პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის პროფესორ ქრის ლიასიდესთან
ინტერვიუ შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის პროფესორ ქრის ლიასიდესთან

შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა თბი­ლის­ში თვე­ში ერთხელ უქმე დღე­ებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბულ სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ მა­ღა­ლი დო­ნის ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ისე, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოთ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში.

ამ პროგ­რა­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი მის კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მა­ში, რად­გან ის უზ­რუნ­ველ­ყოფს ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თვის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის ფარ­თო გა­გე­ბას ბიზ­ნე­სის სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ზღვრა­სა და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბით.

პროგ­რა­მის დე­ტა­ლებ­ზე შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის პრო­ფე­სო­რი ქრის ლი­ა­სი­დე­სი გვი­ამ­ბობს:

- ბა­ტო­ნო ლი­ა­სი­დეს, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­ზე შე­გექ­მნათ.

- აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი MBA-ს პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში 2017 წლი­დან ვას­წავ­ლი და ისი­ნი არ წყვე­ტენ ჩემს გა­ო­ცე­ბას! მათი სწავ­ლის წყურ­ვილი გა­ნა­პი­რო­ბებს მათ სწრაფ­ვას და­ე­უფ­ლონ ახალ ბიზ­ნეს უნა­რებ­სა და ცოდ­ნას. ჩემ­თვის მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ფაქ­ტია ის, რომ ჩემს სტუ­დენ­ტებს სურთ იცოდ­ნენ მეტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი უკვე ტოპ პოს­ტებს ფლობს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში, და­წყე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბით და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბით.

ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვაა ისიც, რომ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ახალ­გაზ­რდებს, მაგ­რამ უკვე სრუ­ლი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლებს ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია აინ­ტე­რე­სებთ. ასე რომ, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ სტუ­დენ­ტებ­მა გა­ი­გონ - რა­საც ისი­ნი სწავ­ლო­ბენ აწყო­ბი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე.

სტუ­დენ­ტებ­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ვქმნით სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფებს. ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არის ის, რაც კარ­გად მინ­და ჩემს სტუ­დენ­ტებს ეს­მო­დეთ.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მთელს ევ­რო­პა­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და იმას, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ შე­ამ­ცი­რონ მუ­შა­ხე­ლი - სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის პოვ­ნა სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. ამი­ტომ, ჩემი რო­გორც პრო­ფე­სო­რის ამო­ცა­ნაა და­ვეხ­მა­რო სტუ­დენ­ტებს დარ­წმუნ­დნენ სწავ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში, იმა­ში, რომ სა­ჭი­როა მუდ­მი­ვად გან­ვი­თარ­დნენ და იყ­ვნენ „ელი­ტის“ ნა­წი­ლი, იპო­ვონ კარ­გი კომ­პა­ნია, სა­დაც ისი­ნი და­საქმდე­ბი­ან და შეძ­ლე­ბენ რო­გორც თა­ვი­ან­თი წვლი­ლის შე­ტა­ნას, ასე­ვე მათი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ძვირ­ფა­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან სხვა სტუ­დენ­ტე­ბი­სა­გან, ვის­თვი­საც თქვე­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გის­წავ­ლე­ბი­ათ?

- ზო­გა­დად, მარ­კე­ტინ­გი­სა და ბიზ­ნე­სის სწავ­ლე­ბით მე არა მარ­ტო გა­დავ­ცემ ცოდ­ნას სტუ­დენ­ტებს, არა­მედ მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობ რა­ღაც ახალს, და ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს ხელს უწყობს ჩემი რო­გორც პე­და­გო­გის, ასევ რო­გორც პი­როვ­ნე­ბას გან­ვი­თა­რე­ბას. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­მეხ­მარ­ნენ ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­და და­მე­ნა­ხა, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა შეს­ძი­ნა ბიზ­ნე­სის ჩე­მე­ულ გა­გე­ბას.

რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მხიბ­ლავს ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­ში არის ის, რომ ისი­ნი სწო­რად აფა­სე­ბენ იმ ფაქტს, რომ ბიზ­ნე­სი ეფუძ­ნე­ბა საღ აზრს და რომ ეს არის ის სფე­რო, სა­დაც თქვენ ყო­ველ დღე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე უნდა და­ა­ყე­ნოთ თქვე­ნი თავი - იყოთ კრე­ა­ტი­უ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი, მზად იყოთ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის. რად­გან, თუ თქვენ არას­დროს გა­ბე­დავთ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, თა­ვი­სით არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­საც თქვენს სტუ­დენ­ტებს უზი­ა­რებთ?

- რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა მუ­დამ ფეხ­და­ფეხ მის­დიო გან­ვი­თა­რე­ბას თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში. იქ სა­დაც მუდ­მი­ვად ხდე­ბა რა­ღაც ახა­ლი, არ ჩა­მორ­ჩე ცვლი­ლე­ბებს არის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი. უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდროს გვქონ­და, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, ან სულ ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კლი­ენ­ტე­ბი გახ­დნენ უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მცოდ­ნე და მომ­თხოვ­ნე­ბი. კლი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მათი ლო­ა­ლუ­რო­ბის და სან­დო იმი­ჯის მო­სა­პო­ვებ­ლად. სწო­რედ ამა­ზე უნდა იყოს ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­ნე­ჯე­რი. ისი­ნი უნდა რწმუნ­დე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ისი­ნი პარტნი­ო­რებს და კლი­ენ­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ ორ­მხრი­ვად მომ­გე­ბი­ა­ნია, და ამავდრო­უ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ რამ­ხე­ლა წვლი­ლი მი­უ­ძღვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა­ში მის ხერ­ხე­მალს, რო­მელ­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

- დღეს ხში­რად გა­ი­გო­ნებთ მო­საზ­რე­ბას, რომ „კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ (მათ შო­როს MBA) ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და "უნა­რე­ბი ახა­ლი მე­ფეა". რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- უნა­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბაა გა­სა­აზ­რებ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ რო­გორც პრაქ­ტი­კო­სებ­მა და პე­და­გო­გებ­მა უნდა მივ­დი­ოთ. ასე­თია მა­გა­ლი­თად ის, რომ თვა­ლი უნდა გვე­ჭი­როს სი­ახ­ლე­ებ­ზე, ვფლობ­დეთ მე­დია წიგ­ნი­ე­რე­ბას, შეგ­ვეძ­ლოს წი­ნას­წარ იმის გან­ჭვრე­ტა, თუ რა სი­ახ­ლეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ჩვენს სფე­რო­ში, რომ და­ვას­წროთ მოვ­ლე­ნებს, ვი­სარ­გებ­ლოთ პირ­ვე­ლი სვლის უპი­რა­ტე­სო­ბით ან ავი­ცი­ლოთ ჩა­ვარ­დნე­ბი. შევ­ძლოთ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ არ­სე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის ბაზა, რომ ისი­ნი არ გა­და­ვიდ­ნენ ჩვენს კონ­კუ­რენ­ტებ­თან.

და ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ უნა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში, რო­მელ­შიც ახლა ვართ. საქ­მი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არა­სო­დეს უნდა და­ის­ვე­ნონ. მათ მუდ­მი­ვად უნდა იფიქ­რონ იმა­ზე, სწო­რად მოქ­მე­დე­ბენ თუ არა. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღე­ბენ სა­სურ­ველ შე­დე­გებს.

ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მათი ბაზ­რის წი­ლის გაზ­რდა­ზე. ამი­ტომ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი უნა­რე­ბი იმ სფე­რო­ში, რო­მელ­შიც ვმოღ­ვა­წე­ობთ.

მო­საზ­რე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ას­წავ­ლი­ან თე­ო­რი­ებს და არა უნა­რებს, აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს. საქ­მე ის კი არ არის, რო­გორ ვას­წავ­ლით, არა­მედ ის, რომ პრო­ფე­სო­რე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­მო­ყე­ნებ­ლი სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სი­მუ­ლა­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბი და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­შობს მთელ რიგ ახალ უნა­რებს სტუ­დენ­ტებ­ში. ყო­ველ­თვის არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და ახა­ლი ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და რე­ა­ლუ­რი ხა­რის­ხი უნდა იყოს ისე­თი, რომ მი­უ­ახ­ლოვ­დეს ასეთ ინო­ვა­ცი­ურ მოქ­მე­დე­ბებს.

სცა­დეთ გა­ი­გოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის ფსი­ქო­ლო­გია. მას შემ­დეგ რაც ამა­ში გა­ერ­კვე­ვით, და­ნარ­ჩე­ნი უკვე იო­ლია. კომ­პა­ნი­ე­ბი ექ­ცე­ვი­ან მო­საზ­რე­ბის მა­ხე­ში, როცა ფიქ­რო­ბენ, რომ ბაზ­რის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ქონ­ლის თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით მი­ი­ზი­და­ვენ კლი­ენ­ტებს. საქ­მე ისაა, გა­არ­კვიო ზუს­ტად რა უნ­დათ და რო­გორ და შემ­დეგ შეს­თა­ვა­ზო მათ ის.

შე­თა­ვა­ზე­ბის პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა ჩემ­თვის სა­მუ­შა­ოს ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტია ამ სფე­რო­ში, და უნა­რე­ბი არის ის, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის მი­საღ­წე­ვად. უნა­რე­ბი არის ის, რა­საც მე ვაძ­ლევ ჩემს სტუ­დენ­ტებს. ისე­თი უნა­რია მა­გა­ლი­თად, მო­იც­ვა მთლი­ა­ნი ბა­ზა­რი და ამავდრო­უ­ლად აფიქ­რე­ბი­ნო კლი­ენ­ტებს, რომ რა­საც მათ სთა­ვა­ზობთ, მხო­ლოდ მათ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

შე­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი MBA-ს პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბა თბი­ლის­ში გა­იხ­სნა. ბოლო ვა­დაა 30 სექ­ტემ­ბე­რი, ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და­უ­კავ­შირ­დით +995 577 221 166

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ინტერვიუ შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის პროფესორ ქრის ლიასიდესთან

ინტერვიუ შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის პროფესორ ქრის ლიასიდესთან

შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამა თბილისში თვეში ერთხელ უქმე დღეებში ჩატარდება. შესაბამისად, დასაქმებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის ბრიტანული განათლება ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ სამუშაო პროცესში.

ამ პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს განათლებისადმი მის კომპლექსურ მიდგომაში, რადგან ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და მართვის კონცეფციების ფართო გაგებას ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრასა და მის განხორციელებაზე ფოკუსირებით.

პროგრამის დეტალებზე შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის პროფესორი ქრის ლიასიდესი გვიამბობს:

- ბატონო ლიასიდეს, გვიამბეთ თქვენი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც ქართველ სტუდენტებზე შეგექმნათ.

- აღმასრულებელი MBA-ს პროგრამის სტუდენტებს თბილისში 2017 წლიდან ვასწავლი და ისინი არ წყვეტენ ჩემს გაოცებას! მათი სწავლის წყურვილი განაპირობებს მათ სწრაფვას დაეუფლონ ახალ ბიზნეს უნარებსა და ცოდნას. ჩემთვის მართლაც საოცარი ფაქტია ის, რომ ჩემს სტუდენტებს სურთ იცოდნენ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი უკვე ტოპ პოსტებს ფლობს სხვადასხვა კომპანიაში, დაწყებული გენერალური დირექტორებიდან დამთავრებული ექიმებით და სავაჭრო ცენტრების და სატელევიზიო ქსელების მენეჯერებით.

ჩემთვის გამოწვევაა ისიც, რომ ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, მაგრამ უკვე სრულიად ჩამოყალიბებულებს ძირითადად სოციალური მედია აინტერესებთ. ასე რომ, სოციალური მედია აქტიურად გამოიყენება იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიგონ - რასაც ისინი სწავლობენ აწყობილია თანამედროვე მიდგომებზე.

სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის ვქმნით სოციალური მედია ჯგუფებს. ამ სფეროში წარმატების მიღწევის აუცილებლობა არის ის, რაც კარგად მინდა ჩემს სტუდენტებს ესმოდეთ.

თუ გავითვალისწინებთ მთელს ევროპაში ამჟამად მიმდინარე პროცესებს და იმას, რომ კომპანიები მუდმივად ცდილობენ შეამცირონ მუშახელი - სამუშაო ადგილების პოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, ჩემი როგორც პროფესორის ამოცანაა დავეხმარო სტუდენტებს დარწმუნდნენ სწავლის აუცილებლობაში, იმაში, რომ საჭიროა მუდმივად განვითარდნენ და იყვნენ „ელიტის“ ნაწილი, იპოვონ კარგი კომპანია, სადაც ისინი დასაქმდებიან და შეძლებენ როგორც თავიანთი წვლილის შეტანას, ასევე მათი მომავალი საქმიანობისთვის ძვირფასი გამოცდილების შეძენას.

- როგორ ფიქრობთ, ქართველი სტუდენტები განსხვავდებიან სხვა სტუდენტებისაგან, ვისთვისაც თქვენი კარიერის განმავლობაში გისწავლებიათ?

- ზოგადად, მარკეტინგისა და ბიზნესის სწავლებით მე არა მარტო გადავცემ ცოდნას სტუდენტებს, არამედ მუდმივად ვსწავლობ რაღაც ახალს, და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხელს უწყობს ჩემი როგორც პედაგოგის, ასევ როგორც პიროვნებას განვითარებას. ქართველი სტუდენტები დამეხმარნენ ზოგიერთი საკითხი განსხვავებული პერსპექტივიდა დამენახა, რამაც დამატებითი ცოდნა შესძინა ბიზნესის ჩემეულ გაგებას.

რაც განსაკუთრებით მხიბლავს ქართველ სტუდენტებში არის ის, რომ ისინი სწორად აფასებენ იმ ფაქტს, რომ ბიზნესი ეფუძნება საღ აზრს და რომ ეს არის ის სფერო, სადაც თქვენ ყოველ დღე გამოწვევის წინაშე უნდა დააყენოთ თქვენი თავი - იყოთ კრეატიული, ინოვაციური, მზად იყოთ ექსპერიმენტებისთვის. რადგან, თუ თქვენ არასდროს გაბედავთ ნაბიჯების გადადგმას, თავისით არაფერი მოხდება.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენს სტუდენტებს უზიარებთ?

- რეალური გამოწვევაა მუდამ ფეხდაფეხ მისდიო განვითარებას თქვენთვის საინტერესო სფეროში. იქ სადაც მუდმივად ხდება რაღაც ახალი, არ ჩამორჩე ცვლილებებს არის წარმატების გასაღები. უნარები, რომლებიც ერთდროს გვქონდა, მოძველებული, ან სულ ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდება და ახალი მიდგომების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

კლიენტები გახდნენ უფრო ინფორმირებული, მცოდნე და მომთხოვნები. კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილება მთავარი ამოცანაა მათი ლოალურობის და სანდო იმიჯის მოსაპოვებლად. სწორედ ამაზე უნდა იყოს ფოკუსირებული ყველა მენეჯერი. ისინი უნდა რწმუნდებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობენ ორმხრივად მომგებიანია, და ამავდროულად აცნობიერებდნენ რამხელა წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის წარმატებაში მის ხერხემალს, რომელსაც თანამშრომლები წარმოადგენენ.

- დღეს ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ „კლასიკური განათლება“ (მათ შოროს MBA) ნაკლებ მნიშვნელოვანია და "უნარები ახალი მეფეა". რას ფიქრობთ ამაზე?

- უნარები განსაკუთრებული პირობაა გასააზრებლად, მიუხედავად ამისა, არსებობს წესები, რომელიც ჩვენ როგორც პრაქტიკოსებმა და პედაგოგებმა უნდა მივდიოთ. ასეთია მაგალითად ის, რომ თვალი უნდა გვეჭიროს სიახლეებზე, ვფლობდეთ მედია წიგნიერებას, შეგვეძლოს წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რა სიახლეა მოსალოდნელი ჩვენს სფეროში, რომ დავასწროთ მოვლენებს, ვისარგებლოთ პირველი სვლის უპირატესობით ან ავიცილოთ ჩავარდნები. შევძლოთ შევინარჩუნოთ არსებული კლიენტების ბაზა, რომ ისინი არ გადავიდნენ ჩვენს კონკურენტებთან.

და ისევ დავუბრუნდეთ უნარების აუცილებლობას ძალიან კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ახლა ვართ. საქმიანმა ადამიანებმა არასოდეს უნდა დაისვენონ. მათ მუდმივად უნდა იფიქრონ იმაზე, სწორად მოქმედებენ თუ არა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ სასურველ შედეგებს.

ჩვენი კონკურენტების მენეჯერებიც მუდმივად მუშაობენ სტრატეგიაზე, რომელიც ორიენტირებულია მათი ბაზრის წილის გაზრდაზე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება თეორიაზე დაფუძნებული ახალი უნარები იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ.

მოსაზრება, რომ უნივერსიტეტებში ასწავლიან თეორიებს და არა უნარებს, აღარ უნდა არსებობდეს. საქმე ის კი არ არის, როგორ ვასწავლით, არამედ ის, რომ პროფესორების ზედამხედველობით გამოყენებლი სხვადასხვა ტექნოლოგიები, სიმულაციური თამაშები და რეალურ ცხოვრებაში არსებული საერთაშორისო წარმოშობს მთელ რიგ ახალ უნარებს სტუდენტებში. ყოველთვის არის გაუმჯობესების და ახალი ტაქტიკის შემუშავების შესაძლებლობა, და რეალური ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ მიუახლოვდეს ასეთ ინოვაციურ მოქმედებებს.

სცადეთ გაიგოთ ადამიანების ქცევა, პერსპექტიული კლიენტების ფსიქოლოგია. მას შემდეგ რაც ამაში გაერკვევით, დანარჩენი უკვე იოლია. კომპანიები ექცევიან მოსაზრების მახეში, როცა ფიქრობენ, რომ ბაზრისთვის ხარისხიანი საქონლის თუ მომსახურების შეთავაზებით მიიზიდავენ კლიენტებს. საქმე ისაა, გაარკვიო ზუსტად რა უნდათ და როგორ და შემდეგ შესთავაზო მათ ის.

შეთავაზების პერსონალიზაციის მცდელობა ჩემთვის სამუშაოს ყველაზე საინტერესო ასპექტია ამ სფეროში, და უნარები არის ის, რაც აუცილებელია ამის მისაღწევად. უნარები არის ის, რასაც მე ვაძლევ ჩემს სტუდენტებს. ისეთი უნარია მაგალითად, მოიცვა მთლიანი ბაზარი და ამავდროულად აფიქრებინო კლიენტებს, რომ რასაც მათ სთავაზობთ, მხოლოდ მათზეა მორგებული.

შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს პროგრამაზე მიღება თბილისში გაიხსნა. ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, ინფორმაციისთვის დაუკავშირდით +995 577 221 166

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი