მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი
"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი

სამი დღის წინ, თბი­ლის­ში მო­დის კრი­ტი­კო­სის - დალი ჩი­ტა­ლა­ძის 39 წლის ვაჟი, ის­ტო­რი­კო­სი ვახო სუ­თი­ძე დაჭ­რეს. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სუ­თი­ძეს თავს სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში და­ეს­ხა და ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი დ.ს. და­ა­კა­ვა.

AMBEBI.GE ვახო სუ­თი­ძის ად­ვო­კატს, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- პირი, რო­მე­ლიც ვა­ხოს თავს და­ეს­ხა, სა­სა­მარ­თლომ დღეს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ვა იმა­ზე, რომ ყო­ფი­ლი­ყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა და მის­თვის ბრა­ლი 48 სა­ათ­ში წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი, რად­გან არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ იპო­ვეს დანა და მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ თავ­დამ­სხმელს წი­ნას­წარ ჰქონ­და შეს­წავ­ლი­ლი ის ად­გი­ლი, სა­დაც ვახო სუ­თი­ძეს თავს და­ეს­ხა. სწო­რედ ამი­ტომ, შიდა კა­მე­რებ­ში არა­ფე­რი ჩანს. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გარე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ აე­დევ­ნა ის ვა­ხოს და ექ­სპერ­ტი­ზაც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა.

- თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი რას ამ­ბობს?

- და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ამ­ბობს, რომ ვა­ხოს ჩუ­მად გაჰ­ყვა, მაგ­რამ თავ­დას­ხმის ფაქტს უარ­ყოფს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ქამ­რით სცე­მა სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი. ასე­ვე სცე­მა სა­კუ­თა­რი და, სამი დღით ადრე უმი­ზე­ზოდ ჩა­არ­ტყა ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სანს. მას პი­რო­ბი­თი აქვს, რად­გან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და დარ­ღვე­უ­ლი. რო­გორც ვი­ცით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი დის ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­უ­წე­რეს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თუ ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა?

- შე­საძ­ლოა, ასეც იყოს და ეს თუ და­დას­ტურ­დე­ბა, მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ პა­ტიმ­რო­ბი­დან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვი­თხოვთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას და ვნა­ხოთ, რა პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. ამ კუ­თხით ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა... თუ და­უდ­გინ­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ერთი წლით გა­და­იყ­ვა­ნენ, წამ­ლებს მის­ცე­მენ, და­ამ­შვი­დე­ბენ, შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და თუ წა­მალს არ და­ლევს, ისევ იგი­ვეს ჩა­დე­ნის საფრ­თხეა.

მამა გი­ორ­გის ჩვე­ნე­ბა დევს საქ­მე­ში, ყვე­ლამ იცის, ვინც არის ეს კაცი. სა­კუ­თარ დაზე ძა­ლა­დობ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა დო­ნე­ზე მი­იყ­ვა­ნა და, რო­მელ­მაც უჩივ­ლა? სა­ში­ში და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნია.

- თა­ვად სუ­თი­ძე რო­გორ არის ახლა?

- ვახო კარ­გად არის. კარ­გი ექი­მი შეხ­ვდა. კი­დევ ერთი რამ მინ­და ვთქვა, როცა და­უ­გეგ­მა­ვი ინ­ცი­დენ­ტის გამო ჯან­მრთე­ლო­ბა გი­ზი­ან­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო არა­ნა­ირ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს. ქუ­ჩა­ში თუ შემ­თხვე­ვით სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბიც ოჯახ­მა უნდა გა­წი­ოს.

ვა­ხოს ვინც იც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რო­გო­რი წე­სი­ე­რი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია, სწო­რედ ამი­ტომ აირ­ჩია ის თავ­დამ­სხმელ­მა. ვახო იხ­სე­ნებს, რომ იმ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში როცა და­ი­ნა­ხა, მას აკ­ვირ­დე­ბო­და. უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი, ჩუმი ადა­მი­ა­ნია. ვა­ხოს წი­ნი­დან რომ დახ­ვედ­რო­და, შე­საძ­ლოა მო­ეკ­ლა. ამ ინ­ცი­დენ­ტით ოჯახს ფი­ზი­კუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნიც მი­ად­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი

"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი

სამი დღის წინ, თბილისში მოდის კრიტიკოსის - დალი ჩიტალაძის 39 წლის ვაჟი, ისტორიკოსი ვახო სუთიძე დაჭრეს. უცნობი მამაკაცი სუთიძეს თავს სახლის სადარბაზოში დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მას მეცხრე საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავა.

AMBEBI.GE ვახო სუთიძის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა:

- პირი, რომელიც ვახოს თავს დაესხა, სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამოძიებამ მაქსიმალურად იმუშავა იმაზე, რომ ყოფილიყო მტკიცებულებების ერთობლიობა და მისთვის ბრალი 48 საათში წაეყენებინათ. იყო გათავისუფლების შანსი, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ იპოვეს დანა და მოწმეები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ.

ნიშანდობლივია, რომ თავდამსხმელს წინასწარ ჰქონდა შესწავლილი ის ადგილი, სადაც ვახო სუთიძეს თავს დაესხა. სწორედ ამიტომ, შიდა კამერებში არაფერი ჩანს. თუმცა, არსებობენ ადამიანები და გარე კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ აედევნა ის ვახოს და ექსპერტიზაც დაადასტურებს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

- თავად დაკავებული რას ამბობს?

- დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ ვახოს ჩუმად გაჰყვა, მაგრამ თავდასხმის ფაქტს უარყოფს. ჩვენი ინფორმაციით, მან ქამრით სცემა საკუთარი ბიძაშვილი. ასევე სცემა საკუთარი და, სამი დღით ადრე უმიზეზოდ ჩაარტყა ეკლესიაში სტიქაროსანს. მას პირობითი აქვს, რადგან შემაკავებელი ორდერი ჰქონდა დარღვეული. როგორც ვიცით, შემაკავებელი ორდერი დის ცემის ფაქტზე გამოუწერეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა?

- შესაძლოა, ასეც იყოს და ეს თუ დადასტურდება, მას გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. ამის მიუხედავად, მაინც ვითხოვთ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას და ვნახოთ, რა პასუხი იქნება. ამ კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობაა... თუ დაუდგინდა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ერთი წლით გადაიყვანენ, წამლებს მისცემენ, დაამშვიდებენ, შემდეგ გაათავისუფლებენ და თუ წამალს არ დალევს, ისევ იგივეს ჩადენის საფრთხეა.

მამა გიორგის ჩვენება დევს საქმეში, ყველამ იცის, ვინც არის ეს კაცი. საკუთარ დაზე ძალადობდა, წარმოგიდგენიათ რა დონეზე მიიყვანა და, რომელმაც უჩივლა? საშიში და მოძალადე ადამიანია.

- თავად სუთიძე როგორ არის ახლა?

- ვახო კარგად არის. კარგი ექიმი შეხვდა. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დაუგეგმავი ინციდენტის გამო ჯანმრთელობა გიზიანდება, სახელმწიფო არანაირ თანამონაწილეობას არ იღებს. ქუჩაში თუ შემთხვევით სიკვდილს გადაურჩი, მატერიალური ხარჯებიც ოჯახმა უნდა გაწიოს.

ვახოს ვინც იცნობს, ყველამ იცის, როგორი წესიერი და მორწმუნე ადამიანია, სწორედ ამიტომ აირჩია ის თავდამსხმელმა. ვახო იხსენებს, რომ იმ დღეს ეკლესიაში როცა დაინახა, მას აკვირდებოდა. უცნაურად ჩაცმული, ჩუმი ადამიანია. ვახოს წინიდან რომ დახვედროდა, შესაძლოა მოეკლა. ამ ინციდენტით ოჯახს ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანიც მიადგა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

ინფორმაცია, რომ ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელმაც მაღალი ძაბვის ბოძიდან სცადა გადმოხტომა, 3020 ლარით დაჯარიმდა, ტყუილია - რა განაცხადეს შსს-ში

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა