პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს
"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) აღ­მო­ჩე­ნი­ლი ე.წ. ჩა­პას მღვი­მე და­ა­ზი­ა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ვან­და­ლიზ­მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ად­გი­ლობ­რივ­ი მცხოვ­რები ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მღვი­მე ცოტა ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"სულ და­ლე­წი­ლი დაგ­ვხვდა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი... სირ­ცხვი­ლია... ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუ ასე გაგ­რძელ­და, აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ბა სა­ნა­ხა­ვი ბნე­ლი ხვრე­ლის გარ­და დამ­ტვრე­უ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ნაღ­ვენ­თი ელე­მენ­ტე­ბი. რთუ­ლია პა­სი­უ­რად ვან­და­ლიზმს გა­უმკლავ­დე", - წერს ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძე და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ლაქ­ტი­დებს ტუ­რის­ტებ­ზე გა­ყიდ­ვის მიზ­ნით, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იპა­რა­ვენ.

6 დე­კემ­ბერს, მღვი­მე სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა, ვა­ლე­რი ბარ­ბა­ქა­ძემ და გიგო ონი­ან­მაც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მისი შეს­წავ­ლა და­ი­წყეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, მღვი­მე უნი­კა­ლუ­რია.

"80 მეტ­რის სიგ­რძის ორი დარ­ბა­ზია. სამ­წუ­ხა­როდ აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ნაღ­ვენ­თი ფორ­მე­ბი, თუმ­ცა ვნა­ხეთ ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ფორ­მე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ გვი­ნა­ხავს", - აცხა­დებ­და ვა­ლე­რი ბარ­ბა­ქა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მღვი­მე შე­საძ­ლოა, ქვე­და ცარ­ცუ­ლი პე­რი­ო­დის იყო, 30-50 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი. სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მღვი­მის შეს­წავ­ლა დე­ტა­ლუ­რად და­ი­წყეს.

წლე­ბის წინ, ამ ად­გი­ლას ქვის კა­რი­ე­რი იყო. აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად დარ­ბა­ზე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და რეს­ტავ­რა­ცია სჭირ­დე­ბა.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია..." - ქუთაისში აღმოჩენილი 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს. ინფორმაციას ვანდალიზმის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ადგილობრივი მცხოვრები ვახტანგ სიხარულიძე, რომელმაც აღნიშნული მღვიმე ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა.

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები... სირცხვილია... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა დამტვრეული და განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე", - წერს ვახტანგ სიხარულიძე და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, სტალაქტიდებს ტურისტებზე გაყიდვის მიზნით, ზრდასრული ადამიანები იპარავენ.

6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

"80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს", - აცხადებდა ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი. სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩენილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს.

წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

ნახეთ ფოტოები

"არავის ვუთანხმებ, მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას?

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"