.

მთელი წლის განმავლობაში ისინი უვლიან და როგორც თვითონ ამბობენ, ელიან ზაფხულის დღეებს, როცა ჩვენ ჩავდივართ, ვტკბებით და ვნებივრობთ ამ სილამაზით. ჩვენ არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის ყველა სეზონზე ვსტუმრობთ ჩვენს ლამაზ ეზოს. ის წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული ხიბლის მატარებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში ხანგრძლივი ვიზიტები გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთოთ ეზოს დასუფთავებისა და გალამაზების საკრალურ ცერემონიაში.

ასე იმიტომ ვამბობ, რომ ბაბუაჩემი საოცარი რუდუნებით უდგება ამ პროცედურას, იმდენად მოწესრიგებულია ირგვლივ ყველაფერი, რომ აქ სამუშაო პროცესიც კი სასიამოვნოა.

- მარტო შეძლებთ ბაღის მოვლას, ამ საქმის გაძღოლას?

- თამამად ვაცხადებ, რომ მარტო ამ ეზოსა და ბაღის პირისპირ, ვერაფერს შევძლებ. ამ პეიზაჟით ტკბობა ერთია, მაგრამ მეორეა, ის უდიდესი ძალისხმევა და ენერგია, რომელსაც მისი მოვლა მოითხოვს. მე არაერთხელ გავმხდარვარ მონაწილე და შემსწრე იმისა, თუ რამდენად შრომატევადია დიდი ეზოსა და ბაღის მოვლა. ამიტომ ალბათ არასდროს დავიღლებით ვუთხრათ უდიდესი მადლობა ჩვენს ბებოს და ბაბუს, იმისათვის, რომ ამ შრომას ჩვენი სიამოვნებისა და გახარებისათვის გამუდმებით ეწევიან წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ