მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ჰქვია
მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ჰქვია

დღეს ანაკ­ლი­ა­ში, „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცია იმარ­თე­ბა.

ახალ მოძ­რა­ო­ბას "ლელო" ჰქვია.

"ჩვენ დღეს ვა­ფუძ­ნებთ მოძ­რა­ო­ბას. მოძ­რა­ო­ბას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გუნ­დუ­რო­ბის, ექ­ნე­ბა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის, ექ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მისი თქმით, მას სურს, იღ­ვა­წოს და საქ­მე გა­ა­კე­თოს ყვე­ლას­თვის, გა­მარ­ჯვე­ბა კი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ემიგ­რა­ცია და­ი­წყებს დაბ­რუ­ნე­ბას.

„შე­იძ­ლე­ბა, მად­ლო­ბაც კი ვუ­თხრა იმ შე­მო­ტე­ვე­ბის გამო ყვე­ლა იმ ჩი­ნოვ­ნიკს, იმ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­თაც ეს პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნეს. რად­გან მე გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ. ეს აღარ მე­ხე­ბა მე, ეს ეხე­ბა უკვე თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და მე აღარ მინ­და, ამ ნა­პი­რის მხა­რეს ვიდ­გე, აღარ მინ­და, მერ­ქვას ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც ეს თქვენ­თან ერ­თად დიდი შრო­მის შე­დე­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

არა, მე ახლა მინ­და, რომ ვიღ­ვა­წო და საქ­მე გა­ვა­კე­თო ყვე­ლას­თვის და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ უნდა შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ უნდა შე­იქ­მნას პერ­სპექ­ტი­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, შე­იქ­მნას ნი­ა­და­გი, რომ ეს ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლე­ბი, ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი, რო­მე­ლიც მი­მო­ფან­ტუ­ლია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მივ­ცეთ მათ დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა, როცა ჩვე­ნი ემიგ­რა­ცია და­ი­წყებს დაბ­რუ­ნე­ბას და ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლე­ბი უნდა დაბ­რუნ­დნენ. წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა დაბ­რუნ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მა აერ­თი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბულ ეკო­ნო­მის­ტებს, იუ­რის­ტებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, მე­ნე­ჯე­რებს, მეც­ნი­ე­რებს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ჰქვია

მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ჰქვია

დღეს ანაკლიაში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია იმართება.

ახალ მოძრაობას "ლელო" ჰქვია.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მას სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

„შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა.

არა, მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის და ჩემი გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება, როგორ უნდა შეიქმნას პერსპექტივა ადამიანებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება.

ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ. წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები