მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"
13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს და ხვალ მო­სა­ლოდ­ნელ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გვაძ­ლევს:

"პა­რას­კე­ვი, 13 სექ­ტემ­ბე­რი

მერ­კუ­რი-ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბა დიდი ხნის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნის, კარ­გი ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ძა­ლი­ან კარ­გი დღეა სიყ­ვა­რუ­ლის ასახ­სნე­ლად, ხე­ლის სა­თხოვ­ნად. ამ დღეს აგ­რეთ­ვე ზუს­ტი ხდე­ბა მზი­სა და პლუ­ტო­ნის ტრი­ნი რო­მე­ლიც ენერ­გი­ი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით აგ­ვავ­სებს. ეს ის დღეა, რო­დე­საც მთე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბაც კი შეგ­ვიძ­ლია. მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია ბიზ­ნეს-წა­მო­წყე­ბე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე იმ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად რო­მე­ლიც ეხე­ბა ბან­კებს, კრე­დი­ტებს, სეს­ხებს, სა­და­ზღვე­ვო საქ­მეს, სა­ბა­ჟოს­თან ან სხვა მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ეს დღე მი­წის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს წა­ად­გე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად.

შა­ბა­თი, 14 სექ­ტემ­ბე­რი

ეს დღე საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია, თუმ­ცა შა­ბა­თის ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი მოვ­ლე­ნა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც თევ­ზე­ბის 22°-ზე ხდე­ბა. მთვა­რე, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლია ნეპ­ტუნ­თან და ლი­ლიტ­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში მო­დის მზი­სა და მარ­სის შე­ერ­თე­ბას­თან. ვერ ვი­ტყვი, რომ იოლი იქ­ნე­ბა. მე­ტიც, საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მათ­თვის, ვინც გან­ვლი­ლი 1 თვის მან­ძილ­ზე პლა­ნე­ტა­რულ რიტ­მებს ყურს არ უგ­დებ­და და გაფრ­თხი­ლე­ბებს ყუ­რად არ იღებ­და. ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მათ­თვის ილუ­ზი­ე­ბი­დან გა­მო­ფხიზ­ლე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა და ისი­ნი და­ი­ნა­ხა­ვენ იმ შეც­დო­მე­ბის სა­ფა­სურს, რაც უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში და­უშ­ვეს. ჯერ კი­დევ პა­რას­კე­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ენერ­გე­ტი­კა ვიგ­რძნოთ და კვი­რა­საც გა­დაჰ­ყვეს. შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ დღე­ებ­ში გახ­მა­ურ­დეს რა­ღაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სა­ი­დუმ­ლო. შე­საძ­ლოა ეს აურ­ზა­უ­რი უშუ­ა­ლოდ თქვენ არ გე­ხე­ბო­დეთ, მაგ­რამ მი­ი­ღეთ რო­გორც მი­ნიშ­ნე­ბა და გა­და­ავ­ლეთ თვა­ლი სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, თქვენ რა ჩონ­ჩხებს მა­ლავთ რო­გორც იტყვი­ან კა­რა­და­ში. ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას რა­ღაც შევ­ცვა­ლოთ, გა­ვი­სუფ­თა­ვოთ სუ­ლე­ბი, ასე­ვე ამ დღე­ებ­ში ეცა­დეთ და­იც­ვათ დი­ე­ტა, სჯობს იმარ­ხუ­ლოთ, ილო­ცოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰოლს და თრო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. იყა­ვით ფხიზ­ლად, რომ რა­ი­მე თაღ­ლი­თო­ბა­ში არ გა­ე­ბათ. ყვე­ლა­ზე კარ­გი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა თვით­კონ­ტრო­ლი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა.

შა­ბათს ასე­ვე მერ­კუ­რი და ვე­ნე­რა იც­ვლი­ან ნი­შანს და სას­წორ­ში გა­და­დი­ან, მერ­კუ­რი აქ 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ვე­ნე­რა კი - 8-მდე გა­ჩერ­დე­ბა. ეს ინ­გრსია ადა­მი­ა­ნებს უფრო მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რებს და კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს გაგ­ვხდის, გა­იზ­რდე­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნი­ე­ლე­ბა უფრო ახლო და თბილ კონ­ტაქ­ტებ­ზე. თუმ­ცა სა­ლო­ნუ­რი სა­უბ­რე­ბიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა და ხან­და­ხან მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ელი­ტუ­რო­ბაც. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ხელ­საყ­რე­ლი დროა საქ­მი­ა­ნი თუ პარტნი­ო­რუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, ახა­ლი ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად, გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნაც და გა­ფუ­ჭე­ბი­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც. რაც მთა­ვა­რია, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მე­ო­რე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლაც. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ეგო­ის­ტუ­რად, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე იზ­რუ­ნო...

არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, შა­ბათს ასე­ვე მარ­სი - ნეპ­ტუ­ნის ოპო­ზი­ცი­აა, მარ­სი ქალ­წუ­ლის ნი­შანს სტუმ­რობს და ამის წყა­ლო­ბით უფრო მეტი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა, ლო­გი­კა და რე­ა­ლო­ბის სწო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი უნდა იყოს ჩვენს ქმე­დე­ბებ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი. თუმ­ცა ამ პრაქ­ტი­ციზმს გარ­კვე­ულ­ზი­ლად შე­საძ­ლოა მისი და ნეპ­ტუ­ნის ოპო­ზი­ცი­ამ შე­უ­შა­ლოს ხელი, რად­გან ის თა­ვის მხრივ, ცოტა არ იყოს, ოც­ნე­ბებ­ში გა­და­ვარ­დნი­სა­კენ და ფაქ­ტე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა­კენ გვი­ბიძ­გებს. ეცა­დეთ ზედ­მე­ტად არ აყ­ვეთ ფუჭ მე­ოც­ნე­ბე­ო­ბას, აღი­ჭურ­ვეთ მეტი ქალ­წუ­ლუ­რი პრაქ­ტი­ციზ­მით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

კვი­რის ბოლო დღე 15 სექ­ტემ­ბე­რი ას­ტრო­მოვ­ლე­ნე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის. მთვა­რე კლე­ბის ფა­ზა­შია გა­და­სუ­ლი და ენერ­გი­ის და­ზოგ­ვა გვმარ­თებს ჩვენც.

***

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გვაქვს ასე­თი ტერ­მი­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა. ეს არის პლა­ნე­ტის ისე­თი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან დამ­კვირ­ვებ­ლის თვა­ლით უკუს­ვლად ანუ მისი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აღიქ­მე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვთქვით, ეს უკუს­ვლა მხო­ლოდ ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზი­აა დამ­კვირვლე­ბის­თვის, ის მა­ინც საკ­მა­ოდ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე.

ყვე­ლა პლა­ნე­ტას გარ­და მზი­სა და მთვა­რი­სა, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად მნა­თო­ბე­ბი არი­ან, აქვთ ასეი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ო­დე­ბი. ამ­ჯე­რად სა­ტურნ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. რად­გან ის მა­ი­სის თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო და ახლა, 18-ში თა­ვის სწორ სვლა­გეზს უბ­რუნ­დე­ბა.

თუმ­ცა 14 რი­ცხვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტურ­ნი სტა­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ანუ შე­მობ­რუ­ნე­ბამ­დე სიჩ­ქა­რეს და­აგ­დებს და სვლას შე­ა­ჩე­რებს. სა­ტურნს ას­ტრო­ლო­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტა­თა ჯგუფს მი­ვა­კუთ­ვნებთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ეს მოვ­ლე­ნა ნაკ­ლებ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­ნი ყო­ფის სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ზე უფრო აი­სა­ხე­ბა. ანუ გლო­ბა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა უფრო მე­ტია.

რა სა­კი­თხე­ბი შე­ფერ­ხდე­ბი­ან სა­ტურ­ნის სა­ბო­ლოო დი­რექ­ტუ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლამ­დე, ანუ 18 სექ­ტემ­ბრამ­დე?

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მინ­და გა­იხ­სე­ნოთ - რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­რი­ლის ბო­ლოს - მა­ი­სის პირ­ველ რი­ცხვებ­ში, რად­გან ეს ის დროა, რო­დე­საც სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა­ში გა­და­დი­ო­და, ამი­ტომ შე­საძ­ლოა იმ პე­რი­ო­დის ამ­ბებ­მა შე­გახ­სე­ნოთ ახლა თავი.

სტა­ტი­კუ­რი სა­ტურ­ნის დროს არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვა, რომ ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი რე­ა­ლურ ძა­ლას ვერ შე­ი­ძე­ნენ და მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლად დარ­ჩე­ბი­ან. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ დროს და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მე რე­მონტს ან მშე­ნებ­ლო­ბას ეხე­ბა. უშე­დე­გოდ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი მი­ვაღ­წი­ოთ სა­მარ­თალს. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო დღე­ე­ბია სა­ცხოვ­რებ­ლის და სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად, კა­რი­ე­რა სე­რი­ო­ზუ­ლად და­პა­უ­ზე­ბუ­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბი­სათ­ვის. ასეთ დღე­ებ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ურ­ყე­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ თქვე­ნი პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც უწყობს ამას ხელს.

18 რი­ცხვის მე­რეც არ ღირს და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. სა­ტურ­ნი ძა­ლი­ან ნელი პლა­ნე­ტაა, და სიჩ­ქა­რის ასაკ­რე­ფად საკ­მაო დრო სჭირ­დე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ის ახლა თხის რქის ნი­შანს გა­დის, რაც კი­დევ უფრო ხაზს უს­ვამს ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში სა­ტურ­ნი­ა­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას - ანუ პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა­სა და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბას, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბას.

სიჩ­ქა­რე არ ღირს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, არც უმოქ­მე­დო­ბა უყ­ვარს სა­ტურნს. ის მკაც­რი გა­მომ­ცდე­ლი­ვით გვი­წყობს ჩამ­ჭრელ გა­მოც­დებს, მაგ­რამ ამას ბო­რი­ტი ზრახ­ვით სუ­ლაც არ აკე­თებს, პი­რი­ქით, გუ­ლის სიღ­რმე­ში ამ დიდ მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან სურს დარ­წმუნ­დეს, რომ ჩვენ რე­ა­ლუ­რად ვართ შე­ქე­ბი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჯილ­დოს ღირ­სე­ბი. მას უყ­ვარს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა, ჯი­უ­ტად და შე­უ­პოვ­რად შრო­მა, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბრძო­ლა და სწორ დროს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­ტურ­ნი ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლია და მისი სა­ჩუქ­რე­ბი შე­საძ­ლოა თქვენს წარ­მო­სახ­ვა­საც კი აღე­მა­ტე­ბო­დეს

მო­დით კი­დევ ერთხელ და უფრო ვრცლად გა­ვიხ­სე­ნოთ ის სფე­რო­ე­ბი, რო­მელ­საც სა­ტურ­ნი გა­ნა­გებს - ჩვე­ნი სხე­უ­ლი. ეს გახ­ლავთ მშე­ნებ­ლო­ბა, სამ­თო საქ­მე, მა­და­ნის მო­პო­ვე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა, რო­მელ­საც ეყ­რდნო­ბა ჩვე­ნი სხე­უ­ლი. თუ თქვენ ამ სფე­რო­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე გე­კუთ­ვნით, და ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე საქ­მე შე­ფერ­ხე­ბე­ბით მიგ­დი­ო­დათ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი მალე თა­ვის კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა:

დი­რექ­ტულ სა­ტურნ­ზე (18 რი­ცხვის მერე) ძა­ლი­ან კარ­გია არა მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის ან რე­მონ­ტის და­წყე­ბა, არა­მედ ტყა­ვის ნა­წარ­მის შე­ძე­ნაც. აგ­რეთ­ვე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის ყიდ­ვაც სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­და­ნაა უკე­თე­სი. ასე­ვე სინსვლი­თი სა­ტურ­ნის დროს უმ­ჯო­ბე­სია ისე­თი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნაც, რომ­ლე­ბიც დიდი ხანი გინ­დათ რომ გქონ­დეთ ხმა­რე­ბა­ში.

ერთი კი­დევ რაც მინ­და აქვე ავღ­ნიშ­ნო, რომ ეს ასე­ვე ძალ­ზე შე­სა­ფე­რი­სი დროა ნე­ბის­ყო­ფის და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის, იმის­თვის რომ გავ­ხდეთ უფრო მომთმე­ნე­ბი, დი­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, თუნ­დაც უფრო პუნ­ქტუ­ა­ლუ­რე­ბი. ყვე­ლა­ფერ ამა­საც სა­ტურ­ნი გა­ნა­გებს.

სა­ტურ­ნი დი­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის მა­ი­სამ­დე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც რა­ღა­ცე­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რად რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­წი­ოს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძვე­ლი თე­მე­ბი­დან რა­ღაც სა­კი­თხე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა და წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა. წინ წა­მო­ი­წევს კა­რი­ე­რუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა სა­ა­მი­სოდ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

და ბო­ლოს, ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ ყვე­ლა­ფე­რი რა­ზე­დაც ვი­სა­უბ­რე, ეხე­ბათ მათ, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ეს პლა­ნე­ტა დი­რექ­ტუ­ლი ჰყავთ. რეტ­როგ­რა­დუ­ლი სა­ტურ­ნი­ა­ნე­ლე­ბის მომ­დევ­ნო შან­სე­ბი კი 2020 წლის მა­ი­სი­დან ჩა­ირ­თვე­ბა და სექ­ტემ­ბრის და­სას­რუ­ლამ­დე გას­ტანს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"

13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, სავსემთვარეობა და რჩევები უახლოეს პერიოდზე - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და ხვალ მოსალოდნელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გვაძლევს:

"პარასკევი, 13 სექტემბერი

მერკური-ვენერას შეერთება დიდი ხნის სასურველი ნივთების შეძენის, კარგი ფინანსური გარიგების გაფორმების საშუალებას იძლევა, ძალიან კარგი დღეა სიყვარულის ასახსნელად, ხელის სათხოვნად. ამ დღეს აგრეთვე ზუსტი ხდება მზისა და პლუტონის ტრინი რომელიც ენერგიითა და ენთუზიაზმით აგვავსებს. ეს ის დღეა, როდესაც მთების გადატრიალებაც კი შეგვიძლია. მშვენიერი პერიოდია ბიზნეს-წამოწყებებისათვის, ასევე იმ საკითხების გადასაჭრელად რომელიც ეხება ბანკებს, კრედიტებს, სესხებს, სადაზღვევო საქმეს, საბაჟოსთან ან სხვა მაკონტროლებელ ორგანოსთან ურთიერთობას. ეს დღე მიწის ნიშნების წარმომადგენლებს წაადგებათ ყველაზე მეტად.

შაბათი, 14 სექტემბერი

ეს დღე საკმაოდ დატვირთულია, თუმცა შაბათის ყველაზე გამოკვეთილი მოვლენა სავსემთვარეობაა, რომელიც თევზების 22°-ზე ხდება. მთვარე, რომელიც შეერთებულია ნეპტუნთან და ლილიტთან ოპოზიციაში მოდის მზისა და მარსის შეერთებასთან. ვერ ვიტყვი, რომ იოლი იქნება. მეტიც, საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც განვლილი 1 თვის მანძილზე პლანეტარულ რიტმებს ყურს არ უგდებდა და გაფრთხილებებს ყურად არ იღებდა. ეს სავსემთვარეობა მათთვის ილუზიებიდან გამოფხიზლების ტოლფასი იქნება და ისინი დაინახავენ იმ შეცდომების საფასურს, რაც უახლოეს წარსულში დაუშვეს. ჯერ კიდევ პარასკევიდან შეიძლება, რომ ეს ენერგეტიკა ვიგრძნოთ და კვირასაც გადაჰყვეს. შესაძლოა სწორედ ამ დღეებში გახმაურდეს რაღაც არასახარბიელო საიდუმლო. შესაძლოა ეს აურზაური უშუალოდ თქვენ არ გეხებოდეთ, მაგრამ მიიღეთ როგორც მინიშნება და გადაავლეთ თვალი საკუთარ ცხოვრებას, თქვენ რა ჩონჩხებს მალავთ როგორც იტყვიან კარადაში. ეს სავსემთვარეობა გვაძლევს საშუალებას რაღაც შევცვალოთ, გავისუფთავოთ სულები, ასევე ამ დღეებში ეცადეთ დაიცვათ დიეტა, სჯობს იმარხულოთ, ილოცოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს და თრობის სხვა საშუალებებს. იყავით ფხიზლად, რომ რაიმე თაღლითობაში არ გაებათ. ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება იქნება თვითკონტროლი, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გააზრება.

შაბათს ასევე მერკური და ვენერა იცვლიან ნიშანს და სასწორში გადადიან, მერკური აქ 3 ოქტომბრამდე, ვენერა კი - 8-მდე გაჩერდება. ეს ინგრსია ადამიანებს უფრო მეტად დიპლომატიურებს და კეთილმოსურნეებს გაგვხდის, გაიზრდება ჩვენი მოთხოვნიელება უფრო ახლო და თბილ კონტაქტებზე. თუმცა სალონური საუბრებიც საკმაოდ აქტიური იქნება და ხანდახან მოჩვენებითი ელიტურობაც. მთელი ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა საქმიანი თუ პარტნიორული კონტაქტების დასამყარებლად, ახალი ძალზე სასიამოვნო ადამიანების გასაცნობად, გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენაც და გაფუჭებილის გამოსწორებაც. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაც, აუცილებელ კომპრომისებზე წასვლაც. უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო...

არ დაგვავიწყდეს, შაბათს ასევე მარსი - ნეპტუნის ოპოზიციაა, მარსი ქალწულის ნიშანს სტუმრობს და ამის წყალობით უფრო მეტი პრაქტიკულობა, ლოგიკა და რეალობის სწორი შეფასებები უნდა იყოს ჩვენს ქმედებებში გამოკვეთილი. თუმცა ამ პრაქტიციზმს გარკვეულზილად შესაძლოა მისი და ნეპტუნის ოპოზიციამ შეუშალოს ხელი, რადგან ის თავის მხრივ, ცოტა არ იყოს, ოცნებებში გადავარდნისაკენ და ფაქტების არაობიექტური შეფასებებისაკენ გვიბიძგებს. ეცადეთ ზედმეტად არ აყვეთ ფუჭ მეოცნებეობას, აღიჭურვეთ მეტი ქალწულური პრაქტიციზმით და ყველაფერი კარგად იქნება!

კვირის ბოლო დღე 15 სექტემბერი ასტრომოვლენების გარეშე ჩაივლის. მთვარე კლების ფაზაშია გადასული და ენერგიის დაზოგვა გვმართებს ჩვენც.

***

ასტროლოგიაში გვაქვს ასეთი ტერმინი რეტროგრადულობა. ეს არის პლანეტის ისეთი მოძრაობა, რომელიც დედამიწიდან დამკვირვებლის თვალით უკუსვლად ანუ მისი ჩვეულებრივი მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვით, ეს უკუსვლა მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა დამკვირვლებისთვის, ის მაინც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

ყველა პლანეტას გარდა მზისა და მთვარისა, რომლებიც ფაქტობრივად მნათობები არიან, აქვთ ასეი რეტროგრადულობის პერიოდები. ამჯერად სატურნზე ვისაუბრებთ. რადგან ის მაისის თვიდან მოყოლებული რეტროგრადული იყო და ახლა, 18-ში თავის სწორ სვლაგეზს უბრუნდება.

თუმცა 14 რიცხვიდან მოყოლებული უახლოესი დღეების განმავლობაში სატურნი სტატიკური იქნება, ანუ შემობრუნებამდე სიჩქარეს დააგდებს და სვლას შეაჩერებს. სატურნს ასტროლოგები სოციალურ პლანეტათა ჯგუფს მივაკუთვნებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაზე ეს მოვლენა ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს, სამაგიეროდ, ჩვენი ყოფის სოციალურ პირობებზე უფრო აისახება. ანუ გლობალური დატვირთვა უფრო მეტია.

რა საკითხები შეფერხდებიან სატურნის საბოლოო დირექტულობაზე გადასვლამდე, ანუ 18 სექტემბრამდე?

პირველ ყოვლისა, მინდა გაიხსენოთ - რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში. აპრილის ბოლოს - მაისის პირველ რიცხვებში, რადგან ეს ის დროა, როდესაც სატურნი რეტროგრადულობაში გადადიოდა, ამიტომ შესაძლოა იმ პერიოდის ამბებმა შეგახსენოთ ახლა თავი.

სტატიკური სატურნის დროს არაა მიზანშეწონილი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რადგან მიიჩნევა, რომ ახალი კანონები რეალურ ძალას ვერ შეიძენენ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილად დარჩებიან. წარუმატებელი იქნება ამ დროს დაწყებული ბიზნესი, განსაკუთრებით თუ საქმე რემონტს ან მშენებლობას ეხება. უშედეგოდ დარჩება ჩვენი მცდელობები მივაღწიოთ სამართალს. არასახარბიელო დღეებია საცხოვრებლის და სამსახურის შესაცვლელად, კარიერა სერიოზულად დაპაუზებულია.

სამაგიეროდ, კარგი პერიოდია ქორწინებისათვის. ასეთ დღეებში გაფორმებული კავშირები, შეიძლება ითქვას, რომ ურყევია. რასაკვირველია, თუ თქვენი პირადი ჰოროსკოპიც უწყობს ამას ხელს.

18 რიცხვის მერეც არ ღირს დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. სატურნი ძალიან ნელი პლანეტაა, და სიჩქარის ასაკრეფად საკმაო დრო სჭირდება. მითუმეტეს, რომ ის ახლა თხის რქის ნიშანს გადის, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ყველა ქმედებაში სატურნიანული თვისებების გამოვლენის აუცილებლობას - ანუ პრაგმატულობასა და დისციპლინირებულობას, კანონის ჩარჩოებში მოქმედებას.

სიჩქარე არ ღირს, მაგრამ მეორეს მხრივ, არც უმოქმედობა უყვარს სატურნს. ის მკაცრი გამომცდელივით გვიწყობს ჩამჭრელ გამოცდებს, მაგრამ ამას ბორიტი ზრახვით სულაც არ აკეთებს, პირიქით, გულის სიღრმეში ამ დიდ მასწავლებელს ძალიან სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენ რეალურად ვართ შექებისა და დამსახურებული ჯილდოს ღირსები. მას უყვარს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სირთულეების გადალახვა, ჯიუტად და შეუპოვრად შრომა, მიზნის მისაღწევად ბრძოლა და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

არ დაგავიწყდეთ, სატურნი ბეჭდების მბრძანებელია და მისი საჩუქრები შესაძლოა თქვენს წარმოსახვასაც კი აღემატებოდეს

მოდით კიდევ ერთხელ და უფრო ვრცლად გავიხსენოთ ის სფეროები, რომელსაც სატურნი განაგებს - ჩვენი სხეული. ეს გახლავთ მშენებლობა, სამთო საქმე, მადანის მოპოვება, უძრავი ქონება, სხვადასხვა სახის კონსტრუქციები, მათ შორის ჩვენი საკუთარი ძვლოვანი სისტემა, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი სხეული. თუ თქვენ ამ სფეროებიდან რომელიმე გეკუთვნით, და ბოლო თვეების მანძილზე საქმე შეფერხებებით მიგდიოდათ, ახლა ყველაფერი მალე თავის კალაპოტში ჩადგება:

დირექტულ სატურნზე (18 რიცხვის მერე) ძალიან კარგია არა მხოლოდ მშენებლობის ან რემონტის დაწყება, არამედ ტყავის ნაწარმის შეძენაც. აგრეთვე ნატურალური ქვების ყიდვაც სწორედ ამ პერიოდიდანაა უკეთესი. ასევე სინსვლითი სატურნის დროს უმჯობესია ისეთი საოჯახო ნივთების შეძენაც, რომლებიც დიდი ხანი გინდათ რომ გქონდეთ ხმარებაში.

ერთი კიდევ რაც მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ეს ასევე ძალზე შესაფერისი დროა ნებისყოფის და კონცენტრაციის უნარის გამომუშავებისთვის, იმისთვის რომ გავხდეთ უფრო მომთმენები, დიციპლინირებულები, თუნდაც უფრო პუნქტუალურები. ყველაფერ ამასაც სატურნი განაგებს.

სატურნი დირექტული იქნება მომავალი წლის მაისამდე. ამ ხნის განმავლობაში რაღაც რაღაცეების ახლებურად რეორგანიზება შეიძლება მოგვიწიოს, ყოველ შემთხვევაში, ძველი თემებიდან რაღაც საკითხები დაიხურება და წარსულს ჩაბარდება. წინ წამოიწევს კარიერული, პროფესიული განვითარების აუცილებლობა, თუმცა საამისოდ თავდაუზოგავი შრომა იქნება საჭირო.

და ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ყველაფერი რაზედაც ვისაუბრე, ეხებათ მათ, ვისაც პირად რუკაში ეს პლანეტა დირექტული ჰყავთ. რეტროგრადული სატურნიანელების მომდევნო შანსები კი 2020 წლის მაისიდან ჩაირთვება და სექტემბრის დასასრულამდე გასტანს".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ