პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება
აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება

ჩი­კა­გო­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მელ­საც გა­კოტ­რე­ბის გამო გა­ყიდ­ვას უპი­რე­ბენ, ღვთის­მშობ­ლის ხატი „ტი­რის“ – ABC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ტა­ძარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და მრევ­ლი სა­უბ­რობს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მო­სა­მარ­თლემ წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ბერ­ძნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტა­ძარ­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მო­ი­თხო­ვენ, ხა­ტის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­ტა­ნა არ და­უშ­ვან. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხა­ტის ცრემ­ლე­ბი ღვთი­უ­რი ნი­შა­ნია.

მრევ­ლმა ეკ­ლე­სი­ას­თან ღამე გა­ა­თე­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ იბ­რძო­ლე­ბენ, ხატ­მა ეკ­ლე­სია რომ არ და­ტო­ვოს. თუმ­ცა ჩი­კა­გო­ში ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრებს სხვა გეგ­მე­ბი აქვთ - მათ სურთ, ხატი ტაძ­რი­დან გა­ი­ტა­ნონ, რომ სას­წა­უ­ლის ნამ­დვი­ლო­ბა და­ად­გი­ნონ. მრევ­ლში კი ამ­ბო­ბენ, რომ ხა­ტის შეს­წავ­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში­ვეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, მორ­წმუ­ნე­ებს იმე­დი აქვთ, გა­კოტ­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­მოხ­სნას თა­ვა­დაც შეძ­ლე­ბენ და სა­ჭი­რო თან­ხის - 2.5 მლნ აშშ დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბას გეგ­მა­ვენ.

ავტორი:

აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება

აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება

ჩიკაგოში მდებარე ეკლესიაში, რომელსაც გაკოტრების გამო გაყიდვას უპირებენ, ღვთისმშობლის ხატი „ტირის“ – ABC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ტაძარში მომუშავე ადამიანები და მრევლი საუბრობს.

იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ წმინდა სამების სახელობის ბერძნული ეკლესიის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, მორწმუნეები ტაძართან არიან შეკრებილები და მოითხოვენ, ხატის ეკლესიიდან გატანა არ დაუშვან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხატის ცრემლები ღვთიური ნიშანია.

მრევლმა ეკლესიასთან ღამე გაათენა. ამბობენ, რომ იბრძოლებენ, ხატმა ეკლესია რომ არ დატოვოს. თუმცა ჩიკაგოში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს სხვა გეგმები აქვთ - მათ სურთ, ხატი ტაძრიდან გაიტანონ, რომ სასწაულის ნამდვილობა დაადგინონ. მრევლში კი ამბობენ, რომ ხატის შესწავლა ეკლესიაშივეა შესაძლებელი.

ამასთან, მორწმუნეებს იმედი აქვთ, გაკოტრებული ეკლესიის გამოხსნას თავადაც შეძლებენ და საჭირო თანხის - 2.5 მლნ აშშ დოლარის შეგროვებას გეგმავენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე