მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით
როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით

ნატო-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა და­ი­წყოს დის­კუ­სი­ე­ბი - მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა თუ არა მის­თვის, შე­უ­ერ­თდეს ნატო-ს აფხა­ზე­თი­სა და „სამ­ხრეთ ოსე­თის“ გა­რე­შე და მე­ხუ­თე მუხ­ლმა მხო­ლოდ ის ტე­რი­ტო­რია მო­იც­ვას, რო­მელ­საც მთლი­ა­ნად აკონ­ტრო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ. მა­მუ­კა არე­ში­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ "რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბა მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ იყო და გა­ახ­მო­ვა­ნე­ბი­ნეს". ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მი­იჩ­ნევს, რომ ნატო-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი მზად არი­ან ნატო-ში მიგ­ვი­ღონ, თუმ­ცა, რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო, არ წავ­ლენ.

„ნატო-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­ა­ლუ­რი მდივ­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბაა. და­ფიქ­რე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. მე ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა უნდა გა­ი­მარ­თოს ამ თე­მა­ზე. ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სოა.

მე ვფიქ­რობ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის, ეს გა­ახ­მო­ვა­ნე­ბი­ნეს, სთხო­ვეს. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, ნატო-ს დღე­ვან­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ მი­გი­ღებთ ნატო-ში, ოღონდ რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე არ წვალთ, რუ­სეთ­თან სა­დაო არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ის ჩვენ­თვის არის მა­ინც თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ნა­წი­ლი, მაგ­რამ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო, რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში არ შე­ვალთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

„რონ­დე­ლის“ ფონ­დის მკვლე­ვა­რის, ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ნა­ტოს-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მოჩ­ნდა, რომ "2008 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მთლად მარ­თე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ იყო“.

„ეს გან­ცხა­დე­ბა არის და­დე­ბი­თი, იმი­ტომ რომ ნატო-ში კი­დევ უფრო აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმას, რომ 2008 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო მთლად მარ­თე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და რუ­სე­თის მი­მართ ეს არის არას­წო­რად გაგ­ზავ­ნი­ლი სიგ­ნა­ლე­ბი, რომ წა­ა­ქე­ზა მისი აგ­რე­სია ჩვენს მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ გავ­რცელ­დეს ნატო-ს მე­ხუ­თე მუხ­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბას სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი რუ­სე­თის შემ­დგო­მი შე­საძ­ლო აგ­რე­სი­ის მო­გე­რი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ის, რომ ნატო-ს ყო­ფილ­მა, მაგ­რამ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ეს გა­ნა­ცხა­და, ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლეთ­ში უკვე მწიფ­დე­ბა აზრი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ნატო-ს წევ­რო­ბას და ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ნა­ცხა­და, რომ მო­საზ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გამ­ხდა­რი­ყო ნატო-ს წევ­რი იმგვა­რად, რომ ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის მუხ­ლი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას "ფრაგ­მენ­ტუ­ლად ჰქონ­და."

"ეს იდეა არ ეკუთ­ვნის ან­დრეს ფოგ რას­მუ­სენს. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ისიც იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და როცა გენმდი­ვა­ნი იყო, მა­შინ ჰქო­ნო­და ეს პო­ზი­ცია, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ წო­ნის, ამ რან­გის, დღეს უკვე ექ­სპერ­ტის როლ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს მო­საზ­რე­ბა ფრაგ­მენ­ტუ­ლად ჰქონ­და მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ის ხალ­ხი იყო, ვი­საც გვქონ­და ეს პო­ზი­ცია, თუმ­ცა იმი­სათ­ვის, რომ აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა და­ი­წყო, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დად­გეს. მე არ მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნატო-სთან მი­მარ­თე­ბით გარ­და საფრ­თხის გან­ცდი­სა, სხვა გან­ცდე­ბი აქვს,"- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით

როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები - მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

აღნიშნულ განცხადებას ქართველი ექსპერტები აფასებენ. მამუკა არეშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ "რასმუსენის განცხადება მისი ინიციატივა არ იყო და გაახმოვანებინეს". ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

„ნატო-ს ყოფილი გენეალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება გაეკეთებინა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა.

მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს. უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგიღებთ ნატო-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ "2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში მთლად მართებული და სამართლიანი არ იყო“.

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ რომ ნატო-ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ.

რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. ის, რომ ნატო-ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მოსაზრება, საქართველო გამხდარიყო ნატო-ს წევრი იმგვარად, რომ ტოტალური თავდაცვის მუხლი არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობას "ფრაგმენტულად ჰქონდა."

"ეს იდეა არ ეკუთვნის ანდრეს ფოგ რასმუსენს. სასიამოვნოა, რომ ისიც იმავე პოზიციაზეა. უკეთესი იქნებოდა როცა გენმდივანი იყო, მაშინ ჰქონოდა ეს პოზიცია, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წონის, ამ რანგის, დღეს უკვე ექსპერტის როლში მყოფი ადამიანების პოზიციები.

საქართველოს ხელისუფლებას ეს მოსაზრება ფრაგმენტულად ჰქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ის ხალხი იყო, ვისაც გვქონდა ეს პოზიცია, თუმცა იმისათვის, რომ აქტიური ქმედება დაიწყო, მოტივირებული უნდა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნატო-სთან მიმართებით გარდა საფრთხის განცდისა, სხვა განცდები აქვს,"- განაცხადა ხიდაშელმა.

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი