პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას
მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას

დღეს "თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებლმა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა წა­რად­გი­ნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც "ლელო" იქ­ნე­ბა. მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ანაკ­ლი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

„ჩვენ დღეს ვა­ფუძ­ნებთ მოძ­რა­ო­ბას. მოძ­რა­ო­ბას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გუნ­დუ­რო­ბის, ექ­ნე­ბა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის, ექ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ხა­ზა­რა­ძემ მოძ­რა­ო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბამ­დე გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ლექ­სის: "მშობ­ლი­უ­რო ჩემო მი­წავ" ერთი სტრო­ფი წა­ი­კი­თხა.

ამას­თან, პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხა­ზა­რა­ძემ გან­მარ­ტა, რა­ტომ შე­ურ­ჩია მოძ­რა­ო­ბას სა­ხელ­წო­დე­ბა "ლელო".

„ეს არის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი. ინ­სპი­რა­ცია მოგ­ვცა გა­ლა­კტი­ო­ნის ლექსმა. ეს არის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია. ეს არის სა­ხე­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­ვი­ტა­ნოთ და დავ­დოთ ჩვე­ნი ლელო, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­თა­გან­მა უნდა დავ­დოთ ჩვე­ნი ლელო. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. დამ­თავ­რდა ქვე­ყა­ნა­ში აზ­როვ­ნე­ბა - ერთი კა­ცის იმე­დად ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის ჩა­მო­კი­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი თუ არ დამ­თავ­რდა ჩვენს ქვე­ყა­ნას პერ­სპიქ­ტი­ვა არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის "ლე­ლოს" და­ფუძ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მხატ­ვრე­ბი, იუ­რის­ტე­ბი. კერ­ძოდ:

იუ­რის­ტი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კახა კო­ჟო­რი­ძე; იუ­რის­ტი, პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი; უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლი; რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა; პო­ე­ტი ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი; მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი აფა­ქი­ძე; მხატ­ვრე­ბი - გია გუ­გუშ­ვი­ლი და ქეთი მა­ტა­ბე­ლი.

ავტორი:

მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას

მსახიობები, მხატვრები, იურისტები... - რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციას

დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა, რომლის სახელწოდებაც "ლელო" იქნება. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა.

ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ:

იურისტი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე; იურისტი, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი; უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი; რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველი ზაალ ჩიქობავა; პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი; მსახიობი ირაკლი აფაქიძე; მხატვრები - გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები