პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შემოვუნახოთ სკოლის პირველი დღის ემოცია ჩვენს შვილებს ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ?
როგორ შემოვუნახოთ სკოლის პირველი დღის ემოცია ჩვენს შვილებს ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ?

სკო­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან ყვე­ლა ჩვენ­განს გვაქვს მო­გო­ნე­ბე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ფო­ტო­ალ­ბო­მის გა­დაშ­ლი­სას თავს გვახ­სე­ნებს. ზო­გი­ერ­თი ჩვენ­გა­ნი აც­რემ­ლე­ბუ­ლი ზის მერ­ხთან, ზოგს მას­წავ­ლებ­ლის­თვის ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს და იცი­ნის, ზოგი კი ისე „გა­ში­ნა­ურ­და“, რომ ახალ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც კი ამ­შვე­ნებს მის ალ­ბომს.რა იქ­ნე­ბო­და ეს მო­გო­ნე­ბე­ბი იმ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­მა პირ­ველ კლას­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყვე­ლას 1-ელ სექ­ტემ­ბერს გა­დაგ­ვი­ღეს? ან რომ არა ფო­ტო­ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს ინა­ხავს, შე­მორ­ჩე­ნი­ლი გვექ­ნე­ბო­და 20-30 წლის წი­ნან­დე­ლი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც დღეს ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა? ალ­ბათ, არა.

ჩემი სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე სქელყდი­ან ფო­ტო­ალ­ბომ­ში ინა­ხე­ბა, რო­მე­ლიც სა­მად იშ­ლე­ბა და ამ­დე­ნი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას ასა­ხავს: 6 წლის გოგო თეთ­რი პე­რან­გით, ლურ­ჯი ჟა­კე­ტი­თა და კა­ბით ხის მერ­ხთან ზის. ამ პა­ტა­რა გო­გო­სა და ახ­ლან­დელ სა­კუ­თარ თავს ერ­თმა­ნეთ­თან მხო­ლოდ ვარ­ცხნი­ლო­ბით თუ და­ვა­კავ­ში­რებ; დაბ­ნე­უ­ლი ვდგა­ვარ მა­ღალ ქერა ქალ­თან, რო­მელ­ზეც მი­თხრეს, რომ მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს (4 რამ­დე­ნია, ამ დროს უკვე ვიცი). ის მე­ხუ­ტე­ბა, მე კი უხერ­ხუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი; მე ვდგა­ვარ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა ნა­ხე­ვარს ცრემ­ლი­ა­ნი­და ჩა­წით­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი აქვს და 19 წლის შემ­დეგ ამის ნახ­ვა ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა.ალ­ბო­მის ყო­ველ გა­დაშ­ლა­ზე მე­ღი­მე­ბა სა­კუ­თარ თავ­სა და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ ჩემ­სა­ვით ხუმ­რო­ბენ სკო­ლის ცრემ­ლი­ან პირ­ველ დღე­ზე.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ერის და­წყე­ბამ­დე ასე­თი ალ­ბო­მე­ბის შექ­მნა ტრა­დი­ცია იყო, დღეს კი მათ ტე­ლე­ფო­ნებ­ში, პლან­შე­ტებ­სა და ლეპ­ტო­პებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა, ახლა უფრო მეტ ფო­ტოს ვი­ღებ­დეთ, რად­გან 10-15 წლის წინ ჩვე­ნი ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბის ფი­რე­ბი მხო­ლოდ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­დნენ, ვერ ვპო­უ­ლობთ დროს, რომ ისი­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ხედ­ვით და­ვა­ხა­რის­ხოთ, არ დავ­კარ­გოთ, შე­სა­ბა­მის სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში შე­ვი­ნა­ხოთ. ან კი, შე­მორ­ჩე­ბა ჩვენს შვილს სკო­ლის პირ­ველ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მომ­დევ­ნო 10, 15 ან 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში? შევ­ძლებთ, ისე შე­მო­ვუ­ნა­ხოთ ის მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­გორც ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბის სა­ხით შე­მოგ­ვი­ნა­ხეს?რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ ალ­ბათ, ვერ შევ­ძლებთ. რთუ­ლია, და­ამ­ტკი­ცო, რომ ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ან მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე შე­ნა­ხუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა, ტე­ლე­ფო­ნი დავ­კარ­გოთ ან გა­ფუჭ­დეს, იგი­ვე ბედი შე­იძ­ლე­ბა ეწი­ოს პლან­შეტს და ლეპ­ტოპ­საც.ფო­ტო­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ბუ­მის ფონ­ზე, ნელ-ნელა მთელ მსოფ­ლი­ო­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ფო­ტო­წიგ­ნე­ბი. რო­გორც ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მსგავს ფო­ტო­წიგ­ნებს აწარ­მო­ებს, "პრინ­ტა­რე­აა". თა­ნაც, მისი გა­კე­თე­ბა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლი­ათ, მხო­ლოდ სა­იტ­ზე - photobooks.ge, თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნით. ვებგ­ვერ­დი მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნი შექ­მნან და შვი­ლებს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი ასე და­ა­მახ­სოვ­რონ.

ფო­ტო­წიგ­ნი ფო­ტო­ალ­ბო­მის­გან კონ­ცეფ­ცი­ით არ გან­სხვავ­დე­ბა, თუმ­ცა ვი­ზუ­ლით მიხ­ვდე­ბით, რომ ეს 21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა იყოს (თუმ­ცა მისი გა­მოშ­ვე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ფო­ტოგ­რა­ფებ­მა და­ი­წყეს).ერთ ფო­ტო­წიგნ­ში, რომ­ლის ყო­ვე­ლი ფურ­ცე­ლი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სკო­ლის პირ­ველ დღეს ასა­ხავს, მოქ­ცე­უ­ლია ყვე­ლა ის ემო­ცია, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გას­ვლი­დან გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ე­უფ­ლა. აქ ყვე­ლა­ფე­რია: რა ეცვა, რო­დე­საც სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­დი­ო­და, რო­გო­რი ჩან­თა ჰქონ­და, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე იყო...

რო­გორც წესი, ამ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია და ბავ­შვის გან­წყო­ბას სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხავს: მო­ე­წო­ნა თუ არა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სურს თუ არა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, იქ­ნებ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა, როცა მის­თვის უცხო გა­რე­მო­ში მოხ­ვდა და გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ აქ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე უნდა გა­ა­ტა­როს?მე რომ ჩემს ალ­ბომ­ში ჩაკ­რულ ფო­ტო­ებს ვუ­ყუ­რებ, ცხა­დად მახ­სენ­დე­ბა, რას ვგრძნობ­დი იმ დროს: ერთი სული მქონ­და, ჩემს ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბულ ფე­რად ფან­ქრებს, კალ­მებს, რვე­უ­ლებ­სა და საშ­ლე­ლებს რო­დის ამო­ვა­წყობ­დი. ამის „ხათ­რით“ დავ­ჯე­ქი მერ­ხთან და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, ხმას რო­გორ ამო­ვი­ღებ­დი? ამი­ტომ ფო­ტო­ე­ბიც მორ­ჩი­ლად გა­და­ვი­ღე, დღეს კი თა­რო­ზე მაქვს შე­მო­დე­ბუ­ლი და ალ­ბათ, ყო­ველ­თვის იქ დარ­ჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორ შემოვუნახოთ სკოლის პირველი დღის ემოცია ჩვენს შვილებს ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ?

როგორ შემოვუნახოთ სკოლის პირველი დღის ემოცია ჩვენს შვილებს ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ?

სკოლის პირველი დღიდან ყველა ჩვენგანს გვაქვს მოგონებები შემორჩენილი, რომელიც ოჯახის ფოტოალბომის გადაშლისას თავს გვახსენებს. ზოგიერთი ჩვენგანი აცრემლებული ზის მერხთან, ზოგს მასწავლებლისთვის ყვავილები მიაქვს და იცინის, ზოგი კი ისე „გაშინაურდა“, რომ ახალ თანაკლასელებთან გადაღებული ფოტოსურათებიც კი ამშვენებს მის ალბომს.რა იქნებოდა ეს მოგონებები იმ ფოტოსურათების გარეშე, რომლებიც მშობლებმა პირველ კლასში, დიდი ალბათობით, ყველას 1-ელ სექტემბერს გადაგვიღეს? ან რომ არა ფოტოალბომი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტებს ინახავს, შემორჩენილი გვექნებოდა 20-30 წლის წინანდელი ტელეფონი, რომელიც დღეს ფოტოს გადასაღებად ყველაზე გავრცელებული საშუალებაა? ალბათ, არა.

ჩემი სკოლის პირველი დღე სქელყდიან ფოტოალბომში ინახება, რომელიც სამად იშლება და ამდენივე მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს: 6 წლის გოგო თეთრი პერანგით, ლურჯი ჟაკეტითა და კაბით ხის მერხთან ზის. ამ პატარა გოგოსა და ახლანდელ საკუთარ თავს ერთმანეთთან მხოლოდ ვარცხნილობით თუ დავაკავშირებ; დაბნეული ვდგავარ მაღალ ქერა ქალთან, რომელზეც მითხრეს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩემი მასწავლებელი უნდა იყოს (4 რამდენია, ამ დროს უკვე ვიცი). ის მეხუტება, მე კი უხერხულად გამოვიყურები; მე ვდგავარ თანაკლასელებთან ერთად, რომელთა ნახევარს ცრემლიანიდა ჩაწითლებული თვალები აქვს და 19 წლის შემდეგ ამის ნახვა ძალიან სახალისოა.ალბომის ყოველ გადაშლაზე მეღიმება საკუთარ თავსა და თანაკლასელებზე, რომლებიც ალბათ ჩემსავით ხუმრობენ სკოლის ცრემლიან პირველ დღეზე.

ტექნოლოგიური ერის დაწყებამდე ასეთი ალბომების შექმნა ტრადიცია იყო, დღეს კი მათ ტელეფონებში, პლანშეტებსა და ლეპტოპებში გადაინაცვლეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ახლა უფრო მეტ ფოტოს ვიღებდეთ, რადგან 10-15 წლის წინ ჩვენი ფოტოაპარატების ფირები მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის გადაღების საშუალებას გვაძლევდნენ, ვერ ვპოულობთ დროს, რომ ისინი მოვლენებისა და მნიშვნელობის მიხედვით დავახარისხოთ, არ დავკარგოთ, შესაბამის საქაღალდეებში შევინახოთ. ან კი, შემორჩება ჩვენს შვილს სკოლის პირველ დღეს გადაღებული ფოტო მომდევნო 10, 15 ან 20 წლის განმავლობაში? შევძლებთ, ისე შემოვუნახოთ ის მოგონებები, როგორც ჩვენმა მშობლებმა ფოტოალბომების სახით შემოგვინახეს?რთული სათქმელია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ალბათ, ვერ შევძლებთ. რთულია, დაამტკიცო, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში ან მეხსიერების ბარათზე შენახული ფოტოები მომდევნო 20 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ტელეფონი დავკარგოთ ან გაფუჭდეს, იგივე ბედი შეიძლება ეწიოს პლანშეტს და ლეპტოპსაც.ფოტოებისა და სოციალური ქსელების ბუმის ფონზე, ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში უფრო პოპულარული ხდება ფოტოწიგნები. როგორც ჩვენ გავარკვიეთ საქართველოში კომპანია, რომელიც მსგავს ფოტოწიგნებს აწარმოებს, "პრინტარეაა". თანაც, მისი გაკეთება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ, მხოლოდ საიტზე - photobooks.ge, თქვენ მიერ შერჩეული დიზაინით. ვებგვერდი მშობლებს ეხმარება, სასურველი დიზაინის ფოტოწიგნი შექმნან და შვილებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები ასე დაამახსოვრონ.

ფოტოწიგნი ფოტოალბომისგან კონცეფციით არ განსხვავდება, თუმცა ვიზულით მიხვდებით, რომ ეს 21-ე საუკუნის ადამიანის ნამუშევარი უნდა იყოს (თუმცა მისი გამოშვება მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა დაიწყეს).ერთ ფოტოწიგნში, რომლის ყოველი ფურცელი ჩვენი შვილების სკოლის პირველ დღეს ასახავს, მოქცეულია ყველა ის ემოცია, რომელიც სახლიდან გასვლიდან გაკვეთილების დასრულებამდე დაეუფლა. აქ ყველაფერია: რა ეცვა, როდესაც სკოლაში პირველად მიდიოდა, როგორი ჩანთა ჰქონდა, როგორ განწყობაზე იყო...

როგორც წესი, ამ დღეს გადაღებული ფოტოები ყველაზე ემოციურია და ბავშვის განწყობას საუკეთესოდ ასახავს: მოეწონა თუ არა მასწავლებლები, სურს თუ არა თანაკლასელებთან კომუნიკაცია, იქნებ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მისთვის უცხო გარემოში მოხვდა და გააცნობიერა, რომ აქ რამდენიმე საათი ოჯახის წევრების გარეშე უნდა გაატაროს?მე რომ ჩემს ალბომში ჩაკრულ ფოტოებს ვუყურებ, ცხადად მახსენდება, რას ვგრძნობდი იმ დროს: ერთი სული მქონდა, ჩემს ჩანთაში მოთავსებულ ფერად ფანქრებს, კალმებს, რვეულებსა და საშლელებს როდის ამოვაწყობდი. ამის „ხათრით“ დავჯექი მერხთან და სახლში წამიყვანეთ-მეთქი, ხმას როგორ ამოვიღებდი? ამიტომ ფოტოებიც მორჩილად გადავიღე, დღეს კი თაროზე მაქვს შემოდებული და ალბათ, ყოველთვის იქ დარჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი