პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან
"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან

13 სექ­ტემ­ბრის თბი­ლი­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნას მას­პინ­ძლობს - ეს ვირ­ტუ­ო­ზი მე­ვი­ო­ლი­ნის, დე­ვიდ გე­რე­ტის კონ­ცერ­ტია! მუ­სი­კო­სი ჩვენს ქვე­ყა­ნას პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რე­ბა და მსოფ­ლიო ტურ­ნეს თბი­ლი­სი­დან და­ი­წყებს. ამ­ბობს, რომ ეს მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას ქარ­თველ მსმე­ნელს პირ­ვე­ლად წა­რუდ­გენს.

მუ­სი­კო­სი, რო­გორც ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის გაც­ნო­ბის, ისე თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­ჩე­ნის იდე­ი­თაც არის შე­პყრო­ბი­ლი და იმე­დი აქვს, რომ ბევრ მის­თვის ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს გე­რეტს 13 სექ­ტემ­ბრის კონ­ცერ­ტის­გან და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­გან? - ამის შე­სა­ხებ და­უს­ვა მას კი­თხვე­ბი AMBEBI.GE-მ. დე­ვიდ გე­რეტ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩვენს მკი­თხველს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ვთა­ვა­ზობთ:

- მსოფ­ლიო ტურ­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­დან იწყებთ. რო­გო­რია თქვე­ნი გან­წყო­ბა თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე?

- მსოფ­ლიო ტურ­ნეს და­წყე­ბამ­დე, რო­გორც წესი, საკ­მა­ოდ ვღე­ლავ ხოლ­მე. მო­სამ­ზა­დებ­ლად ბევ­რი რამ არის სა­ჭი­რო, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის მომ­ზა­დე­ბას თან დიდი სი­ხა­რუ­ლი ახ­ლავს.

მსოფ­ლიო ტურ­ნეს თბი­ლი­სი­დან და­წყე­ბა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ არას­დროს არა­ფე­რი შე­მის­რუ­ლე­ბია. ასე­ვე, მო­უთ­მენ­ლად ველი ქა­ლა­ქის, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის გაც­ნო­ბას.

- რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ ქვეყ­ნის­გან და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი კონ­ცერ­ტის­გან?

- ვფიქ­რობ, ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის მო­ლო­დი­ნე­ბი კარ­გი კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბაა. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქი­სა და ქვეყ­ნის აღ­მო­ჩე­ნა­საც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი.

- ქარ­თველ მსმე­ნელს თქვე­ნი მუ­სი­კა უყ­ვარს. რა­ი­მე თუ გსმე­ნი­ათ თქვე­ნი ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბის შე­სა­ხებ და რო­გორ ემ­ზა­დე­ბით მათ­თან შე­სახ­ვედ­რად?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ კონ­ცერტს ვა­ტა­რებ და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ, მის შე­სა­ხებ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იყო. ცხა­დია, ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის მი­ზა­ნია შთამ­ბეჭ­და­ვი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი კი ად­გილ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

- არის თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იდეა ჩა­დე­ბუ­ლი თქვე­ნი ალ­ბო­მის სა­ხელ­ში Unlimited?

- დიახ, არის. ჩემ­თვის Unlimited აღ­წერს იმას, რა­საც ვქმნი, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი. ჩემი აზ­რით, მუ­სი­კას შე­უძ­ლია, ყვე­ლას­თან მი­აღ­წი­ოს. არამ­ხო­ლოდ პოპს, როკს, ჯაზს ან კლა­სი­კურ მუ­სი­კას, არა­მედ იმ მუ­სი­კა­საც, რო­მელ­საც მე დღეს საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­ულ ინ­სტუ­მენტზე, ვი­ო­ლი­ნო­ზე ვას­რუ­ლებ, რო­მე­ლიც დღეს შე­იძ­ლე­ბა, არ­ცთუ ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს, შე­უძ­ლია, ყვე­ლას­თან მი­აღ­წი­ოს.

ეს ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ვარ­სკვლა­ვე­ბამ­დე მიღ­წე­ვას ნიშ­ნავ­და, მუ­სი­კით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ ადა­მი­ან­თან კავ­შირს. ეს იყო რა­ღაც, რაც ყო­ველ­თვის ული­მი­ტოდ მაგ­რძნო­ბი­ნებ­და თავს, მაგ­რამ არას­დროს მით­ქვამს - „მე მხო­ლოდ ამას გა­ვა­კე­თებ და ბო­ლომ­დე ამა­ზე ვიქ­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი“, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მინ­დო­და აღ­მო­მე­ჩი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რისი შე­თა­ვა­ზე­ბაც მუ­სი­კას მსოფ­ლი­ოს­თვის შე­უძ­ლია".

დე­ვიდ გე­რე­ტი­სა და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტი თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სექ­ტემ­ბერს პერ­ფორ­მან­სი 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მსმე­ნე­ლი 3 და­უ­ვი­წყარ სა­ათს გა­ა­ტა­რებს.

კონ­ცერტს ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტამ გა­უ­წია. მუ­სი­კოს­მა მათ უკვე მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­ცერ­ტზე ახალ ალ­ბომს UNLIMITED – LIVE 2019-საც შე­ას­რუ­ლებს. მსმე­ნელს ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მოს­მე­ნის შან­სიც ექ­ნე­ბა: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან

"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან

13 სექტემბრის თბილისი უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას მასპინძლობს - ეს ვირტუოზი მევიოლინის, დევიდ გერეტის კონცერტია! მუსიკოსი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება და მსოფლიო ტურნეს თბილისიდან დაიწყებს. ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ შემოქმედებას ქართველ მსმენელს პირველად წარუდგენს.

მუსიკოსი, როგორც ქართველი მსმენელის გაცნობის, ისე თბილისისა და საქართველოს აღმოჩენის იდეითაც არის შეპყრობილი და იმედი აქვს, რომ ბევრ მისთვის ახალ გამოცდილებას მიიღებს.

რა მოლოდინები აქვს გერეტს 13 სექტემბრის კონცერტისგან და საქართველოში ვიზიტისგან? - ამის შესახებ დაუსვა მას კითხვები AMBEBI.GE-მ. დევიდ გერეტთან ინტერვიუს ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ:

- მსოფლიო ტურნეს საქართველოდან იწყებთ. როგორია თქვენი განწყობა თბილისში ჩამოსვლამდე?

- მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე, როგორც წესი, საკმაოდ ვღელავ ხოლმე. მოსამზადებლად ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ ამავდროულად, პირველი კონცერტის მომზადებას თან დიდი სიხარული ახლავს.

მსოფლიო ტურნეს თბილისიდან დაწყება ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩემი კარიერის განმავლობაში აქ არასდროს არაფერი შემისრულებია. ასევე, მოუთმენლად ველი ქალაქის, ქვეყნისა და ხალხის გაცნობას.

- რა მოლოდინები გაქვთ ქვეყნისგან და ასევე, საქართველოში თქვენი კონცერტისგან?

- ვფიქრობ, ჩემი, როგორც მუსიკოსის მოლოდინები კარგი კონცერტის ჩატარებაა. გარდა ამისა, ქალაქისა და ქვეყნის აღმოჩენასაც მოუთმენლად ველოდები.

- ქართველ მსმენელს თქვენი მუსიკა უყვარს. რაიმე თუ გსმენიათ თქვენი ქართველი ფანების შესახებ და როგორ ემზადებით მათთან შესახვედრად?

- როგორც აღვნიშნე, საქართველოში პირველ კონცერტს ვატარებ და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მის შესახებ გათვითცნობიერებული იყო. ცხადია, ჩემი, როგორც მუსიკოსის მიზანია შთამბეჭდავი კონცერტის გამართვა. ყველაფერი დანარჩენი კი ადგილზე გამოჩნდება.

- არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული იდეა ჩადებული თქვენი ალბომის სახელში Unlimited?

- დიახ, არის. ჩემთვის Unlimited აღწერს იმას, რასაც ვქმნი, როგორც ხელოვანი. ჩემი აზრით, მუსიკას შეუძლია, ყველასთან მიაღწიოს. არამხოლოდ პოპს, როკს, ჯაზს ან კლასიკურ მუსიკას, არამედ იმ მუსიკასაც, რომელსაც მე დღეს საკმაოდ ტრადიციულ ინსტუმენტზე, ვიოლინოზე ვასრულებ, რომელიც დღეს შეიძლება, არცთუ ისე პოპულარული იყოს, შეუძლია, ყველასთან მიაღწიოს.

ეს ჩემთვის ყოველთვის ვარსკვლავებამდე მიღწევას ნიშნავდა, მუსიკით სიამოვნების მიღებას, რაც შეიძლება, მეტ ადამიანთან კავშირს. ეს იყო რაღაც, რაც ყოველთვის ულიმიტოდ მაგრძნობინებდა თავს, მაგრამ არასდროს მითქვამს - „მე მხოლოდ ამას გავაკეთებ და ბოლომდე ამაზე ვიქნები ორიენტირებული“, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა აღმომეჩინა ყველაფერი, რისი შეთავაზებაც მუსიკას მსოფლიოსთვის შეუძლია".

დევიდ გერეტისა და მისი ბენდის კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. სექტემბერს პერფორმანსი 20:00 საათზე დაიწყება და მსმენელი 3 დაუვიწყარ საათს გაატარებს.

კონცერტს ორგანიზება საქართველოს კულტურის პალატამ გაუწია. მუსიკოსმა მათ უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონცერტზე ახალ ალბომს UNLIMITED – LIVE 2019-საც შეასრულებს. მსმენელს ცნობილი კომპოზიციების მოსმენის შანსიც ექნება: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva და სხვა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს