მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"
როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ნო­დარ ხა­დუ­რი 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნო­დარ ხა­დურ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ.

მა­ი­კო მი­შე­ლა­ძე (ჟურ­ნა­ლის­ტი):

თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი (სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი/პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი):

ნინო კა­კუ­ლია (ჟურ­ნა­ლის­ტი, პრო­დი­უ­სე­რი):

"ნო­დარ ხა­დუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ელ­და­სა­ვით მეცა - დე­და­ჩემ­მა ჯერ ათა­სი კი­თხვა და­მის­ვა - სად ვი­ყა­ვი, რო­გორ ვი­ყა­ვი და შე­მო­მა­პა­რა­სა­ვით - გა­ი­გე, ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვიო?! გავ­გიჟ­დი... უზო­მოდ მეტ­კი­ნა... ნო­და­რი ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის რედ­კო­ლე­გი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რიც იყო და არ მა­ვი­წყდე­ბა, როცა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი გახ­და, ვკი­თხე - მო­ა­ხერ­ხებ რედ­კო­ლე­გი­ის სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბას-თქო? - რას ჰქვია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი ჩემ­თვის პირ­ვე­ლი პრე­საა და ყვე­ლა საქ­მეს გა­დავ­დებ და მო­ვა­ლო... და აი, ამ სუ­რათ­ზე მი­ნის­ტრო­ბი­სას არის სწო­რედ გა­ზე­თის რედ­კო­ლე­გი­ის სხდო­მას რომ და­ეს­წრო... ის ყო­ველ­თვის გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და...

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რო­ბა მის­თვის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ძვირ­ფა­სი იყო... არ შე­მიძ­ლია ერთი სა­სა­ცი­ლო რამ არ გა­ვიხ­სე­ნო, რა­ზეც, რამ­დენ­ჯე­რაც მნა­ხავ­და, არ არ­სე­ბობ­და - არ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის: - მა­შინ "ალი­ონ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. ნო­და­რი ვი­ღა­ცის თა­ნა­შემ­წე იყო. მი­ვე­დი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მა­სა­ლის გა­სა­შუ­ქებ­ლად. შე­მომ­ხვდა კა­რებ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი (ნო­და­რი) და დავ­ჯე­ქი სკამ­ზე. მო­ვი­და ეს კაცი (ნო­და­რი), და­მიჯ­და გვერ­დში და მე­კი­თხე­ბა - თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი? - ნინო კა­კუ­ლია-მეთ­ქი. ჩა­ი­წე­რა ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი.

გა­ვი­ხე­დე და ორ წუთ­ში, ნო­და­რის მე­ო­რე მხრი­დან სხვა გოგო მო­უჯ­და. ნო­და­რი ახლა იმ გო­გოს შე­ე­კი­თხა - თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რიო? - იმ გო­გოს უთ­ქვამს: - ნინო კა­კუ­ლი­აო... ნო­და­რი აყი­რავ­და სკა­მი­დან და ხარ­ხა­რებ­და... აღ­მოჩ­ნდა, რომ აქე­და­ნაც და იქი­და­ნაც, სა­დაც კი კი­თხვა დას­ვა, პა­სუ­ხად "ნინო კა­კუ­ლია" მი­ი­ღო და ორი ნინო კა­კუ­ლია ეჯდა... სულ იხ­სე­ნებ­და ამ ამ­ბავს - თუ რო­გორ გა­მიც­ნო და ყვე­ლას­თან ყვე­ბო­და... დღეს კი სა­ოც­რად გულ­ჩა­თხრო­ბილს მი­წევს ამის გახ­სე­ნე­ბა და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ის წა­ვი­და..."

ირმა ხარ­ში­ლა­ძე (ჟურ­ნა­ლის­ტი):

1990-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ რა­დი­ოს პირ­ველ არხზე ვმუ­შა­ობ­დი და ბავ­შვთა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ფეს­ტი­ვალ "გა­ზა­ფხუ­ლის ზა­რებს" ვა­ტა­რებ­დით... ფეს­ტი­ვა­ლი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იყო და მის­თვის ფულს ხან ვის ვთხოვ­დით, ხან ვის. მახ­სოვს, ნო­დარ ხა­დურს რომ მი­ვა­კი­თხეთ, მა­შინ გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდა იყო და ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ ავუხ­სე­ნით, თა­ვი­სი ჯი­ბი­დან ულა­პა­რა­კოდ ამო­ი­ღო 500 ლარი და გად­მოგ­ვცა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის­თვის შე­სა­ნიშ­ნავ საქ­მეს აკე­თებ­თო (იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად მღე­როდ­ნენ)...

ეს საკ­მა­ოდ დიდი ფული იყო და უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი ვი­ყა­ვით. მერე კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ შევ­ხვედ­რი­ვარ.ეს ფოტო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან ასე, 12 წლის შემ­დეგ, წინა სა­ა­ხალ­წლოდ, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­დაგ­ვი­ღეს - იმ­ხა­ნად ნო­დარ ხა­დუ­რი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იყო, ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი, და გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" რუბ­რი­კა "პი­რის­პი­რის­თვის" ჩავ­წე­რე... ძა­ლი­ან კარ­გი სა­უ­ბა­რი გა­მოგ­ვი­ვი­და...მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, თა­ნაც ასეთ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული... ნა­თე­ლი და­ად­გეს იმ­ქვეყ­ნად..."

თიკო ჯა­ფი­აშ­ვი­ლი (თსუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა):

ნინო ზამ­ბა­ხი­ძე, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"ცუდი ამ­ბა­ვია... ძა­ლი­ან დამ­წყდა გული ნო­დარ ხა­დურ­ზე! მას­თან ასე­თი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს: 2015 წე­ლია და მა­ში­დელ პრე­მი­ერ მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ვხვდე­ბით ახალ­ცი­ხე­ში, აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვუყ­ვე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე რო­გორ აი­წია სა­ძოვ­რის ფას­მა 500.000 ლარ­ზე და რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ მე­წარ­მე­ებს ვინც მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას უძღვე­ბა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბა­ტონ ირაკ­ლის უკი­თხავს, ეგ გოგო რამ­დე­ნი წლი­საა ამ­დე­ნი რამ რომ მო­ას­წროო და ნო­დარს უპა­სუ­ხია ჩემ­ზე 10 წლით დი­დი­აო. მო­მი­ტა­ნეს ეს ამ­ბა­ვი და და­ვუ­რე­კე ბა­ტონ გელა ხა­ნიშ­ვილს ვი­ცო­დი, რომ მე­გობ­რობ­დნენ, ვუ­თხა­რი რა­ნა­ი­რად მა­კად­რა ეს ნო­დარ­მა­თქო ანუ რას ამ­ბობს, რომ 50 წლის ვარ­თქო? გა­და­ე­ცი რომ არ­სად შემ­ხვდეს ურ­ჩევ­ნი­ა­თქო. ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ ამა­ზე. მა­შინ მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი!

14 ივ­ნი­სია ჩემი და­ბა­დე­ბის დღე და რე­კავს ტე­ლე­ფო­ნი ვუ­პა­სუ­ხე და მეს­მის: მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გო­გოს ყვე­ლა­ზე მო­ხუ­ცი ნო­დარ ხა­დუ­რი ულო­ცავს და­ბა­დე­ბის დღე­სო! ასე გა­ვი­ცა­ნი და დავ­მე­გობ­რდით..."

სამ­ძიმ­რის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო:

"სრუ­ლი­ად შეგვძრა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის, პრო­ფე­სორ ნო­დარ ხა­დუ­რის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ.

იგი იყო საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი ეკო­ნო­მის­ტი, პრინ­ცი­პუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, ერ­თგუ­ლი და უშუ­ა­ლო პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის იმე­დი და გვერ­დში დგო­მაც ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო: "ყვე­ლა­ფე­რი წინ არის!"

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტონ ნო­დარს ბევ­რი გეგ­მა და იდეა დარ­ჩა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რაც დიდი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს, ისე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის. მისი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა კი­დევ დიდ­ხანს გაყ­ვე­ბა მის თა­ნამ­შრომ­ლებს, სტუ­დენ­ტებ­სა და კო­ლე­გებს.

გა­ნუ­ზო­მე­ლი მწუ­ხა­რე­ბით, გულ­წრფე­ლად თა­ნა­ვუგ­რძნობთ ოჯახს, მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს და ყვე­ლას, ვინც ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს იც­ნობ­და.

მშვი­დო­ბით ბა­ტო­ნო ნო­დარ და მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"

როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

სოციალურ ქსელში ნოდარ ხადურზე ჟურნალისტები და ცნობილი სახეები საინტერესო ისტორიებს იხსენებენ.

მაიკო მიშელაძე (ჟურნალისტი):

თამთა დემურიშვილი (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი სპეციალური/პენიტენციური სამსახური):

ნინო კაკულია (ჟურნალისტი, პროდიუსერი):

"ნოდარ ხადურის გარდაცვალების ამბავი ელდასავით მეცა - დედაჩემმა ჯერ ათასი კითხვა დამისვა - სად ვიყავი, როგორ ვიყავი და შემომაპარასავით - გაიგე, ეს საშინელი ამბავიო?! გავგიჟდი... უზომოდ მეტკინა... ნოდარი ჩვენი უნივერსიტეტის გაზეთის რედკოლეგიის გამორჩეული წევრიც იყო და არ მავიწყდება, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა, ვკითხე - მოახერხებ რედკოლეგიის სხდომებზე დასწრებას-თქო? - რას ჰქვია, უნივერსიტეტის გაზეთი ჩემთვის პირველი პრესაა და ყველა საქმეს გადავდებ და მოვალო... და აი, ამ სურათზე მინისტრობისას არის სწორედ გაზეთის რედკოლეგიის სხდომას რომ დაესწრო... ის ყოველთვის გვგულშემატკივრობდა...

უნივერსიტეტში პროფესორობა მისთვის ყველა თანამდებობაზე ძვირფასი იყო... არ შემიძლია ერთი სასაცილო რამ არ გავიხსენო, რაზეც, რამდენჯერაც მნახავდა, არ არსებობდა - არ გაეხსენებინა ჩემთვის: - მაშინ "ალიონში" ვმუშაობდი. ნოდარი ვიღაცის თანაშემწე იყო. მივედი პრესკონფერენციაზე მასალის გასაშუქებლად. შემომხვდა კარებში ახალგაზრდა კაცი (ნოდარი) და დავჯექი სკამზე. მოვიდა ეს კაცი (ნოდარი), დამიჯდა გვერდში და მეკითხება - თქვენი სახელი და გვარი? - ნინო კაკულია-მეთქი. ჩაიწერა ჩემი მონაცემები.

გავიხედე და ორ წუთში, ნოდარის მეორე მხრიდან სხვა გოგო მოუჯდა. ნოდარი ახლა იმ გოგოს შეეკითხა - თქვენი სახელი და გვარიო? - იმ გოგოს უთქვამს: - ნინო კაკულიაო... ნოდარი აყირავდა სკამიდან და ხარხარებდა... აღმოჩნდა, რომ აქედანაც და იქიდანაც, სადაც კი კითხვა დასვა, პასუხად "ნინო კაკულია" მიიღო და ორი ნინო კაკულია ეჯდა... სულ იხსენებდა ამ ამბავს - თუ როგორ გამიცნო და ყველასთან ყვებოდა... დღეს კი საოცრად გულჩათხრობილს მიწევს ამის გახსენება და დაუჯერებელია, რომ ის წავიდა..."

ირმა ხარშილაძე (ჟურნალისტი):

1990-იანი წლების მიწურულს გავიცანი, მაშინ რადიოს პირველ არხზე ვმუშაობდი და ბავშვთა ქართული სიმღერის ფესტივალ "გაზაფხულის ზარებს" ვატარებდით... ფესტივალი არაკომერციული იყო და მისთვის ფულს ხან ვის ვთხოვდით, ხან ვის. მახსოვს, ნოდარ ხადურს რომ მივაკითხეთ, მაშინ გაცილებით ახალგაზრდა იყო და ფესტივალის მნიშვნელობა რომ ავუხსენით, თავისი ჯიბიდან ულაპარაკოდ ამოიღო 500 ლარი და გადმოგვცა, ქართული სიმღერისთვის შესანიშნავ საქმეს აკეთებთო (იმხანად საქართველოში მხოლოდ ინგლისურად მღეროდნენ)...

ეს საკმაოდ დიდი ფული იყო და უბედნიერესები ვიყავით. მერე კარგა ხნის განმავლობაში აღარ შევხვედრივარ.ეს ფოტო პირველი შეხვედრიდან ასე, 12 წლის შემდეგ, წინა საახალწლოდ, ჩვენი ყველაზე გულახდილი ინტერვიუს დროს გადაგვიღეს - იმხანად ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი იყო, ახლად დანიშნული, და გაზეთ "ყველა სიახლის" რუბრიკა "პირისპირისთვის" ჩავწერე... ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა...მისმა გარდაცვალებამ, თანაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ძალიან დამწყვიტა გული... ნათელი დაადგეს იმქვეყნად..."

თიკო ჯაფიაშვილი (თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა):

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

"ცუდი ამბავია... ძალიან დამწყდა გული ნოდარ ხადურზე! მასთან ასეთი მოგონება მაკავშირებს: 2015 წელია და მაშიდელ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ვხვდებით ახალციხეში, აღშფოთებული ვუყვები აუქციონზე როგორ აიწია საძოვრის ფასმა 500.000 ლარზე და როგორი პრობლემები ექმნებათ მეწარმეებს ვინც მეცხოველეობას უძღვება.

შეხვედრის შემდეგ ბატონ ირაკლის უკითხავს, ეგ გოგო რამდენი წლისაა ამდენი რამ რომ მოასწროო და ნოდარს უპასუხია ჩემზე 10 წლით დიდიაო. მომიტანეს ეს ამბავი და დავურეკე ბატონ გელა ხანიშვილს ვიცოდი, რომ მეგობრობდნენ, ვუთხარი რანაირად მაკადრა ეს ნოდარმათქო ანუ რას ამბობს, რომ 50 წლის ვართქო? გადაეცი რომ არსად შემხვდეს ურჩევნიათქო. ბევრი ვიხალისეთ ამაზე. მაშინ მას პირადად არ ვიცნობდი!

14 ივნისია ჩემი დაბადების დღე და რეკავს ტელეფონი ვუპასუხე და მესმის: მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გოგოს ყველაზე მოხუცი ნოდარ ხადური ულოცავს დაბადების დღესო! ასე გავიცანი და დავმეგობრდით..."

სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს კონკურენციის სააგენტო:

"სრულიად შეგვძრა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხადურის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

იგი იყო საქვეყნოდ ცნობილი ეკონომისტი, პრინციპული და სამართლიანი ხელმძღვანელი, ინტელექტუალი, ერთგული და უშუალო პიროვნება, რომლის იმედი და გვერდში დგომაც ყოველთვის იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას.

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მისი ბოლო სიტყვები იყო: "ყველაფერი წინ არის!"

სამწუხაროდ, ბატონ ნოდარს ბევრი გეგმა და იდეა დარჩა განუხორციელებელი, რაც დიდი დანაკლისია როგორც კონკურენციის სააგენტოს, ისე სრულიად საქართველოსათვის. მისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ დიდხანს გაყვება მის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

განუზომელი მწუხარებით, გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.

მშვიდობით ბატონო ნოდარ და მადლობა ყველაფრისათვის!"

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს