საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი
ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ცხო­ვე­ლის ნაშ­თი­დან აღე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი დნმ დმა­ნის­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ავ­რცე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დმა­ნის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მარ­ტორ­ქის კბი­ლის მი­ნან­ქრი­დან მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს გა­მო­ე­ყოთ 1.77 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია - ცი­ლე­ბის პრო­ტე­ო­მე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის სრუ­ლი ჯაჭ­ვი. ეს არის ცხო­ვე­ლის ნაშ­თი­დან აღე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი დნმ, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნი წლით და­აძ­ვე­ლა აქამ­დე ცნო­ბი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც კუნ­ძულ იუ­კონ­ზე (ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კა­ნა­და) აღ­მო­ჩე­ნი­ლი 700.000 წლის წი­ნან­დე­ლი ცხე­ნი­დან იყო მი­ღე­ბუ­ლი.

„დმა­ნის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი მარ­ტორ­ქის ბი­ო­მო­ლე­კუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი “Nature” აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny - დმა­ნის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ად­რეპ­ლე­ის­ტო­ცე­ნუ­რი პე­რი­ო­დის მარ­ტორ­ქის (Stephanorhinus) კბი­ლის მი­ნან­ქრი­დან მი­ღე­ბულ­მა პრო­ტე­ონ­მა ახ­სნა უძ­ვე­ლე­სი ფი­ო­ლო­გე­ნე­ზი­სი.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, „ესაა გარ­ღვე­ვა უძ­ვე­ლეს ბი­ო­მო­ლე­კუ­ლა­რულ კვლე­ვებ­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მეც­ნი­ე­რებს აღად­გი­ნონ ბევ­რად ად­რე­უ­ლი ეპო­ქე­ბის ევო­ლუ­ცი­უ­რი სუ­რა­თი, ვიდ­რე ეს დღემ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე გა­მო­იკ­ვლი­ონ ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნის წი­ნაპ­რის ის­ტო­რია“.

ბი­ო­მო­ლე­კუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი შე­იქ­მნა კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, აკა­დე­მი­კოს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და პრო­ფე­სორ ესკე ვირსლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის, კემ­ბრი­ჯის, მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში. პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ფლო­რენ­ცი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი ევ­რო­პი­სა და აშშ-ს წამ­ყვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრე­ბი­დან.

დმა­ნი­სის, რო­გორც პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია 1983 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც პრო­ფე­სორ­მა აბე­სა­ლომ ვე­კუ­ამ, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მე­ურ­ნეო ორ­მო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მარ­ტორ­ქის კბი­ლი გან­სა­ზღვრა. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პირ­ვე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც სწო­რედ მარ­ტორ­ქი­და­ნაა მი­ღე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს, რო­მელ­თა კვლე­ვა­ში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

აღ­მო­ჩე­ნი­სა და ახა­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, აკა­დე­მი­კოს­მა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ფლო­რენ­ცი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ლო­რენ­ცო რუ­კიმ ისა­უბ­რეს.

დმა­ნი­სის პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

„დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარული კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” აქვეყნებს სტატიას სათაურით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny - დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

ბიომოლეკულარული პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ, შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციები კაცობრიობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს, რომელთა კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკიმ ისაუბრეს.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს