მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს
დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

11 სექ­ტემ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია „m2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბას“ შო­რის, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ფარ­გლებ­ში, მხა­რე­ებ­მა გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ხელი შე­უ­წყონ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „სვე­ტის“ მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის გზით.

მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით m2 კომ­პა­ნია „სვე­ტის“ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სამ შე­ჩე­რე­ბულ პრო­ექტს გა­და­ი­ბა­რებს (მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩის #9-11, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩის #125ა, ჭყონ­დი­დე­ლის ქუ­ჩის #22).

სა­მი­ვე პრო­ექ­ტი ამ ეტაპ­ზე 30 სა­ცხოვ­რე­ბელ ბლოკს აერ­თი­ა­ნებს, აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექ­სებ­ში სა­ცხოვ­რე­ბელს 2500-მდე მო­ბი­ნად­რე ელო­დე­ბა. ამ­ჟა­მად უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და m2-ის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი „სვე­ტის“ კომ­პა­ნი­ებ­თან და მი­წე­ბის მე­სა­კუთ­რე­ებ­თან.

პრო­ექ­ტის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 250 000 000 ლარს შე­ად­გენს და სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა m2-ს მიერ. ობი­ექ­ტე­ბის სამ­შე­ნებ­ლო-სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბას m2-ის 26–წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია BK Construction-ი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

m2 მზა­დაა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს „სვეტ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­უდ­გეს. კერ­ძოდ, მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა პრო­ექ­ტე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბის­თა­ნა­ვე. მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბი­დან სამი წლის ვა­და­ში.

„2500-მდე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლია. დიდი მად­ლო­ბა ამ ოჯა­ხე­ბის სა­ხე­ლით მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პირ­ველ რიგ­ში, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია m2-ს, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას. ეს არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა, რო­მე­ლიც აწუ­ხებ­და ამ 2500-მდე ოჯახს. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას და პირ­ველ რიგ­ში თქვენ, რად­გან თქვენ იყა­ვით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ჩვენ­თან და რომ არა თქვენ, მერ­წმუ­ნეთ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა m2 -თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბი­სას.„ეს ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტია, რად­გან ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქა­ლა­ქის წი­ნა­შე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღეთ. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ვერ­თეთ და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ამ­გვა­რი ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს­თან და, რო­გორც ხე­დავთ, შე­დე­გიც დად­გა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა და გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ლო­დი­ნე ოჯა­ხე­ბი კუთ­ვნილ ბი­ნას მი­ი­ღე­ბენ“, - ამ­ბობს m2-ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

m2 მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

„2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში თქვენ, რადგან თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ ჩვენთან და რომ არა თქვენ, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა თბილისის მერმა m2 -თან მემორანდუმის გაფორმებისას.„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - ამბობს m2-ის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი.