10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერვალური დიეტის" ბუმი საქართველოში, რომელსაც ცნობილები იცავენ - რა კომენტარს აკეთებს ენდოკრინოლოგი 16-საათიან შიმშილზე
"ინტერვალური დიეტის" ბუმი საქართველოში, რომელსაც ცნობილები იცავენ - რა კომენტარს აკეთებს ენდოკრინოლოგი 16-საათიან შიმშილზე

"ინ­ტერ­ვა­ლუ­რი დი­ე­ტა", ასე უწო­დე­ბენ კვე­ბის რე­ჟიმს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ მის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და გა­სა­ო­ცარ შე­დე­გებ­ზე.

მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტილს იცავს, პი­რად "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ წერს:

"ნა­ნატ­რი პოს­ტი - ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილ­ზე... ის, რაც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია, სხვა რე­ჟი­მებ­სა და გა­სახ­დომ კვე­ბებს შო­რის. ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი მარ­თლაც ეხ­მა­რე­ბა გახ­დო­მა­ში ორ­გა­ნიზმს, უფრო მე­ტიც, გა­ჯან­სა­ღე­ბა­შიც! (მაგ: წნე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში)

ეს სის­ტე­მა 8/16 ნიშ­ნავს, რომ 16 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვჭამთ არა­ფერს. და­ნარ­ჩე­ნი 8 სა­ა­თია ღიაა კვე­ბის­თვის. მე მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ტო­ვო სა­უზ­მე ან ვახ­შა­მი და და­ახ­ლო­ე­ბით, 16 ან 18 სა­ა­თი მის­რულ­დე­ბა უჭ­მე­ლი ყო­ველ­დღე.

რამ­დენს გიყ­ვართ დი­ლით სა­უზ­მე? მე სა­ერ­თოდ არა, და მი­ად­ვილ­დე­ბა ამის კე­თე­ბა - ვჭამ სა­ღა­მოს 7-8-ზე და მე­ო­რე დღეს მხო­ლოდ 12-2-ზე .

შიმ­ში­ლის 16/18/20 სა­ა­თის დროს, ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფა რე­გუ­ლირ­დე­ბა, ორ­გა­ნიზ­მი სა­კუ­თა­რი ცხი­მის რე­ზერ­ვე­ბის წვა­ზე გა­და­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი თვლის, რომ ეს წეს­რი­გი იმუ­ნი­ტეტს ამაღ­ლებს, ჰორ­მო­ნა­ლურ ფონს აუმ­ჯო­ბე­სებს და შაქ­რის დო­ნე­საც არე­გუ­ლი­რებს.

გან­სა­ზღვრეთ, რო­დის ჯობს შიმ­ში­ლი თქვენ­თვის, დი­ლით თუ სა­ღა­მო­ო­ბით და ჩემი რჩე­ვაა, რომ ხში­რად იკი­თხოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის შე­სა­ხებ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია არ ვჭა­მოთ სა­ღა­მოს 8-ის მერე, მე­ო­რე დღის 12-მდე... პ.ს. მა­ინც გა­ე­სინ­ჯეთ ან გა­ე­სა­უბ­რეთ ექიმს და­წყე­ბამ­დე" - წერს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა დარ­ღვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დრო­ში შე­ზღუ­დულ­მა კვე­ბამ და ვის­თვის არ არის სა­სურ­ვე­ლი, AMBEBI.GE ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლიკა ცუც­ქი­რი­ძეს გა­ე­სა­უბ­რა:

"რო­დე­საც ადა­მი­ანს დი­ა­ბე­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს და არის მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ, გარ­კვე­ულ დროს უნდა მი­ი­ღონ საკ­ვე­ბი და წა­მა­ლი, შე­სა­ბა­მი­სად 16-სა­ა­თი­ან შიმ­ში­ლო­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ. ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, არ მგო­ნია სა­სურ­ვე­ლი ეს დი­ე­ტა.

- რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში 16-სა­ა­თი­ან­მა შიმ­შილ­მა?

- არა, დარ­ღვე­ვებს არ გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა, და­ნარ­ჩენ სა­ა­თებ­ში ძი­რი­თა­დად ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბით უნდა იკ­ვე­ბონ, რად­გან წო­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი ნახ­შირ­წყლე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სწრა­ფი შაქ­რე­ბი...

ნახ­შირ­წყლე­ბის სრუ­ლი­ად აკ­რძალ­ვაც არ არის სა­სურ­ვე­ლი, მისი მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ხი­ლის სა­ხით, ისიც გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. და­ნარ­ჩე­ნი დრო ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბით უნდა იკ­ვე­ბონ, რომ ორ­გა­ნიზ­მმა არ იშიმ­ში­ლოს.

- რა პრო­ცე­სებს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში 16-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბა, რომ ამ დროს ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში კლე­ბას ახერ­ხებს?

- ამ ტი­პის დი­ე­ტას, გან­ტვირ­თვის დღე­ებს შე­ვა­და­რებ­დი, რო­დე­საც კუჭს გან­ტვირ­თვის პე­რი­ო­დი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი სხვა აზ­რზე არი­ან და მი­თხრან, რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღოს ადა­მი­ან­მა ასე­ვე სწრა­ფი შა­ქა­რიც, მაგ­რამ მე პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც წო­ნას უჩი­ვი­ან, ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ ცი­ლო­ვან საკ­ვებს და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თგვა­რი ეპი­დე­მი­ა­სა­ვი­თაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მე­ბი, ამ დროს თუ შე­იძ­ლე­ბა ამ ტი­პის დი­ე­ტის დაც­ვა?

- დიახ, ეპი­დე­მი­სა­ა­ვი­თაა ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მე­ბი. თუმ­ცა, ვი­საც ჰი­პო­თე­რი­ო­ზი აქვს და ჭარ­ბი წონა აღე­ნიშ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ინტერვალური დიეტის" ბუმი საქართველოში, რომელსაც ცნობილები იცავენ - რა კომენტარს აკეთებს ენდოკრინოლოგი 16-საათიან შიმშილზე

"ინტერვალური დიეტის" ბუმი საქართველოში, რომელსაც ცნობილები იცავენ - რა კომენტარს აკეთებს ენდოკრინოლოგი 16-საათიან შიმშილზე

"ინტერვალური დიეტა", ასე უწოდებენ კვების რეჟიმს, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ცნობილი ქართველებიც ხშირად საუბრობენ მის ეფექტურობასა და გასაოცარ შედეგებზე.

მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების სტილს იცავს, პირად "ინსტაგრამის" გვერდზე ამ დიეტის შესახებ წერს:

"ნანატრი პოსტი - ინტერვალურ შიმშილზე... ის, რაც გამომიყენებია და ჩემთვის ყველაზე ეფექტურია, სხვა რეჟიმებსა და გასახდომ კვებებს შორის. ინტერვალური შიმშილი მართლაც ეხმარება გახდომაში ორგანიზმს, უფრო მეტიც, გაჯანსაღებაშიც! (მაგ: წნევის დარეგულირებაში)

ეს სისტემა 8/16 ნიშნავს, რომ 16 საათის განმავლობაში არ ვჭამთ არაფერს. დანარჩენი 8 საათია ღიაა კვებისთვის. მე მყოფნის, რომ გამოვტოვო საუზმე ან ვახშამი და დაახლოებით, 16 ან 18 საათი მისრულდება უჭმელი ყოველდღე.

რამდენს გიყვართ დილით საუზმე? მე საერთოდ არა, და მიადვილდება ამის კეთება - ვჭამ საღამოს 7-8-ზე და მეორე დღეს მხოლოდ 12-2-ზე .

შიმშილის 16/18/20 საათის დროს, ინსულინის გამოყოფა რეგულირდება, ორგანიზმი საკუთარი ცხიმის რეზერვების წვაზე გადადის. ძალიან ბევრი ალტერნატიული მედიცინის მუშაკი თვლის, რომ ეს წესრიგი იმუნიტეტს ამაღლებს, ჰორმონალურ ფონს აუმჯობესებს და შაქრის დონესაც არეგულირებს.

განსაზღვრეთ, როდის ჯობს შიმშილი თქვენთვის, დილით თუ საღამოობით და ჩემი რჩევაა, რომ ხშირად იკითხოთ ალტერნატიული მედიცინის შესახებ. საუკეთესო ვარიანტია არ ვჭამოთ საღამოს 8-ის მერე, მეორე დღის 12-მდე... პ.ს. მაინც გაესინჯეთ ან გაესაუბრეთ ექიმს დაწყებამდე" - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

იმის გასარკვევად, თუ რა დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს დროში შეზღუდულმა კვებამ და ვისთვის არ არის სასურველი, AMBEBI.GE ენდოკრინოლოგ ლიკა ცუცქირიძეს გაესაუბრა:

"როდესაც ადამიანს დიაბეტი, ქრონიკული დაავადებები აქვს და არის მკურნალობის ქვეშ, გარკვეულ დროს უნდა მიიღონ საკვები და წამალი, შესაბამისად 16-საათიან შიმშილობას ვერ შეძლებენ. ჩემი პაციენტებისთვის, არ მგონია სასურველი ეს დიეტა.

- რაიმე სახის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში 16-საათიანმა შიმშილმა?

- არა, დარღვევებს არ გამოიწვევს, თუმცა, დანარჩენ საათებში ძირითადად ცილოვანი საკვებით უნდა იკვებონ, რადგან წონის ყველაზე დიდი მტერი ნახშირწყლები და ტკბილეულია. განსაკუთრებულად სწრაფი შაქრები...

ნახშირწყლების სრულიად აკრძალვაც არ არის სასურველი, მისი მიღება შეუძლიათ ხილის სახით, ისიც გარკვეული რაოდენობით. დანარჩენი დრო ცილოვანი საკვებით უნდა იკვებონ, რომ ორგანიზმმა არ იშიმშილოს.

- რა პროცესებს იწვევს ორგანიზმში 16-საათიანი შიმშილობა, რომ ამ დროს ადამიანი წონაში კლებას ახერხებს?

- ამ ტიპის დიეტას, განტვირთვის დღეებს შევადარებდი, როდესაც კუჭს განტვირთვის პერიოდი აქვს. შეიძლება ნუტრიციოლოგები სხვა აზრზე არიან და მითხრან, რვა საათის განმავლობაში შეიძლება ყველაფერი მიიღოს ადამიანმა ასევე სწრაფი შაქარიც, მაგრამ მე პაციენტებს, რომლებიც წონას უჩივიან, ყოველთვის ვურჩევ ცილოვან საკვებს და ფიზიკურ დატვირთვას.

- საქართველოში ერთგვარი ეპიდემიასავითაა გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ამ დროს თუ შეიძლება ამ ტიპის დიეტის დაცვა?

- დიახ, ეპიდემისაავითაა ფარისებრის პრობლემები. თუმცა, ვისაც ჰიპოთერიოზი აქვს და ჭარბი წონა აღენიშნება, შეიძლება მათთვის მისაღები იყოს.

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)