ავტორი:

ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში - ვინ არიან ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მოადგილეები

ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში - ვინ არიან ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მოადგილეები

თავდაცვის ახალ მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტებზე - რატი ბრეგაძე და დავით სუჯაშვილი დანიშნა. ორივე სახე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.

სუჯაშვილი აქამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის წოდებით პოლკოვნიკია და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველიც გახლდათ.

დავით სუჯაშვილმა 1999 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია დაასრულა და 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014 -2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო.

2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.

43 წლის სუჯაშვილს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

აღსანიშნავია, რომ სუჯაშვილი რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, დავით სუჯაშვილს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 4-სართულიანი სახლი 1500 კვადრატულ მეტრ მიწაზე აქვს აშენებული. აქედან მხოლოდ სარდაფი 252 კვადრატული მეტრია. ტელევიზიის ინფორმაციით, დაზვერვის ხელმძღვანელმა სახლის მშენებლობა 2018 წელს დაასრულა.

მოგვიანებით, სუჯაშვილი სიუჟეტს გამოეხმაურა და გამოთქვა მზადყოფნა, გაასაჯაროვოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების გამჭვირვალობას.

რაც შეეხება რატი ბრეგაძეს, ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2012 -2015 წლებში რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზაარლანდის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ასევე, მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი).

ბრეგაძე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ამჟამად არის სრული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰყავს მეუღლე და შვილი. ბრეგაძე ფლობს: გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილს სულ სამი მოადგილე ჰყავს. მესამე მოადგილე - ლელა ჩიქოვანი, წინა მინისტრის ლევან იზორიას მოადგილეც იყო.

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე