პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს
"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს

ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, მედ­ლინ მუნი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გამ­ყო­ფი ხა­ზის პე­რი­მეტრზე მდე­ბა­რე სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ზოლ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­ეც­ნო და მავ­თულხლარ­თე­ბის მიღ­მა მცხოვ­რებ 88 წლის დათა ვა­ნიშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.

ვა­ნიშ­ვილ­მა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს ბა­რი­ე­რე­ბის გამო შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე შეს­ჩივ­ლა და ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

“გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ცხოვ­რია და ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო, ლარ­ზე პურ­საც კი ვერ ვყი­დუ­ლობ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მე­უბ­ნე­ბი­ან, მი­ი­ღე ცხინ­ვა­ლის “მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა” და აქა­უ­რი პენ­სია ჩვე­უ­ლებ­რივ და­გე­ნიშ­ნე­ბაო. ამ­დე­ნი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და ახლა ცხინ­ვა­ლის “მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა” რო­გორ მი­ვი­ღო? სახ­ლში მო­ხუ­ცი ავად­მყო­ფი მე­უღ­ლე მყავს, ვეხ­ვე­წე­ბი, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცენ გორ­ში წა­ვიყ­ვა­ნო ექიმ­თან, მაგ­რამ არც ამის უფ­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ. მე­უბ­ნე­ბი­ან, ცხინ­ვალ­ში ან ლე­ნინ­გორ­ში წა­იყ­ვა­ნე სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო. ამ მთებ­ზე რო­გორ ვა­ტა­რო ავად­მყო­ფი ქალი, შე­საძ­ლოა, გზა­ში და­ე­მარ­თოს რამე. გორი კი აქ­ვეა, მაგ­რამ ამ მავ­თულხლარ­თე­ბის იქით არ გვიშ­ვე­ბენ. აქ ბევ­რი დე­ლე­გა­ცია მო­დის, მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ვუყ­ვე­ბი ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. იქ­ნებ, დაგ­ვეხ­მა­როთ და რა­მის გა­კე­თე­ბა შეძ­ლოთ, რომ ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს“, - მი­მარ­თა მავ­თულხლარ­თე­ბის მიღ­მა მცხოვ­რებ­მა დათა ვა­ნიშ­ვილ­მა ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტს.

გპირ­დე­ბით, რომ ჩვენ მხო­ლოდ მოხ­სე­ნე­ბას არ დავ­წერთ. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც შეგ­ვიძ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, მედ­ლინ მუნ­მა ხურ­ვა­ლეთ­ში გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად „სას­ტიკ მო­პყრო­ბას გა­ნიც­დი­ან“.

„ჩვე­ნი საქ­მეა და­ვაკ­ვირ­დეთ, დავ­სვათ კი­თხვე­ბი და წა­ვი­ღოთ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენს მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე ლონ­დონ­ში, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა. ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ და მე გპირ­დე­ბით, რომ ჩვენ მხო­ლოდ მოხ­სე­ნე­ბას არ დავ­წერთ. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც შეგ­ვიძ­ლია, რათა უფრო ფარ­თო გა­გე­ბა შევ­ქმნათ აქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. აქ სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არი­ან ყო­ველ­დღე და სას­ტიკ მო­პყრო­ბას გა­ნიც­დი­ან“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, მედ­ლინ მუნ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს

"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე შესჩივლა და ასამბლეის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

“გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“, - მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

მისივე შეფასებით, ადგილობრივები ყოველდღიურად „სასტიკ მოპყრობას განიცდიან“.

„ჩვენი საქმეა დავაკვირდეთ, დავსვათ კითხვები და წავიღოთ ეს მტკიცებულებები ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე ლონდონში, რომელიც ოქტომბერში გაიმართა. ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა უფრო ფართო გაგება შევქმნათ აქ არსებულ ვითარებაზე. აქ სირთულეების წინაშე არიან ყოველდღე და სასტიკ მოპყრობას განიცდიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ