სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს
"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას ულო­ცავს. მი­სა­ლოც წე­რილს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

„თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას. ეს არის სა­პა­ტიო და ამა­ვე დროს, ფრი­ად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი არ დამ­ცხრა­ლა. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ აქ გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას და თა­ვი­სი იდე­ო­ლო­გი­ის გა­ტა­რე­ბას, ხალ­ხი კი ელო­დე­ბა და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წინ წა­მო­წე­ვა, ერის გამ­თლი­ა­ნე­ბა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა.

იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ჩვენს მე­ტად რთულ დრო­ში თქვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად.

უფა­ლი შე­გე­წი­ოთ თქვენს ყვე­ლა ღვთის სათ­ნო საქ­მე­ში“, - ნათ­ქვა­მია მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს

"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს. მისალოც წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად.

უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთის სათნო საქმეში“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ