მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა
Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა

Apple-მა პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სამი ახა­ლი - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წა­რად­გი­ნა.

„ iPhone 11 - iPhone XR-ის ხა­ზის შემ­დე­გი მო­დე­ლია, რო­მელ­საც Apple-ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სმარ­ტფო­ნად ით­ვლე­ბა. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი კა­მე­რა ექ­ნე­ბა, რო­მელ­თან ერთ-ერთი ღრმა­ხედ­ვის და მა­ღა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის იქ­ნე­ბა, ახა­ლი კა­მე­რა 4K ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. iPhone 11-ის კორ­პუ­სი მე­ტა­ლით და სა­ა­ვი­ა­ციო შუ­შით და­ი­ფა­რე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა შავი, თეთ­რი, წი­თე­ლი, ია­სამ­ნის­ფე­რი, მწვა­ნე და ყვი­თე­ლი ფე­რი­დან სა­სურ­ვე­ლი ფე­რის iPhone 11 აარ­ჩი­ოს.

ფლაგ­მა­ნე­ბი iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max გან­კუთ­ვნი­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბე­ბის­თვის. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ფლაგ­მა­ნე­ბის ეკ­რა­ნი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუ­პერ რე­ტი­ნა XDR-ის მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა. სამი კა­მე­რა iPhone-ის­თვის სი­ახ­ლეა - სამ კა­მე­რი­ან ფლაგ­მა­ნებს ერ­თდრო­უ­ლად წინა და მთა­ვა­რი კა­მე­რით გა­და­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. ახ­ლად და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი iPhone-ები ბოლო თა­ო­ბის A13 Bionic პრო­ცე­სორსზე იმუ­შა­ვე­ბენ. გუ­შინ, გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე iPad და Apple Watch-იც გა­მო­ვი­და.

ახა­ლი iPhone-ის გა­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნა თბი­ლის­ში. Apple-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ორ­მა “აიპ­ლი­უს­მა” თა­ნაშ­რომ­ლებს, პარტნი­ო­რებს, ცნო­ბილ სა­ხე­ებს და ეფ­ლო­მა­ნებს სას­ტუმ­რო „ბილტმორ­ში“ უმას­პინ­ძლა.

Apple-ის სექ­ტემ­ბრის ღო­ნის­ძი­ე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ის სფე­რო­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მსოფ­ლიო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტი წა­რად­გენს შექ­მნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის ბოლო მიღ­წე­ვებს. და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს, ვფიქ­რობთ, ახალ მო­დე­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა”, - აცხა­დე­ბენ “აიპ­ლი­უს­ში”.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახა­ლი iPhone-ის გა­ყიდ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, “აიპ­ლი­უ­სი” 22 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა

Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა

Apple-მა პრეზენტაციაზე სამი ახალი - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა.

„ iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით დაიფარება და მომხმარებელს საშუალება ექნება შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.

ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება. სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ. ახლად დაანონსებული iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე იმუშავებენ. გუშინ, გამართულ პრეზენტაციაზე iPad და Apple Watch-იც გამოვიდა.

ახალი iPhone-ის გამოსვლა აღინიშნა თბილისში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორმა “აიპლიუსმა” თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო „ბილტმორში“ უმასპინძლა.

Apple-ის სექტემბრის ღონისძიება ტექნოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტი წარადგენს შექმნილი ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს. დადებითი მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, ახალ მოდელებზე მოთხოვნა საქართველოში მაღალი იქნება”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.

მათივე ცნობით, ახალი iPhone-ის გაყიდვებს საქართველოში, “აიპლიუსი” 22 სექტემბრიდან დაიწყებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი