პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაბი ქალი აბაიას გარეშე - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა
არაბი ქალი აბაიას გარეშე  - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

33 წლის მა­შა­ელ ალ-ჯა­ლო­უდ­მა ქუ­ჩა­ში ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­იპრყო, რო­დე­საც რი­ა­დის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში აბა­ი­ას გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა. ქალს მხო­ლოდ ნა­რინ­ჯის­ფე­რი პე­რან­გი და ვიწ­რო შარ­ვა­ლი ეცვა.

ხალ­ხი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი უყუ­რებ­და მა­შა­ელს, ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ის კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ეგო­ნა და ჰკი­თხეს კი­დეც, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი თუ იყო.

ჯა­ლო­უდ­მა გა­ი­ცი­ნა და უპა­სუ­ხა, რომ ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­უ­დე­ლი ქალი იყო, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთი ქალი მას და­ე­მუქ­რა, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კავ­და.

ჯა­ლო­უ­დის თქმით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს, დრო­ე­ბით იძუ­ლე­ბუ­ლია, აბა­ია ჩა­იც­ვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში - სამ­სა­ხურს და­კარ­გავს.

მა­შა­ე­ლი ერთ-ერ­თია იმ რამ­დე­ნი­მე ქალს შო­რის, რომ­ლებ­მაც აბა­ია გა­ი­ხა­დეს. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­მოს­ზე უარი მა­ნა­ჰელ ალ-ოტა­ბა­ი­მაც თქვა.

„რი­ად­ში 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აბა­ი­ას გა­რე­შე დავ­დი­ვარ. ასე მინ­და ცხოვ­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლად, შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე. არა­ვინ უნდა მა­ი­ძუ­ლოს ჩა­ვიც­ვა ის, რისი ჩაც­მაც არ მინ­და,“ - ამ­ბობს 25 წლის აქ­ტი­ვის­ტი.

აბა­ია, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით წე­ლია არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და, სა­უ­დის არა­ბეთ­ში არა­მუ­სულ­მან ქა­ლებ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეც­ვათ. ისი­ნი კი, ვინც უარს ამ­ბო­ბენ სა­ხი­სა და სხე­უ­ლის და­ფარ­ვა­ზე, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ.

„არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ მი­ცავს. აბა­ი­ას გა­რე­შე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტი­კო­სე­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდე,“ - ამ­ბობს ჯა­ლო­უ­დი.

მან ივ­ლის­ში „ტვი­ტერ­ზე“ გა­ნა­თავ­სა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ცდი­ლობს შე­ვი­დეს რი­ა­დის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში აბა­ი­ას გა­რე­შე, თუმ­ცა მას დაც­ვა არ უშ­ვებს. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრმა კი პოს­ტის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, რომ არ შე­უშ­ვე­ბენ შე­ნო­ბა­ში ადა­მი­ანს, ვინც „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რალს არ­ღვევს“.

პრინ­ცი მო­ჰა­მე­დი ამ­ბობს, რომ მზად არის, ქა­ლე­ბის ჩაც­მის წე­სის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს. მან ქა­ლებს კი­ნო­თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლის ნება დარ­თო. ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ეს­წრონ კონ­ცერ­ტებს კა­ცებ­თან ერ­თად და აი­ღონ მარ­თვის მოწ­მო­ბა.

ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ნა­წი­ლი იყო სა­მე­ფო­ში რე­პე­რი ნიკი მი­ნა­ჟის მიწ­ვე­ვაც, რო­მე­ლიც სცე­ნა­სა თუ კლი­პებ­ში ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ჩნდე­ბა.

„მი­ნაჟს შე­უძ­ლია თა­მა­მად იცეკ­ვოს სცე­ნა­ზე და იმ­ღე­როს სექსზე, მე კი ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ აბა­ია მეც­ვას“, - აცხა­დებს ჯა­ლო­უ­დი.

სა­ბო­ლო­ოდ, მი­ნაჟ­მა სა­უ­დის არა­ბეთ­ში სტუმ­რო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზად კი ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და­ა­სა­ხე­ლა.

ჯა­ლო­უ­დი ფიქ­რობს, რომ აბა­ია რე­ლი­გი­ას­თან კავ­შირ­ში არ არის :

„ეს რომ რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლი იყოს, სა­უ­დე­ლი ქა­ლე­ბი არ გა­იხ­დიდ­ნენ აბა­ი­ას, რო­გორც კი ქვე­ყა­ნას და­ტო­ვებ­დნენ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

არაბი ქალი აბაიას გარეშე - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

არაბი ქალი აბაიას გარეშე  - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

33 წლის მაშაელ ალ-ჯალოუდმა ქუჩაში ყველას ყურადღება მიიპრყო, როდესაც რიადის სავაჭრო ცენტრში აბაიას გარეშე გამოჩნდა. ქალს მხოლოდ ნარინჯისფერი პერანგი და ვიწრო შარვალი ეცვა.

ხალხი გაოგნებული უყურებდა მაშაელს, ქალების უმეტესობას ის კინოვარსკვლავი ეგონა და ჰკითხეს კიდეც, ცნობილი ადამიანი თუ იყო.

ჯალოუდმა გაიცინა და უპასუხა, რომ ის ჩვეულებრივი საუდელი ქალი იყო, რაც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ქალი მას დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა.

ჯალოუდის თქმით, იმის მიუხედავად, რომ დანებებას არ აპირებს, დროებით იძულებულია, აბაია ჩაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში - სამსახურს დაკარგავს.

მაშაელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალს შორის, რომლებმაც აბაია გაიხადეს. სავალდებულო სამოსზე უარი მანაჰელ ალ-ოტაბაიმაც თქვა.

„რიადში 4 თვის განმავლობაში აბაიას გარეშე დავდივარ. ასე მინდა ცხოვრება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე. არავინ უნდა მაიძულოს ჩავიცვა ის, რისი ჩაცმაც არ მინდა,“ - ამბობს 25 წლის აქტივისტი.

აბაია, რომელიც ათასობით წელია არსებობს, თუმცა სავალდებულო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა, საუდის არაბეთში არამუსულმან ქალებსაც აუცილებლად უნდა ეცვათ. ისინი კი, ვინც უარს ამბობენ სახისა და სხეულის დაფარვაზე, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.

„არანაირი კანონი არ მიცავს. აბაიას გარეშე ნებისმიერ დროს შესაძლოა, რელიგიური ფანატიკოსების მსხვერპლი გავხდე,“ - ამბობს ჯალოუდი.

მან ივლისში „ტვიტერზე“ განათავსა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს შევიდეს რიადის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აბაიას გარეშე, თუმცა მას დაცვა არ უშვებს. სავაჭრო ცენტრმა კი პოსტის პასუხად აღნიშნა, რომ არ შეუშვებენ შენობაში ადამიანს, ვინც „საზოგადოებრივ მორალს არღვევს“.

პრინცი მოჰამედი ამბობს, რომ მზად არის, ქალების ჩაცმის წესის შემსუბუქებაზე იზრუნოს. მან ქალებს კინოთეატრში სიარულის ნება დართო. ქალებს შეუძლიათ დაესწრონ კონცერტებს კაცებთან ერთად და აიღონ მართვის მოწმობა.

ლიბერალიზაციის პროცესის ნაწილი იყო სამეფოში რეპერი ნიკი მინაჟის მიწვევაც, რომელიც სცენასა თუ კლიპებში ნახევრად შიშველი ჩნდება.

„მინაჟს შეუძლია თამამად იცეკვოს სცენაზე და იმღეროს სექსზე, მე კი ყველა მეუბნება, რომ აბაია მეცვას“, - აცხადებს ჯალოუდი.

საბოლოოდ, მინაჟმა საუდის არაბეთში სტუმრობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ქვეყანაში ადამიანის უფლებების უგულებელყოფა დაასახელა.

ჯალოუდი ფიქრობს, რომ აბაია რელიგიასთან კავშირში არ არის :

„ეს რომ რელიგიის ნაწილი იყოს, საუდელი ქალები არ გაიხდიდნენ აბაიას, როგორც კი ქვეყანას დატოვებდნენ“.

ახალი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში? - ბუგენვილის კუნძულების 300 000-იან მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს

50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა