Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმმა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
ბათუმმა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

აჭა­რა­ში წლის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რებთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც შე­მოდ­გო­მაა, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი, როცა ჰა­ერს ნელ-ნელა სიგ­რი­ლე, ცას კი ღრუბ­ლე­ბი ეპა­რე­ბა.

ამ დროს არა­ფე­რი სჯობს ზღვის სა­ნა­პი­რო­დან თუ მთის მწვერ­ვა­ლე­ბი­დან გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის თვალ­თვალს, ბი­ნოკ­ლით, ტე­ლეს­კო­პით, რი­თაც გნე­ბავთ.

ბა­თუმ­ში 15 აგ­ვის­ტო­დან ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე თუ ცას ხში­რად ახე­დავთ, და­ი­ნა­ხავთ ფრინ­ველ­თა უჩ­ვე­უ­ლოდ მომ­რავ­ლე­ბულ გუნ­დებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქს გა­და­უფ­რე­ნენ. ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, როცა ფრინ­ვე­ლე­ბი ზამ­თრის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, ტო­ვე­ბენ ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნებს და ბა­თუ­მის სა­მიგ­რა­ციო დე­რეფ­ნით აფ­რი­კის­კენ მიფ­რი­ნა­ვენ.

ბა­თუ­მის ცას ყო­ველ­წლი­უ­რად 32 სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მი­ლი­ონ­ზე მეტი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი გა­და­უფ­რენს, მათ შო­რის, ვე­ლის, მდე­ლოს, ჭა­ო­ბის ძელ­ქო­რე­ბი, ჩია, მცი­რე და გვე­ლი­ჭა­მია არ­წი­ვე­ბი, კრა­ზა­ნა­ჭა­მი­ე­ბი და სხვა.

გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ზო­გის­თვის პრო­ფე­სი­აა, ზო­გის­თვის – ჰობი და დას­ვე­ნე­ბის ერ­თგვა­რი ფორ­მა.

აჭა­რა­ში გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სე­ზო­ნი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა და მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის მიგ­რა­ცი­ას აჭა­რის მა­ღა­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი და ეკო­ტუ­რის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მი­დან 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე და­აკ­ვირ­დე­ბი­ან.

ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვად სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მე­ბი­დან ჩანს.

ჭო­რო­ხის დელ­ტა­სო­ფე­ლი ჩა­ი­სუ­ბა­ნი­სო­ფე­ლი სა­ხალ­ვა­შო­ბა­თუ­მის ზღვის­პი­რა პარ­კი­ნავ­სად­გუ­რი­კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი2-8 სექ­ტემ­ბერს ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ექ­სკურ­სი­ე­ბი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­ღა­მო­ო­ბით კი სას­ტუმ­რო „ოა­ზის­ში“ მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ლექ­ცი­ე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ფეს­ტი­ვალ­ში ჩარ­თვა, გას­ვლით ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო. ფეს­ტი­ვალს წელს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის Birdfair და­მა­არ­სე­ბე­ლი ტიმ ეპლტო­ნი, შუა აღ­მო­სავ­ლეთ­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი რობ შელ­დო­ნი და ბლო­გე­რი, ექ­სპერ­ტი მაიკ ჰენ­დერ­სო­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც კო­ლე­გებს თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს.

ეკო­ტუ­რიზ­მის ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ტუ­რიზ­მი აჭა­რა­ში უდი­დეს პო­ტენ­ცი­ალს ფლობს. ბა­თუ­მის ათ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი „სა­მიგ­რა­ციო ძაბ­რი“ მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა მექ­სი­კი­სა და ის­რა­ე­ლის შემ­დეგ გა­დამფრენ ფრინ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო მეტ ტუ­რისტსა და ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მეც­ნი­ერს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან.

დე­ვიდ ერტე­რი­უსს ფრინ­ვე­ლებ­ზე დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ტურ­სა­ა­გენ­ტო აქვს შვე­დეთ­ში და ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის, ორ­ნი­თო­ლო­გე­ბი­სა თუ ეკო­ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის გეგ­მავს ტუ­რებს ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­ში. წელს მის რუ­კა­ზე ბა­თუ­მიც მო­ი­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლა­დაა და 20 აგ­ვის­ტო­დან 20 ოქ­ტომ­ბრამ­დე და­აკ­ვირ­დე­ბა ჯგუფ­თან ერ­თად მტა­ცე­ბელ ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცი­ას.

„აფ­რი­კა, ეთი­ო­პია, ინ­დო­ე­თი, შრი ლან­კა, მონ­ღო­ლე­თი და ა.შ. – ბევ­რგან დავ­დი­ვართ. ბა­თუმ­ში წელს პირ­ვე­ლად ვარ და ეს სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია ფრინ­ვე­ლებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. უჩ­ვე­უ­ლოდ გაგ­ვი­მარ­თლა, ხში­რად კარ­გი ხილ­ვა­დო­ბაა და ძა­ლი­ან ახ­ლო­საც ვხე­დავთ შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ფრინ­ვე­ლებს. მათ ტყე­ე­ბის თავ­ზე ფრე­ნა არ მოს­წონთ და ზღვის გავ­ლით არ­ჩე­ვენ მიგ­რა­ცი­ას.

შავ ზღვას და ბა­თუმს გა­უ­მარ­თლა – ეს ად­გი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­მიგ­რა­ციო დე­რე­ფა­ნია ფრინ­ვე­ლე­ბის­თვის, რაც აჭა­რის დიდ სა­მო­მავ­ლო ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­ზე მე­ტყვე­ლებს.

ვრჩე­ბით აქვე, სა­ხალ­ვა­შოს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად მიგ­ვი­ღეს და სა­უ­ცხოო ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი­თაც გვი­მას­პინ­ძლდე­ბი­ან“, – ამ­ბობს დე­ვი­დი.

ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი აჭა­რა­ში ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა პირ­ვე­ლად 2012 წელს ჩა­ა­ტა­რა. მა­შინ ტუ­რიზ­მის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა აჭა­რა­ში ახა­ლი იყო, ახლა კი დე­პარ­ტა­მენტს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

რო­გორც Birding Caucasus-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე რუ­ხა­ია ამ­ბობს, ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პუნ­ქტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

„აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე არამ­ხო­ლოდ აკ­ვირ­დე­ბი­ან, აღ­რი­ცხა­ვენ კი­დეც მიგ­რი­რე­ბულ ფრინ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, სა­ხე­ო­ბა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

ბა­თუ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ახლა პა­ნა­მა­ში, გიბ­რალ­ტარ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან ფრინ­ვე­ლებს. სა­ხე­ო­ბა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ფრინ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა – ყვე­ლა ეს სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცია იკ­რი­ბე­ბა და თავს ერ­თი­ან ბა­ზა­ში იყ­რის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა სა­ერ­თო სუ­რა­თის წარ­მო­სად­გე­ნად“, – ამ­ბობს ალექ­სან­დრე რუ­ხა­ია.

აჭა­რა­ში ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე შე­გიძ­ლი­ათ და­აკ­ვირ­დეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­ნა­ხა­ო­ბას – ათა­სო­ბით, ათი­ა­თა­სო­ბით მტა­ცე­ბელ ფრინ­ველს, რომ­ლე­ბიც ბა­თუ­მის გავ­ლით აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის­კენ მიფ­რი­ნა­ვენ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ბათუმმა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

ბათუმმა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

აჭარაში წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებთ, გამონაკლისი არც შემოდგომაა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როცა ჰაერს ნელ-ნელა სიგრილე, ცას კი ღრუბლები ეპარება.

ამ დროს არაფერი სჯობს ზღვის სანაპიროდან თუ მთის მწვერვალებიდან გადამფრენი ფრინველების თვალთვალს, ბინოკლით, ტელესკოპით, რითაც გნებავთ.

ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თუ ცას ხშირად ახედავთ, დაინახავთ ფრინველთა უჩვეულოდ მომრავლებულ გუნდებს, რომლებიც ქალაქს გადაუფრენენ. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ფრინველები ზამთრისთვის ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ.

ბათუმის ცას ყოველწლიურად 32 სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, მათ შორის, ველის, მდელოს, ჭაობის ძელქორები, ჩია, მცირე და გველიჭამია არწივები, კრაზანაჭამიები და სხვა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ევროპასა და ამერიკაში ზოგისთვის პროფესიაა, ზოგისთვის – ჰობი და დასვენების ერთგვარი ფორმა.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის მაღალი წერტილებიდან უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან.

ფრინველთა მიგრაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავად სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ჩანს.

ჭოროხის დელტასოფელი ჩაისუბანისოფელი სახალვაშობათუმის ზღვისპირა პარკინავსადგურიკოლხეთის ეროვნული პარკი2-8 სექტემბერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ლექციები და პრეზენტაციები ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალს წელს მსოფლიოში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის Birdfair დამაარსებელი ტიმ ეპლტონი, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი ესწრებოდნენ, რომლებმაც კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“ მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დევიდ ერტერიუსს ფრინველებზე დამკვირვებელთა ტურსააგენტო აქვს შვედეთში და ბუნების დამცველების, ორნითოლოგებისა თუ ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის გეგმავს ტურებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებში. წელს მის რუკაზე ბათუმიც მოინიშნა. საქართველოში პირველადაა და 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე დააკვირდება ჯგუფთან ერთად მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას.

„აფრიკა, ეთიოპია, ინდოეთი, შრი ლანკა, მონღოლეთი და ა.შ. – ბევრგან დავდივართ. ბათუმში წელს პირველად ვარ და ეს საოცარი ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. უჩვეულოდ გაგვიმართლა, ხშირად კარგი ხილვადობაა და ძალიან ახლოსაც ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით ფრინველებს. მათ ტყეების თავზე ფრენა არ მოსწონთ და ზღვის გავლით არჩევენ მიგრაციას.

შავ ზღვას და ბათუმს გაუმართლა – ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიგრაციო დერეფანია ფრინველებისთვის, რაც აჭარის დიდ სამომავლო ტურისტულ პოტენციალზე მეტყველებს.

ვრჩებით აქვე, სახალვაშოს საოჯახო სასტუმროში, სადაც ძალიან კარგად მიგვიღეს და საუცხოო ქართული კერძებითაც გვიმასპინძლდებიან“, – ამბობს დევიდი.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პირველად 2012 წელს ჩაატარა. მაშინ ტურიზმის ეს მიმართულება აჭარაში ახალი იყო, ახლა კი დეპარტამენტს ამ მიმართულებით უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც Birding Caucasus-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუხაია ამბობს, ყოველ წელს იზრდება ფრინველებზე დაკვირვების პუნქტების რაოდენობა.

„აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არამხოლოდ აკვირდებიან, აღრიცხავენ კიდეც მიგრირებულ ფრინველთა რაოდენობას, სახეობათა მრავალფეროვნებას.

ბათუმის პარალელურად ახლა პანამაში, გიბრალტარსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აკვირდებიან ფრინველებს. სახეობათა მრავალფეროვნება, ფრინველთა რაოდენობა – ყველა ეს სამეცნიერო ინფორმაცია იკრიბება და თავს ერთიან ბაზაში იყრის, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საერთო სურათის წარმოსადგენად“, – ამბობს ალექსანდრე რუხაია.

აჭარაში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ დააკვირდეთ არაჩვეულებრივ სანახაობას – ათასობით, ათიათასობით მტაცებელ ფრინველს, რომლებიც ბათუმის გავლით აფრიკის კონტინენტისკენ მიფრინავენ.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი