კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერჩილის საიდუმლო შვილი - ვინ იყო კაცი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერზე უდიდესი გავლენა ჰქონდა
ჩერჩილის საიდუმლო შვილი - ვინ იყო კაცი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერზე უდიდესი გავლენა ჰქონდა

უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა უახ­ლო­ეს თა­ნა­მებ­რძოლ­თან, ირ­ლან­დი­ელ ბრენ­დენ ბრე­კენ­თან დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი.

ბრე­კე­ნი 1901 წელს და­ი­ბა­და. მამა მალე გარ­და­ეც­ვა­ლა. 1908 წელს დე­დამ ოჯა­ხი დუბ­ლინ­ში გა­და­იყ­ვა­ნა სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ბრენ­დე­ნი წმინ­და პატ­რი­კის ეროვ­ნულ სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რა სას­წავ­ლებ­ლად. შვი­ლის ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჰანა ბრე­კე­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბრენ­დე­ნი სიდ­ნე­ი­ში გა­ეშ­ვა ბი­ძაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მღვდე­ლი იყო. ბრე­კე­ნი ავ­სტრა­ლი­ა­ში მო­ხე­ტი­ა­ლე ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და და გა­ნათ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

ლი­ვერ­პულ­ში 1919 წელს დაბ­რუნ­და და მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ამ­ტკი­ცებ­და, რომ სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მოგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით შეძ­ლო, სედ­ბერ­გის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ე­წყო სწავ­ლა - მან გა­ნა­ცხა­და, რომ მშობ­ლე­ბი ავ­სტრა­ლი­ა­ში ხან­ძარ­მა იმ­სხვერ­პლა და ობო­ლი იყო.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დო­ში გა­და­ვი­და და გა­მო­ცე­მის­თვის Illustrated Review და­ი­წყო წერა. პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბამ ბრე­კენს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შეხ­ვედ­რო­და.

1923 წელს გა­მო­ცე­მის Observer რე­დაქ­ტორ­მა ბრე­კე­ნი უინ­სტონ ჩერ­ჩილს გა­აც­ნო, რო­მე­ლიც ლეს­ტერ­ში არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავ­და და ბრე­კენ­მა მას შეს­თა­ვა­ზა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რო­ბა მის­თვის მი­ენ­დო. ჩერ­ჩი­ლი და ბრე­კე­ნი სულ მალე იმ­დე­ნად და­ახ­ლოვ­დნენ, რომ მათ შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი აგორ­და - ერთ-ერთი ჭო­რის თა­ნახ­მად, ბრე­კე­ნი ჩერ­ჩი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი იყო. ბრენ­დე­ნი არ მოს­წონ­და ჩერ­ჩი­ლის ცოლს, კლე­მენ­ტი­ნას და მათ მე­გობ­რო­ბას ყო­ველ­თვის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

ბევ­რი ახ­ლაც მი­იჩ­ნევს, რომ ბრე­კე­ნის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი გა­მო­გო­ნი­ლია და მან კვა­ლის ასა­რე­ვად გა­მო­ი­ყე­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი მისი და­ბა­დე­ბის თუ გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს.

ამა­სო­ბა­ში კი ბრე­კენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აა­წყო. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი იყო - და­ა­არ­სა გავ­ლე­ნი­ა­ნი Financial Times. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა - ის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ეკა­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბაც.

2015 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ბრე­კე­ნის შე­სა­ხებ, სა­დაც ავ­ტო­რებ­მა ფო­ტო­ე­ბის, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის, უიშ­ვი­ა­თე­სი სა­არ­ქი­ვო კად­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩერ­ჩი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის შე­სა­ხებ მა­ნამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბეს მა­ყუ­რე­ბელს. პრო­დი­უ­სე­რი ად­რი­ან ბრე­კე­ნია, რო­მე­ლიც ბრენ­დე­ნის ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვია.

„ჩერ­ჩილ­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ისი­ნი უახ­ლო­ეს მე­გობ­რე­ბად იქ­ცნენ. 1920-იან წლებ­ში ლონ­დონ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბრე­კე­ნი ჩერ­ჩი­ლის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყო. ეს ჭორი არა­სო­დეს გამ­ქრა­ლა და უფრო მე­ტიც - არც ჩერ­ჩილ­მა და არც ბრე­კენ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ­ცერ­თხელ უარ­ყვეს,“ - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჩერჩილის საიდუმლო შვილი - ვინ იყო კაცი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერზე უდიდესი გავლენა ჰქონდა

ჩერჩილის საიდუმლო შვილი - ვინ იყო კაცი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერზე უდიდესი გავლენა ჰქონდა

უინსტონ ჩერჩილის ურთიერთობა უახლოეს თანამებრძოლთან, ირლანდიელ ბრენდენ ბრეკენთან დღემდე საიდუმლოებით არის მოცული.

ბრეკენი 1901 წელს დაიბადა. მამა მალე გარდაეცვალა. 1908 წელს დედამ ოჯახი დუბლინში გადაიყვანა საცხოვრებლად, სადაც ბრენდენი წმინდა პატრიკის ეროვნულ სკოლაში მიაბარა სასწავლებლად. შვილის ცუდი ყოფაქცევით შეწუხებული ჰანა ბრეკენი იძულებული გახდა, ბრენდენი სიდნეიში გაეშვა ბიძაშვილთან, რომელიც მღვდელი იყო. ბრეკენი ავსტრალიაში მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, ბევრს კითხულობდა და განათლება დამოუკიდებლად მიიღო.

ლივერპულში 1919 წელს დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამტკიცებდა, რომ სიდნეის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. მოგროვებული თანხით შეძლო, სედბერგის საჯარო სკოლაში დაეწყო სწავლა - მან განაცხადა, რომ მშობლები ავსტრალიაში ხანძარმა იმსხვერპლა და ობოლი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებლად ლონდოში გადავიდა და გამოცემისთვის Illustrated Review დაიწყო წერა. პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების გაშუქებამ ბრეკენს საშუალება მისცა, ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვედროდა.

1923 წელს გამოცემის Observer რედაქტორმა ბრეკენი უინსტონ ჩერჩილს გააცნო, რომელიც ლესტერში არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა და ბრეკენმა მას შესთავაზა, საარჩევნო კამპანიის მენეჯერობა მისთვის მიენდო. ჩერჩილი და ბრეკენი სულ მალე იმდენად დაახლოვდნენ, რომ მათ შესახებ ჭორები აგორდა - ერთ-ერთი ჭორის თანახმად, ბრეკენი ჩერჩილის ბიოლოგიური შვილი იყო. ბრენდენი არ მოსწონდა ჩერჩილის ცოლს, კლემენტინას და მათ მეგობრობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

ბევრი ახლაც მიიჩნევს, რომ ბრეკენის ბიოგრაფიული ცნობები გამოგონილია და მან კვალის ასარევად გამოიყენა. ოფიციალური ცნობები მისი დაბადების თუ განათლების შესახებ არ არსებობს.

ამასობაში კი ბრეკენმა ჟურნალისტიკაში წარმატებული კარიერა ააწყო. ის წლების განმავლობაში რამდენიმე ცნობილი გამოცემის რედაქტორი იყო - დააარსა გავლენიანი Financial Times. მოგვიანებით კი პოლიტიკაში აქტიურად ჩაება - ის კონსერვატიული პარტიის წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავა ინფორმაციის მინისტრის თანამდებობაც.

2015 წელს ეკრანებზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ბრეკენის შესახებ, სადაც ავტორებმა ფოტოების, ინტერვიუების, უიშვიათესი საარქივო კადრების საშუალებით ჩერჩილის უახლოესი მეგობრის შესახებ მანამდე უცნობი დეტალების შესახებ უამბეს მაყურებელს. პროდიუსერი ადრიან ბრეკენია, რომელიც ბრენდენის ოჯახის ნათესავია.

„ჩერჩილთან პირველივე შეხვედრის შემდეგ ისინი უახლოეს მეგობრებად იქცნენ. 1920-იან წლებში ლონდონში ბევრი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ბრეკენი ჩერჩილის უკანონო შვილი იყო. ეს ჭორი არასოდეს გამქრალა და უფრო მეტიც - არც ჩერჩილმა და არც ბრეკენმა ინფორმაცია არცერთხელ უარყვეს,“ - ამბობს პროდიუსერი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"