საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება
ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ალ­და­გი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წია. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერგვა­ში მხარ­და­ჭე­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, ალ­დაგ­მა პარტნი­ო­რო­ბა და­ი­წყო სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია “უსაფრ­თხო გა­რე­მოს­თან” (www.seg.ge) და კლი­ენტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 1 ნო­ემ­ბრამ­დე სთა­ვა­ზობს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ უფა­სო ექ­სპერ­ტულ კონ­სულ­ტა­ცი­ას და 20%-იან ფას­დაკ­ლე­ბას სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

„უსაფრ­თხო გა­რე­მოს“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ალ­და­გის კლი­ენტ კომ­პა­ნი­ებს, შე­ა­ფა­სონ კომ­პა­ნი­ის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი, მო­ამ­ზა­დონ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, გა­და­ამ­ზა­დონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. შე­თა­ვა­ზე­ბა ეხე­ბა ალ­და­გის ყვე­ლა პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სარ­გებ­ლობს ალ­და­გის ნე­ბის­მი­ე­რი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტით. ასე­ვე იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში და­ე­ზღვე­ვი­ან ალ­დაგ­ში.

„უსაფრ­თხო გა­რე­მო“ (Safe Environment) არის შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­არ­სდა 2018 წელს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ და რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სწო­რად და ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი.

„კა­ნო­ნი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ 1 სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­და და ის ყვე­ლა სა­ხის შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხო. კა­ნო­ნი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებს გან­სა­ზღვრავს, ასე­ვე აღ­სრუ­ლე­ბი­სა და ინ­სპექ­ტი­რე­ბის სის­ტე­მას აყა­ლი­ბებს. კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა კი, ინ­დუსტრი­ის სპე­ცი­ფი­კურ რის­კებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კომ­პა­ნი­ებ­მა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით უნდა შე­ად­გი­ნონ და შემ­დეგ მუდ­მი­ვად აწარ­მო­ონ მო­ნი­ტო­რინ­გი. სწო­რედ ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს „უსაფრ­თხო გა­რე­მო“.

“ ალ­და­გის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა კომ­პა­ნი­ებს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის სწო­რად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და­ნერგვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ალ­და­გი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს და მომ­დევ­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ­ში გა­აც­ნობს,“- გა­ნა­ცხა­და ალ­და­გის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

ალდაგის კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა მარტივდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანი შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება და საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება იყო.

სწორედ ამ მიზნით, ალდაგმა პარტნიორობა დაიწყო საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge) და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კლიენტ კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება ალდაგის ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად სარგებლობს ალდაგის ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ და რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

“ ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით ალდაგი მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის