მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა
წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი გუს­ტავ მა­ლე­რის მე­ო­რე სიმ­ფო­ნი­ით გა­იხ­სნა. მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ მეცო სოპ­რა­ნო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე და სოპ­რა­ნო ინგ ფან­გი. თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის გუნდს, პან-კავ­კა­სი­ურ ახალ­გაზ­გარ­დულ ორ­კესტრთან ერ­თად მა­ესტრო ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და დი­რი­ჟო­რობ­და. კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზან­ზე, იდე­ა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს.

„მე და მარ­ტინ ენგსტრო­ემ­მა ვერ­ბი­ეს ფეს­ტი­ვა­ლი 26 წლის წინ და­ვა­არ­სეთ. სამი წლის წინ სწო­რედ ვერ­ბი­ე­ში გაგ­ვიმ­ხი­ლა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა წი­ნან­დალ­ში ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბის სურ­ვი­ლი. ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა მარ­ტო მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კერა, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის... დღეს ეს ფორ­მა­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სწო­რედ ისე, რო­გორც იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. რო­დე­საც აქ პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე, თუ რა სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია, მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­დას, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ დი­რი­ჟორ­სა და მა­ესტროს, რო­მელ­თა­ნაც 20 წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს და შევ­თა­ვა­ზე, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო ამ პრო­ექ­ტში. ჩვენ ყვე­ლა­ნი მად­ლი­ე­რე­ბი ვართ მისი, რომ მან ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ყო­ველ­გვა­რი ფიქ­რის გა­რე­შე მი­ი­ღო და დღეს ჩვენ­თან ერ­თა­დაა. ჩვენ და­ვი­სა­ხეთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და ჩვენ ეს შე­ვას­რუ­ლეთ კი­დეც. მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს შთა­გო­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბას მი­ვა­ნი­ჭებთ მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით.“ - ავი შო­შა­ნი - ფეს­ტი­ვა­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ის­რა­ე­ლის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სო­ლის­ტე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ. ფეს­ტი­ვა­ლი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს, კავ­კა­სი­ი­დან და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­იღ­რმა­ვონ მუ­სი­კა­ლუ­რი ცოდ­ნა, და­ეს­წრონ პრო­ფე­სი­ულ სე­მი­ნა­რებ­სა და მას­ტერკლა­სებს.

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი- წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი : „წი­ნან­და­ლი ყო­ველ­თვის იყო კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის კერა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მის ის­ტო­რი­ას. ჩვე­ნი ოც­ნე­ბა ყო­ველ­თვის იყო წი­ნან­და­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრად გვექ­ცია. მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წი­ნან­დლი­დან დღეს მშვი­დო­ბის გზავ­ნილს ვუგ­ზავ­ნით რე­გი­ონს, რად­გა­ნაც მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მია და პან­კავ­კა­სი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრი ეს არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი, უნი­კა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­ზი­ა­როთ ეს ლა­მა­ზი და პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი მსოფ­ლი­ოს და რე­გი­ონს, რო­მე­ლიც, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ეს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი და მა­ესტრო ნო­ზე­და მო­ახ­დე­ნენ სას­წა­ულს. ამ ახალ­გაზ­რდებს მი­ე­ცათ სა­ო­ცა­რი შან­სი მე­გობ­რო­ბი­სა და ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.“

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში პან-კავ­კა­სი­უ­რი (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მე­ლიც 6 ქვე­ყა­ნა­ში შერ­ჩე­უ­ლი ახალ­გზარ­და, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბის­გან და­კომ­პლექტდა.

15 დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის დროს წი­ნან­დალ­ში 40 მდე სა­ორ­კესტრო, კა­მე­რუ­ლი და სოლო კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა. წი­ნან­დლის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია „სილ­ქნე­ტია“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წინანდლის ისტორიულ მამულში მუსიკალური ფესტივალი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და სოპრანო ინგ ფანგი. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის გუნდს, პან-კავკასიურ ახალგაზგარდულ ორკესტრთან ერთად მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ფესტივალის მიზანზე, იდეაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„მე და მარტინ ენგსტროემმა ვერბიეს ფესტივალი 26 წლის წინ დავაარსეთ. სამი წლის წინ სწორედ ვერბიეში გაგვიმხილა გიორგი რამიშვილმა წინანდალში ფესტივალის დაარსების სურვილი. ეს უნდა ყოფილიყო არა მარტო მსოფლიოში განთქმული შემსრულებლებისა და საუკეთესო კლასიკური მუსიკის კერა, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისთვის... დღეს ეს ფორმატი განხორციელდა სწორედ ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი და ვნახე, თუ რა საოცარი ადგილია, მაშინვე დავუკავშირდი ჯანანდრეა ნოზედას, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დირიჟორსა და მაესტროს, რომელთანაც 20 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს და შევთავაზე, რომ ჩართულიყო ამ პროექტში. ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ მისი, რომ მან ეს შეთავაზება ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიიღო და დღეს ჩვენთან ერთადაა. ჩვენ დავისახეთ ყველაზე მაღალი სტანდარტები, რომელიც უნდა შეგვესრულებინა და ჩვენ ეს შევასრულეთ კიდეც. მჯერა, რომ ადამიანებს შთაგონების, განათლებისა და ჰარმონიის ერთობლიობას მივანიჭებთ მუსიკის მეშვეობით.“ - ავი შოშანი - ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელი.

წინანდლის ფესტივალს სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები ეწვივნენ. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ მუსიკალური ცოდნა, დაესწრონ პროფესიულ სემინარებსა და მასტერკლასებს.

გიორგი რამიშვილი- წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი : „წინანდალი ყოველთვის იყო კულტურის და განათლების კერა. ჩვენ ვაგრძელებთ მის ისტორიას. ჩვენი ოცნება ყოველთვის იყო წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გვექცია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წინანდლიდან დღეს მშვიდობის გზავნილს ვუგზავნით რეგიონს, რადგანაც მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ეს არის უნიკალური შანსი, უნიკალური მაგალითი, როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს ლამაზი და პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს და რეგიონს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ რთულია. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მაესტრო ნოზედა მოახდენენ სასწაულს. ამ ახალგაზრდებს მიეცათ საოცარი შანსი მეგობრობისა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოცნება მომავალ თაობებში გაგრძელდება.“

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდა, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა.

15 დღიანი ფესტივალის დროს წინანდალში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი ჩატარდება. წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის