სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ჩოხა და 13 წლის ფანისთვის შესრულებული კომპოზიცია - ვირტუოზმა მევიოლინემ დევიდ გერეტმა თბილისში დაუვიწყარი შოუ მოაწყო
ქართული ჩოხა და 13 წლის ფანისთვის შესრულებული კომპოზიცია - ვირტუოზმა მევიოლინემ დევიდ გერეტმა თბილისში დაუვიწყარი შოუ მოაწყო

"ვი­ო­ლი­ნოს ჯიმი ჰენ­დრიქ­სი", "პა­გა­ნი­ნი" - ეს მეტ­სა­ხე­ლე­ბი დე­ვიდ გე­რეტ­მა როკ-ვარ­სკვლა­ვის ქა­რიზ­მი­სა და ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის უნა­რით მო­ი­პო­ვა. სუ­პერ­პო­პუ­ლა­რულ მე­ვი­ო­ლი­ნეს 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ალ­ბო­მი აქვს გა­ყი­დუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში.

ვარ­სკვლა­ვი­სა და მისი ბენ­დის 3-სა­ა­თი­ან და­უ­ვი­წყარ კონ­ცერტს გუ­შინ თბი­ლის­მა უმას­პინ­ძლა. სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ­მა ცე­ცხლო­ვან­მა სა­ნა­ხა­ო­ბამ და მუ­სი­კა­ლურ­მა ფუ­რორ­მა, ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი გერ­მა­ნე­ლი მუ­სი­კო­სის­თვის ნამ­დვი­ლად ახა­ლი მსმე­ნე­ლის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რად­გან მისი უახ­ლე­სი ალ­ბო­მის - UNLIMITED თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ზი­ცია აუ­დი­ტო­რი­ა­ში ზღვა ემო­ცი­ა­სა და ხან­გრძლივ აპ­ლო­დის­მენ­ტებს იწ­ვევ­და, რა­საც გე­რე­ტიც შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ტით პა­სუ­ხობ­და.

პირ­ვე­ლი სამი კომ­პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ დე­ვიდ გე­რეტ­მა აუ­დი­ტო­რი­ას ქარ­თუ­ლი „მად­ლო­ბით“ მი­მარ­თა და მსმე­ნელს გა­მო­უ­ტყდა, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და აღელ­ვე­ბუ­ლი იყო.

"ძა­ლი­ან ვღე­ლავ, რად­გან ეს ტურ­ნე ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს. 10 წე­ლია, ჩემს ბენდთან ერ­თად მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ვმოგ­ზა­უ­რობ, ამა­ღამ კი შე­მოქ­მე­დე­ბის 10 წლის იუ­ბი­ლეს თქვენ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ! ვფიქ­რობ, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ შო­უ­ებს შო­რის, ეს სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დე­ვიდ გე­რეტ­მა.

მუ­სი­კო­სის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ვირ­ტუ­ო­ზი მე­ვი­ო­ლი­ნე როკ-მუ­სი­კის "დიდი ფა­ნია", ეს გა­რეტ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა და კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნელს უკ­ვდა­ვი როკ-კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის კლა­სი­კუ­რი ვერ­სი­ე­ბი შეს­თა­ვა­ზა, მათ შო­რის: Led Zeppelin-ის Stairway to Heaven, Guns N’ Roses-ის და­უ­ვი­წყა­რი November Rain, Metallica-ს Nothing else matters და ა.შ.

ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა ბა­რო­კოს პე­რი­ო­დის უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის - იო­ჰან სე­ბას­ტი­ან ბა­ხის ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ასე­ვე, ფრან­გი იმპრე­სი­ო­ნის­ტი კომ­პო­ზი­ტო­რის კლოდ დე­ბი­უ­სის მსუ­ბუ­ქი და სა­ო­ცა­რი მუ­სი­კის გაჟ­ღე­რე­ბამ.

ერთ-ერთი კომ­პო­ზი­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს დე­ვიდ გე­რე­ტი მა­ყუ­რე­ბელ­თა რი­გებ­შიც ჩა­ვი­და და უფრო ახ­ლო­დან მი­ე­სალ­მა მათ. დარ­ბა­ზი­დან მუ­სი­კო­სის ფა­ნე­ბი წა­მო­ი­შალ­ნენ, მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ან მი­სალ­მე­ბა ყვე­ლას სურ­და, ერთ-ერთ ფანს კი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­მარ­თლა: პოპ-ვარ­სკვლავ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ დარ­ბა­ზი­დან გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ანა შე­არ­ჩია და სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა.

"მე ახლა სპე­ცი­ა­ლუ­რად შენ­თვის და­ვუკ­რავ", - უთხრა გე­რეტ­მა პა­ტა­რა ფანს.

AMBEBI.GE-მ იპო­ვა ანა ანა­კი­ძე, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად დარ­ბა­ზი­დან სცე­ნა­ზე აღ­მოჩ­ნდა. გო­გო­ნა 13 წლი­საა, თა­ვა­დაც მე­ვი­ო­ლი­ნეა და ქუ­თა­ის­ში, მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში სწავ­ლობს. მუ­სი­კა ანის ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. გა­სულ წელს მან ნიუ იორკში “კარ­ნე­გი ჰოლ­ში” და­უკ­რა. რო­გორც ანამ AMBEBI.GE-ს უამ­ბო, პრო­ფე­სორ­მა და ცნო­ბილ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ ალ­ბერტ მარ­კოვ­მა მო­უს­მი­ნა და სას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. სუ­პერ­ვარ­სკვლავ მე­ვი­ო­ლი­ნეს­თან დე­ვიდ გე­რეტ­თან შეხ­ვედ­რა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო.

"ვი­ო­ლო­ნო­ზე 5 წლი­დან ვუკ­რავ და ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი ის ემო­ცია და გან­ცდა, რაც და­მე­უფ­ლა სცე­ნა­ზე ას­ვლი­სას. როცა შენი კერ­პი ამ­დენ ხალ­ხში ამო­გარ­ჩევს, სცე­ნა­ზე აგიყ­ვანს და შენ­თვის და­უკ­რავს, ესაა ემო­ცი­ე­ბის ზღვა! მე ხომ ამას არ ვე­ლო­დი, ოც­ნე­ბაც კი არ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, ოც­ნე­ბაც, რო­მე­ლიც მი­უღ­წე­ვე­ლი გგო­ნია.

თა­ვი­დან სიზ­მარ­ში მე­გო­ნა თავი, დიდ­ხანს ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, გვი­ან გა­მოვ­ფხიზ­ლდი და მივ­ხვდი, რო­გორ გა­მი­ღი­მა ბედ­მა და ინე­ბა ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი და წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ეჩუ­ქე­ბი­ნა” - უთხრა ანამ AMBEBI.GE-ს.

"მე მჯე­რა, რომ მუ­სი­კა ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს" - აღ­ნიშ­ნა 3-სა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტის და­სას­რულს დე­ვიდ გე­რეტ­მა და შე­ას­რუ­ლა Queen-ის ჰი­ტე­ბი, რო­მე­ლიც ალ­ბათ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს აქვთ მოს­მე­ნი­ლი - We are the champions და We will rock you. ამ შეს­რუ­ლე­ბამ მსმე­ნე­ლი მარ­თლაც სა­ოც­რად და­ა­კავ­ში­რა ერ­თმა­ნეთ­თან - ყვე­ლა ერ­თხმად მღე­რო­და, სმარ­ტფო­ნე­ბის ასო­ბით ფა­ნა­რი მთელ დარ­ბაზს ანა­თებ­და.

ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მოს და­სას­რულს სა­ჩუ­ქა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­გან დე­ვიდ გე­რეტ­მაც მი­ი­ღო - სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გერ­მა­ნელ მუ­სი­კოსს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი, თეთ­რი ჩოხა უსახ­სოვ­რა. ჩო­ხა­ში შე­მო­სილ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ კი მსმე­ნე­ლის­თვის ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის The Beatles-ის Hey Jude შე­ას­რუ­ლა და სა­ღა­მოს ყვე­ლა სტუ­მა­რი აამ­ღე­რა.

დე­ვიდ გე­რე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის მოწ­ვე­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქართული ჩოხა და 13 წლის ფანისთვის შესრულებული კომპოზიცია - ვირტუოზმა მევიოლინემ დევიდ გერეტმა თბილისში დაუვიწყარი შოუ მოაწყო

ქართული ჩოხა და 13 წლის ფანისთვის შესრულებული კომპოზიცია - ვირტუოზმა მევიოლინემ დევიდ გერეტმა თბილისში დაუვიწყარი შოუ მოაწყო

"ვიოლინოს ჯიმი ჰენდრიქსი", "პაგანინი" - ეს მეტსახელები დევიდ გერეტმა როკ-ვარსკვლავის ქარიზმისა და ვირტუოზული შესრულების უნარით მოიპოვა. სუპერპოპულარულ მევიოლინეს 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული მსოფლიოში.

ვარსკვლავისა და მისი ბენდის 3-საათიან დაუვიწყარ კონცერტს გუშინ თბილისმა უმასპინძლა. სპორტის სასახლეში გამართულმა ცეცხლოვანმა სანახაობამ და მუსიკალურმა ფურორმა, ანშლაგით ჩაიარა.

საქართველოში კონცერტი გერმანელი მუსიკოსისთვის ნამდვილად ახალი მსმენელის აღმოჩენა იყო, რადგან მისი უახლესი ალბომის - UNLIMITED თითოეული კომპოზიცია აუდიტორიაში ზღვა ემოციასა და ხანგრძლივ აპლოდისმენტებს იწვევდა, რასაც გერეტიც შესაბამისი მუხტით პასუხობდა.

პირველი სამი კომპოზიციის შემდეგ დევიდ გერეტმა აუდიტორიას ქართული „მადლობით“ მიმართა და მსმენელს გამოუტყდა, რომ აღფრთოვანებული და აღელვებული იყო.

"ძალიან ვღელავ, რადგან ეს ტურნე ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. 10 წელია, ჩემს ბენდთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, ამაღამ კი შემოქმედების 10 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ! ვფიქრობ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებულ შოუებს შორის, ეს საუკეთესო იქნება", - აღნიშნა დევიდ გერეტმა.

მუსიკოსის გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ვირტუოზი მევიოლინე როკ-მუსიკის "დიდი ფანია", ეს გარეტმაც რამდენჯერმე აღნიშნა და კონცერტის განმავლობაში მსმენელს უკვდავი როკ-კომპოზიციების კლასიკური ვერსიები შესთავაზა, მათ შორის: Led Zeppelin-ის Stairway to Heaven, Guns N’ Roses-ის დაუვიწყარი November Rain, Metallica-ს Nothing else matters და ა.შ.

ქართველი მსმენელის დიდი აღფრთოვანება მოჰყვა ბაროკოს პერიოდის უდიდესი მუსიკოსისა და კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოების შესრულებას, ასევე, ფრანგი იმპრესიონისტი კომპოზიტორის კლოდ დებიუსის მსუბუქი და საოცარი მუსიკის გაჟღერებამ.

ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულების დროს დევიდ გერეტი მაყურებელთა რიგებშიც ჩავიდა და უფრო ახლოდან მიესალმა მათ. დარბაზიდან მუსიკოსის ფანები წამოიშალნენ, მასთან ფოტოს გადაღება ან მისალმება ყველას სურდა, ერთ-ერთ ფანს კი განსაკუთრებით გაუმართლა: პოპ-ვარსკვლავმა მევიოლინემ დარბაზიდან გოგონა, სახელად ანა შეარჩია და სცენაზე აიყვანა.

"მე ახლა სპეციალურად შენთვის დავუკრავ", - უთხრა გერეტმა პატარა ფანს.

AMBEBI.GE-მ იპოვა ანა ანაკიძე, რომელიც სრულიად მოულოდნელად დარბაზიდან სცენაზე აღმოჩნდა. გოგონა 13 წლისაა, თავადაც მევიოლინეა და ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში სწავლობს. მუსიკა ანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. გასულ წელს მან ნიუ იორკში “კარნეგი ჰოლში” დაუკრა. როგორც ანამ AMBEBI.GE-ს უამბო, პროფესორმა და ცნობილმა მევიოლინემ ალბერტ მარკოვმა მოუსმინა და სასწავლებლად მიიწვია. სუპერვარსკვლავ მევიოლინესთან დევიდ გერეტთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო.

"ვიოლონოზე 5 წლიდან ვუკრავ და ალბათ, არ იქნება ძნელი წარმოსადგენი ის ემოცია და განცდა, რაც დამეუფლა სცენაზე ასვლისას. როცა შენი კერპი ამდენ ხალხში ამოგარჩევს, სცენაზე აგიყვანს და შენთვის დაუკრავს, ესაა ემოციების ზღვა! მე ხომ ამას არ ველოდი, ოცნებაც კი არ შემეძლო, მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება, ოცნებაც, რომელიც მიუღწეველი გგონია.

თავიდან სიზმარში მეგონა თავი, დიდხანს ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა ჩემს თავს, გვიან გამოვფხიზლდი და მივხვდი, როგორ გამიღიმა ბედმა და ინება ჩემთვის უდიდესი სიხარული და წარუშლელი შთაბეჭდილება ეჩუქებინა” - უთხრა ანამ AMBEBI.GE-ს.

"მე მჯერა, რომ მუსიკა ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს" - აღნიშნა 3-საათიანი კონცერტის დასასრულს დევიდ გერეტმა და შეასრულა Queen-ის ჰიტები, რომელიც ალბათ მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ადამიანს აქვთ მოსმენილი - We are the champions და We will rock you. ამ შესრულებამ მსმენელი მართლაც საოცრად დააკავშირა ერთმანეთთან - ყველა ერთხმად მღეროდა, სმარტფონების ასობით ფანარი მთელ დარბაზს ანათებდა.

ემოციური საღამოს დასასრულს საჩუქარი საქართველოსგან დევიდ გერეტმაც მიიღო - საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა გერმანელ მუსიკოსს ქართული ტრადიციული სამოსი, თეთრი ჩოხა უსახსოვრა. ჩოხაში შემოსილმა მევიოლინემ კი მსმენელისთვის ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის Hey Jude შეასრულა და საღამოს ყველა სტუმარი აამღერა.

დევიდ გერეტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში თავისი წვლილი შეიტანა. ის საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვიდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს