ავტორი:

ახალი მთავრობის პირველი სხდომა - ვინ დაასახელა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად

ახალი მთავრობის პირველი სხდომა - ვინ დაასახელა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის პირველი სხდომა იმართება.

სხდომის დაწყებისას გახარიამ მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა და ორი ახალი ვიცე-პრემიერი დაასახელა. ორივე მათგანი ქალი მინისტრია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. საკომიტეტო მოსმენებისა და საპარლამენტო ფრაქციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები