პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის
"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის

ახა­ლი სას­წავ­ლო წელი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში 2019 წლის 16 სექ­ტემ­ბერს, ორ­შა­ბათ დღეს და­ი­წყე­ბა და რო­გორც წესი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით ამ დღეს პირ­ველკ­ლა­სელ­თა მშობ­ლე­ბი ელო­დე­ბი­ან - მათ ხომ შვი­ლებ­თან ერ­თად უწევთ იმ ნა­ბი­ჯე­ბის გავ­ლა, რაც სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის პირ­ველ დღე­ებს ახ­ლავს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ შე­ეჩ­ვე­ვა ბავ­შვი ახალ გა­რე­მოს, რო­გორ ჩა­ერ­თვე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად არის ბავ­შვი მზად მოს­წავ­ლე­ო­ბის­თვის.

რო­გო­რი ბავ­შვი ით­ვლე­ბა სკო­ლის­თვის მზად და რა უნა­რებს უნდა ფლობ­დეს პირ­ველკ­ლა­სე­ლი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე mshoblebi.ge-ს ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი თა­მარ გა­გო­ში­ძე პა­სუ­ხობს.

- იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვი პირ­ველ კლას­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, ბევრ რა­მე­ში უნდა იყოს მზად. პირ­ველ რიგ­ში, მას სჭირ­დე­ბა წე­რის­თვის, კი­თხვის­თვის და ან­გა­რი­შის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი. ეს უნა­რე­ბი ბავ­შვს გა­ვარ­ჯი­შე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს სა­ბავ­შვო ბაღ­ში.

მომ­წი­ფე­ბუ­ლი არის თუ არა ბავ­შვის გო­ნე­ბა იმის­თვის, რომ ად­ვი­ლად და­ე­უფ­ლოს წერა-კი­თხვას და ან­გა­რიშს, ამის ზუს­ტად შე­ფა­სე­ბა მშო­ბელ­მა შე­საძ­ლოა ვერ მო­ა­ხერ­ხოს, მაგ­რამ ის, რაც ცხა­დად ჩანს არის ბავ­შვის ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი მომ­წი­ფე­ბუ­ლო­ბა, ანუ მას შე­უძ­ლია თუ არა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იჯ­დეს მშვი­დად, შე­უძ­ლია თუ არა იმ­პულ­სის შე­კა­ვე­ბა, შე­უძ­ლია თუ არა მას­წავ­ლებ­ლის მოს­მე­ნა 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახერ­ხებს თუ არა აზ­რის გად­მო­ცე­მას თა­ვი­სუფ­ლად, აქვს თუ არა ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, შე­უძ­ლია თუ არა მოს­მე­ნი­ლი­დან ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნა - მოკ­ლედ, ბევ­რი პა­რა­მეტ­რია, რო­მელ­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა.

- რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ბავ­შვი თა­ვი­დან­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ერ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში? რა უნდა გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა, რომ პირ­ველკ­ლა­სე­ლის­თვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ იყოს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი და არ ჩა­მორ­ჩეს პროგ­რა­მას?

- მშო­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვერ გა­არ­თმევს თავს. მან უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თან. 90 პრო­ცენ­ტით მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ ჩა­ერ­თვე­ბა ბავ­შვი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, რამ­დე­ნად ხა­ლი­სი­ა­ნი, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გაკ­ვე­თი­ლი და რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას.

ამას­თა­ნა­ვე, მშო­ბე­ლი უნდა იყოს საქ­მის კურ­სში და არ უნდა სწყინ­დეს, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი უკუ­კავ­შირს აძ­ლევს ბავ­შვის ქცე­ვა­ზე, ან სწავ­ლა­ზე. მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თობ­ლი­ვად უნდა მო­ა­ხერ­ხონ მიჰ­ყვნენ ბავ­შვს ფეხ­და­ფეხ, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ძნე­ლი მი­საღ­წე­ვია. არა­და მას­წავ­ლებ­ლი­სა და მშობ­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ კლას­ში იმის­თვის, რომ ბავ­შვმა ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხოს ადაპ­ტა­ცია სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან.

აქვე მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნო, რომ მშო­ბელ­მა შვი­ლი არ უნდა შე­ა­და­როს სხვა ბავ­შვებს, არც თა­ვის და-ძმას. "შენი და-ძმა კარ­გად სწავ­ლობ­და და შენ რა გე­მარ­თე­ბა", ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია!

როცა ბავ­შვს უჭირს დას­წავ­ლა, ერთი ახ­სნით ვერ ახერ­ხებს გა­გე­ბას, მშო­ბე­ლი არ უნდა გა­ღი­ზი­ან­დეს. უნდა და­უშ­ვას, რომ შეც­დო­მე­ბი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არის ლე­გი­ტი­მუ­რი და ბავ­შვს აქვს უფ­ლე­ბა, შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვას, მშო­ბელ­მა კი ამ დროს მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს.

- ხში­რად, რო­გორც მშო­ბე­ლი, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ თით­ქოს ერ­თნა­ი­რი უნა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი არი­ან კლას­ში, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ჩა­მორ­ჩე­ბა თა­ნა­ტოლს... რა­ტომ ხდე­ბა ეს?

- ეს ხომ ბავ­შვის ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ უნა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერ­თნა­ი­რე­ბი არა­ვინ არ ვართ. ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი და ეს არ ნიშ­ნავს, რომ ერთი უკე­თე­სია და მე­ო­რე უა­რე­სი. სა­ერ­თოდ არ ვარ მომ­ხრე ნიჭ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბის, რაც ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად გვჩ­ვე­ვია. არ ფა­სობს ნიჭი, არ ფა­სობს ჭკუა, ფა­სობს ძა­ლის­ხმე­ვა, რა­საც ქარ­თვე­ლე­ბი არ ვა­ფა­სებთ. მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მშო­ბე­ლიც უნდა აფა­სებ­დნენ ბავ­შვის ძა­ლის­ხმე­ვას წა­ი­კი­თხეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის

"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის

ახალი სასწავლო წელი საჯარო და კერძო სკოლებში 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს დაიწყება და როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ამ დღეს პირველკლასელთა მშობლები ელოდებიან - მათ ხომ შვილებთან ერთად უწევთ იმ ნაბიჯების გავლა, რაც სკოლაში სიარულის პირველ დღეებს ახლავს.

მნიშვნელოვანია, როგორ შეეჩვევა ბავშვი ახალ გარემოს, როგორ ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში და ა.შ. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ბავშვი მზად მოსწავლეობისთვის.

როგორი ბავშვი ითვლება სკოლისთვის მზად და რა უნარებს უნდა ფლობდეს პირველკლასელი? - ამ და სხვა კითხვებზე mshoblebi.ge-ს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პასუხობს.

- იმისათვის, რომ ბავშვი პირველ კლასში შევიყვანოთ, ბევრ რამეში უნდა იყოს მზად. პირველ რიგში, მას სჭირდება წერისთვის, კითხვისთვის და ანგარიშისთვის საჭირო უნარები. ეს უნარები ბავშვს გავარჯიშებული და განვითარებული უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღში.

მომწიფებული არის თუ არა ბავშვის გონება იმისთვის, რომ ადვილად დაეუფლოს წერა-კითხვას და ანგარიშს, ამის ზუსტად შეფასება მშობელმა შესაძლოა ვერ მოახერხოს, მაგრამ ის, რაც ცხადად ჩანს არის ბავშვის ემოციური და ქცევითი მომწიფებულობა, ანუ მას შეუძლია თუ არა ნახევარი საათი იჯდეს მშვიდად, შეუძლია თუ არა იმპულსის შეკავება, შეუძლია თუ არა მასწავლებლის მოსმენა 30 წუთის განმავლობაში, ახერხებს თუ არა აზრის გადმოცემას თავისუფლად, აქვს თუ არა ლექსიკური მარაგი, შეუძლია თუ არა მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა - მოკლედ, ბევრი პარამეტრია, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში? რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს პროგრამას?

- მშობელი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაართმევს თავს. მან უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან. 90 პროცენტით მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვება ბავშვი საგაკვეთილო პროცესში, რამდენად ხალისიანი, რამდენად საინტერესო იქნება გაკვეთილი და როგორ მოახერხებს მასწავლებელი ბავშვების დაინტერესებას.

ამასთანავე, მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა სწყინდეს, თუ მასწავლებელი უკუკავშირს აძლევს ბავშვის ქცევაზე, ან სწავლაზე. მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად უნდა მოახერხონ მიჰყვნენ ბავშვს ფეხდაფეხ, რაც სამწუხაროდ, ძნელი მისაღწევია. არადა მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ კლასში იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად მოახერხოს ადაპტაცია სასკოლო გარემოსთან.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს, არც თავის და-ძმას. "შენი და-ძმა კარგად სწავლობდა და შენ რა გემართება", ასეთი შეფასებები ყოვლად დაუშვებელია!

როცა ბავშვს უჭირს დასწავლა, ერთი ახსნით ვერ ახერხებს გაგებას, მშობელი არ უნდა გაღიზიანდეს. უნდა დაუშვას, რომ შეცდომები და დაბრკოლებები არის ლეგიტიმური და ბავშვს აქვს უფლება, შეცდომები დაუშვას, მშობელმა კი ამ დროს მხარი უნდა დაუჭიროს.

- ხშირად, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელიც აღნიშნავს, რომ თითქოს ერთნაირი უნარების მქონე ბავშვები არიან კლასში, მაგრამ ზოგიერთი ჩამორჩება თანატოლს... რატომ ხდება ეს?

- ეს ხომ ბავშვის შინაგან განწყობაზე და ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. ერთნაირები არავინ არ ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია და მეორე უარესი. საერთოდ არ ვარ მომხრე ნიჭზე აქცენტის გაკეთების, რაც ქართველებს ძალიან ხშირად გვჩვევია. არ ფასობს ნიჭი, არ ფასობს ჭკუა, ფასობს ძალისხმევა, რასაც ქართველები არ ვაფასებთ. მასწავლებელიც და მშობელიც უნდა აფასებდნენ ბავშვის ძალისხმევას წაიკითხეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან