პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს
ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტის ოჯახ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. წყვი­ლი მე­ო­რე შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­და.

პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა ქვე­ყა­ნას გუ­შინ სა­ღა­მოს მო­ევ­ლი­ნა, ის გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

თო­შამ და ქე­თიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ერ­თობ­ლი­ვი სელ­ფი, სა­დაც ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი მო­დე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

პა­ტა­რას სა­ხეს არც მშობ­ლე­ბი და არც ბე­ბია, ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ლიკა შენ­გე­ლია ჯერ არ აჩე­ნენ.

თო­შას და ქე­თის შარ­შან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ, კან­ში, სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

"თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით "Katie, marry me", გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა", - იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. პირ­ველ მოკ­რძა­ლე­ბულ ქორ­წილ­ში ქე­თის Jenny Packham-ს კაბა ეცვა, მე­ო­რე გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ქე­ბუ­რია-ჟღენ­ტის წყვილ­მა პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, "კაჭ­რე­თის ამ­ბა­სა­დორ­ში" გა­და­ი­ხა­და. ქე­თის ამ­ჯე­რად Elie Saab-ს კაბა ემო­სა. მათ ქორ­წილ­ში მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი ჰყავ­დათ მოწ­ვე­უ­ლი, მღე­როდ­ნენ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც. სა­ღა­მო კი ტი­მა­ტიმ და­ას­რუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი ფაქ­ტი, წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს - ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დი­ზა­ინ­ზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს

ბიზნესმენი თოშა ქებურია მეორე შვილის მამა გახდა - ბიჭუნას მილიონერი ბაბუის სახელი დაარქვეს

მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა. წყვილი მეორე შვილის მშობლები გახდა.

პატარა ბიჭუნა ქვეყანას გუშინ საღამოს მოევლინა, ის გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს.

თოშამ და ქეთიმ "ინსტაგრამზე" უკვე გამოაქვეყნეს ერთობლივი სელფი, სადაც ახალნამშობიარები მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

პატარას სახეს არც მშობლები და არც ბებია, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ჯერ არ აჩენენ.

თოშას და ქეთის შარშან ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქეთი ჟღენტს აქტიური ორსულობა ჰქონდა და ის ზაფხულში საფრანგეთშიც იმყოფებოდა.

ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ, კანში, სანაპიროზე სთხოვა და მალე დაქორწინდნენ კიდეც.

"თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით "Katie, marry me", გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება", - იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცოლობაზე თანხმობის შემდეგ, წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. პირველ მოკრძალებულ ქორწილში ქეთის Jenny Packham-ს კაბა ეცვა, მეორე გრანდიოზული ქორწილი ქებურია-ჟღენტის წყვილმა პირველი შვილის დაბადების შემდეგ, "კაჭრეთის ამბასადორში" გადაიხადა. ქეთის ამჯერად Elie Saab-ს კაბა ემოსა. მათ ქორწილში მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავდათ მოწვეული, მღეროდნენ ქართველი მომღერლებიც. საღამო კი ტიმატიმ დაასრულა.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს - ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დიზაინზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი