10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ"
"მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ"

“ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­სა­მარ­თლოს გი­რა­ოს სა­ხით, შევ­თა­ვა­ზოთ საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა, 500 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რათა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან”, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ჩა­ლა­გაშ­ვი­ლის თქმით, გი­რა­ოს სა­ხით ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს უძ­რავ ქო­ნე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ, თუმ­ცა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ “ივა­ნიშ­ვილს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სჭირ­დე­ბა ცი­ხე­ში და არც ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ აპი­რებს მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას”.

“რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკვე ორი თვეა, რაც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით, რო­მელ­ზეც არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გარ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბით მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სა, არ არ­სე­ბობს.

ბოლო თვე­ე­ბია, ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, მა­მუ­კა ვა­სა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, შექ­მნი­ლია პრო­კუ­რორ­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სად­მი წა­ყე­ნე­ბუ­ლი უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, 12 წლის წი­ნან­დე­ლი საქ­მე­ე­ბი ქექა, რათა ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ შო­რის რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე „მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში“ მყოფ გუ­რამ დო­ნა­ძეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სთა­ვა­ზობ­დნენ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის ვერ­მი­ღე­ბის შე­დე­გად, პრო­კუ­რა­ტუ­რა „გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბა­ზე გა­და­ვი­და. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­წო­ლა, რათა მათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის­ცენ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნოს ეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სათ­ვის საქ­მის და­სამ­ძი­მებ­ლად. ყო­ვე­ლი­ვე ეს, კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და უშუ­ა­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე, ასე­ვე, საქ­მის პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და იმა­ზე, რომ ივა­ნიშ­ვილს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სჭირ­დე­ბა ცი­ხე­ში.

ის, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უქ­მნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე და სწო­რედ ამის გამო იქნა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, არის მი­ზე­ზი, რომ მას მო­სა­მარ­თლე არა­ნა­ი­რი პი­რო­ბით არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს არც მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

ამის თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­სათ­ვის ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­სა­მარ­თლის გი­რა­ოს სა­ხით შევ­თა­ვა­ზოთ საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა, 500 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რათა ირაკ­ლი ოქუ­აშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან. ასე­თი თან­ხის გი­რაო დღემ­დე მხო­ლოდ ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ავთო წე­რეთ­ლის მი­მართ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ჩვენ მზად ვართ შევ­თა­ვა­ზოთ ეს თან­ხა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბა 19 სექ­ტემ­ბერს და თქვენ ყვე­ლა და­ი­ნა­ხავთ, რომ ივა­ნიშ­ვილს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მხო­ლოდ ცი­ხე­ში სჭირ­დე­ბა და არც ამ თან­ხის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არ აპი­რებს მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­უშ­ვას პო­ლი­ტი­კურ სა­ნაგ­ვე­ზე”,- გა­ნა­ცხა­და ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ"

"მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ"

“ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით, შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქრუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან”, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩალაგაშვილის თქმით, გირაოს სახით ისინი სასამართლოს უძრავ ქონებას შესთავაზებენ, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ “ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში და არც ამ თანხის სანაცვლოდ აპირებს მის გათავისუფლებას”.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, უკვე ორი თვეა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალების შეთითხნილი ბრალდებით, რომელზეც არანაირი მტკიცებულებები, გარდა პოლიციელების მიერ გახარიას დავალებით მიცემული ჩვენებისა, არ არსებობს.

ბოლო თვეებია, ივანიშვილის ბრძანებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია პროკურორთა ჯგუფი, რომელმაც ოქრუაშვილისადმი წაყენებული უსუსური ბრალდების გასამყარებლად, 12 წლის წინანდელი საქმეები ქექა, რათა ახალი ბრალდებები წაეყენებინათ მის წინააღმდეგ. მათ შორის რობაქიძის საქმეზე „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ. სასურველი შედეგის ვერმიღების შედეგად, პროკურატურა „გავრილოვის ღამეს“ დაპატიმრებული ბიჭების დაშანტაჟებაზე გადავიდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ, თავისუფლების სანაცვლოდ მისცენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება და გამოიყენოს ეს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილისათვის საქმის დასამძიმებლად. ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორც ხელისუფლების და უშუალოდ ივანიშვილის პირად დაინტერესებაზე, ასევე, საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე და იმაზე, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში.

ის, რომ ოქრუაშვილმა ივანიშვილის ხელისუფლებას შეუქმნა მნიშვნელოვანი საფრთხე და სწორედ ამის გამო იქნა დაპატიმრებული, არის მიზეზი, რომ მას მოსამართლე არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს არც მომდევნო სასამართლო პროცესზე.

ამის თვალსაჩინოებისათვის ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლის გირაოს სახით შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ეს თანხა. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ არ აპირებს მის გათავისუფლებას. ივანიშვილმა დაინახა, რომ ოქრუაშვილი არის ნომერ პირველი მტერი, რომელსაც შეუძლია, ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე”,- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

6 პირი, რომელიც აღდგომას ეზოში აღნიშნავდა, პოლიციამ დააკავა - ინციდენტი თბილისში (ვიდეო)

გაირკვა, რომ ნორვეგიის ციხეში მყოფ ქართველ პატიმარს კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონია

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში