პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე
შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე

კირ­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის შე­ფერ­ხე­ბაა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის. კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას - სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, კომ­პა­ნი­ას, ამა თუ იმ პირს. მისი მას­შტა­ბე­ბი, ფორ­მე­ბი ხში­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ამი­ტომ, თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი მომ­გვა­რე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლის­ტი ჰყავს. იმის­თვის, რომ კრი­ზი­სი მე­ტად არ გამ­წვავ­დეს, სა­ჭი­როა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა და მისი მარ­თვა.

არ­სე­ბობს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კრი­ზი­სიც, რა­ზეც უკვე პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზრუ­ნა­ვენ... რა არის პი­არკრი­ზი­სი, რო­დის დგე­ბა ის და რო­გორ უნდა მარ­თო, ამა­ზე პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კახა მაღ­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში წარ­მოქ­მნი­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კრი­ზი­სის, იგი­ვე პი­არკრი­ზი­სის მე­ნე­ჯმენ­ტი, ამა თუ იმ პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მარ­თვა, ან მას­ზე ზრუნ­ვაა... მაგ­რამ რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პი­როვ­ნე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მისი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია შე­ი­ტყობს, ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სა­ფიქ­რა­ლია, რად­გა­ნაც საფრ­თხე იმიჯ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას ექ­მნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ისეც მოხ­დეს, რომ პრობ­ლე­მა ბუ­ნე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ვი­ღა­ცის მიერ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში გავ­რცელ­დეს, ან - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ან სა­ერ­თოდ - ჭო­რად. ესეც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კრი­ზი­სია და მა­საც სჭირ­დე­ბა მარ­თვა. ჩვენ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში წარ­მოქ­მნილ შე­დე­გებ­ზე ვა­გებთ პა­სუხს და არა იმ კონ­კრე­ტულ კრი­ზის­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რად არც კი არ­სე­ბობ­დეს".

კახა მაღ­რა­ძის თქმით, არ­სე­ბობს რო­გორც სპონ­ტა­ნუ­რი კრი­ზი­სე­ბი, რო­მე­ლიც რა­ღაც მოვ­ლე­ნის შე­დე­გად ან ვი­ღა­ცის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­იქ­მნე­ბა, ან მდგრა­დი, მუდ­მი­ვი კრი­ზი­სე­ბი, როცა რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ან პი­როვ­ნე­ბებს მათი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის, თუ გარ­კვე­ულ ჯგუ­ფე­ბის აღ­ქმის კუ­თხით, მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. „მა­გა­ლი­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი რა­ღაც ტი­პის აუ­დი­ტო­რი­ას გრან­ტი­ჭა­მია ჰგო­ნია და ფიქ­რობს, რომ ის არაფ­რის­მაქ­ნი­სია. სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სულ არის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ხელ­ფა­სებს იღე­ბენ და არა­ფერს აკე­თე­ბენ და ამა­ვეს ამ­ბო­ბენ მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფა­სებ­ზე თუ და­ნა­მა­ტებ­ზე. ეს მდგრა­დი კრი­ზი­სია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც წესი, საქ­მე­ში პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მა­შინ ვერ­თვე­ბით, თუ ვინ­მეს კონ­კრე­ტუ­ლი საფრ­თხე ექ­მნე­ბა,“ - ამ­ბობს კახა და ჩვე­ნი თხოვ­ნით, კონ­კრე­ტულ ქე­ისს იხ­სე­ნებს: „2014 წელს გა­და­წყდა, რომ ლუ­დის აქ­ცი­ზუ­რი გადსა­ხა­დი 100%-ით უნდა გაზ­რდი­ლი­ყო, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯი იქ­ნე­ბო­და მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის და ათას პრობ­ლე­მას­თან ერ­თად, გა­ყიდ­ვე­ბი შემ­ცირ­დე­ბო­და. მა­შინ ლუ­დის მწარ­მო­ებ­ლებ­მა - სამ­მა მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ ამ პრობ­ლე­მა­ზე ჩვენ­თან ერ­თად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ი­ხა­ტა.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო - ერთი, მთავ­რო­ბა დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა, არ გა­ე­ზარ­და სა­აქ­ცი­ზო გა­და­სა­ხა­დი, მე­ო­რე - თუ გაზ­რდი­და, ყვე­ლას სცოდ­ნო­და, რომ ლუ­დის ფა­სის ზრდა აქ­ცი­ზის ზრდას უკავ­შირ­დე­ბო­და და არა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ზე­მო­გე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვილს. მე­ო­რე მი­ზა­ნი შე­ვას­რუ­ლეთ, თუმ­ცა პირ­ვე­ლიც - ნა­წი­ლობ­რივ.

სა­ბო­ლო­ოდ გა­და­სა­ხა­დი მა­ინც გა­ი­ზარ­და და ლუ­დის ფას­მაც მო­ი­მა­ტა, რაც ბა­ზარ­ზე მთლად კარ­გად არ აი­სა­ხა, მაგ­რამ სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­უ­რო­ბას შე­დე­გი ჰქონ­და, - მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ი­გო, რომ ლუ­დის ფას­მა მთავ­რო­ბის გამო აი­წია. ამ ყვე­ლა­ფერს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბიც ახ­ლდა, - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­დუსტრი­ას მეტ ან­გა­რიშს უწევ­და და მას შემ­დეგ სა­აქ­ცი­ზო გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდა დღის წეს­რიგ­ში აღარ დამ­დგა­რა“.

რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კრი­ზი­სის მარ­თვა გარ­და­უ­ვალ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს და აი, რო­გორ - „როცა კრი­ზი­სი ხი­ლუ­ლია, სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში იწე­რე­ბა სტა­ტი­ე­ბი, კეთ­დე­ბა რე­პორ­ტა­ჟე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ღა­ცე­ბი ზი­არ­დე­ბა, მაგ­რამ რაც უნდა მწვა­ვე ამ­ბა­ვი იყოს, ის 2-3 დღე­ში ყვე­ლას ავი­წყდე­ბა და სხვა სა­კი­თხზე გა­და­დი­ან, ანუ კრი­ზი­სი თა­ვი­სით იმარ­თე­ბა.

იგი­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის - მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გა­და­დო­მას ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მოჰ­ყვა, იყო კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, რი­თაც, ჩემი აზ­რით, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კრი­ზი­სი შე­ექ­მნა, მაგ­რამ 2-3 დღე­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი შე­წყდა... თუმ­ცა კრი­ზი­სის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მარ­თვა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში ხმა­უ­რის შე­წყვე­ტას, ის, პირ­ველ რიგ­ში, წარ­მოქ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, აუ­დი­ტო­რი­ის თავ­ში ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით დარ­ჩე­ნი­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, შეც­ვლაა და სწო­რედ ესაა პი­ა­რის ამო­ცა­ნა“, - გან­მარ­ტავს კახა მაღ­რა­ძე.

- მთე­ლი გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო, არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი მოხ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია?

- რა თქმა უნდა, კრი­ზი­სი იყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც გა­დად­გა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი - ეს იყო პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის გა­დად­გო­მა, პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა და ა.შ. კრი­ზი­სი იმ­დე­ნად მწვა­ვე იყო, რომ ამის მთლი­ა­ნად იგ­ნო­რი­რე­ბა ვერ შეძ­ლო და გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წია. და­ნარ­ჩე­ნი კი პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის სა­გა­ნია, უნდა გა­ი­ზო­მოს, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იყო ეს ნა­ბი­ჯე­ბი, რამ­დე­ნად იმუ­შა­ვა გარ­კვე­ულ­მა სტრა­ტე­გი­ებ­მა თუ ტაქ­ტი­კურ­მა სვლებ­მა, თუ იმუ­შა­ვა, რა ტი­პის აუ­დი­ტო­რი­ა­ზე და სხვა.

ისე, რაც უნდა სწო­რად მარ­თო კრი­ზი­სი, ვი­ღა­ცებს მა­ინც ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნა დარ­ჩე­ბათ თქვენ­ზე და თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. აქ ზომა-წო­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, რამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ას რა ზო­მის პო­ზი­ტი­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შე­უქ­მნი, სხვა­ნა­ი­რად და­ა­ფიქ­რებ, ან კი­თხვას გა­უ­ჩენ შენი ქმე­დე­ბის მარ­თლზო­მი­ე­რე­ბას­თან, თუ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- ბოლო დროს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან - „რუს­თა­ვი 2“-ს სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი შე­ექ­მნა... რო­გორ უნდა მოგ­ვარ­დეს ეს პრობ­ლე­მა?

- ფაქ­ტია, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას გუნ­დი და­ე­შა­ლა, ვინც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მებ­ზე და ანა­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებ­ზე მუ­შა­ობ­და, ყვე­ლა წა­ვი­და, ეს არხს მა­ყუ­რე­ბელს აკარ­გვი­ნებს, რაც მის­თვის კრი­ზი­სია და ამას­თან, რე­პუ­ტა­ცი­ა­საც საფრ­თხეს უქ­მნის. ახლა ტე­ლე­ვი­ზია ან­ტიკ­რი­ზი­სულ რე­ჟიმ­ში უნდა მუ­შა­ობ­დეს - მუდ­მი­ვად უნდა გა­მო­დი­ოდ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ იმის შე­სა­ხებ, რას და რო­გორ საქ­მი­ა­ნო­ბენ.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კრი­ზი­სი იმ­დე­ნად მწვა­ვე იყო, რომ კომ­პა­ნია ბაზ­რი­და­ნაც გა­სუ­ლა. ზოგ­ჯერ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ჯო­ბია - უნდა შე­წყვი­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც იტყვი­ან, სა­ხე­ლის გა­ტე­ხას თა­ვის გა­ტეხ­ვა ჯო­ბია. ხან­და­ხან ჯობს, თვი­თონ და­ზი­ან­დე. თუ ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია შენი მი­სა­მარ­თით და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ხარ, თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა დათ­მო. მთა­ვა­რია, რის­კე­ბი პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ა­ფა­სო და ისე იმოქ­მე­დო.

- ხმა­უ­რი მი­წყდე­ბა და მოდი, თავი და­ვა­ნე­ბოთ, ეს პო­ზი­ცია არ ამარ­თლებს?

- ეს პო­ზი­ცია არ არის სწო­რი, რად­გან ხმა­უ­რი არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რი, რო­გორც ვთქვით, აუ­დი­ტო­რი­ის თავ­ში და­ლე­ქი­ლი წარ­მოდ­გე­ნა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ის უნდა გა­ნე­იტ­რალ­დეს, მე­ო­რე - ერთი გან­ცხა­დე­ბით, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ით თუ ნა­ბი­ჯით კრი­ზი­სი სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ იხ­სნე­ბა. აუ­დი­ტო­რი­ის კი­თხვებს ბო­ლომ­დე უნდა გას­ცე პა­სუ­ხი, მაგ­რამ ისიც უნდა ით­ქვას, რომ კრი­ზი­სის მარ­თვის უნი­ვერ­სა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს.

- ბო­ლოს რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, კრი­ზი­სის წარ­მოქ­მნის შემ­დეგ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ანა­ლი­ზი უნდა მოხ­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა, თა­ვად პრობ­ლე­მა რამ­დე­ნად მწვა­ვეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის გან­ვი­თარ­დეს, ეს დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს გათ­ვლი­ლი;

მე­ო­რე - უნდა შე­ა­ფას­დეს - რა წარ­მოდ­გე­ნაა ხალ­ხში, მე­დი­ა­ში, რას წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­ზე, ყვე­ლა­ფერს კი სწრა­ფად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დეს;

მე­სა­მე - თუ ისე­თი სტრა­ტე­გი­ას შე­ირ­ჩე­ვა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხო­ბენ, ჯობს, თა­ვად იყონ აქ­ტი­უ­რე­ბი;

მე­ო­თხე - სწო­რი ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა იმის­თვი­სა­ცაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბას ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ით მი­უდ­გე. სტრა­ტე­გი­ის სწო­რი შეს­რუ­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც გრძელ­ვა­დი­ან აქ­ტი­ვო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, მოგ­ვცემს სა­სურ­ველ შე­დე­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე

შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე

კირზისული სიტუაცია ნებისმიერი საქმის შეფერხებაა, რომელიც ზოგადად განვითარებას ხელს უშლის. კრიზისი შეიძლება შეექმნას - საჯარო ორგანიზაციას, კომპანიას, ამა თუ იმ პირს. მისი მასშტაბები, ფორმები ხშირად განსხვავებულია და ამიტომ, თითოეულს თავისი მომგვარებელი, სპეციალისტი ჰყავს. იმისთვის, რომ კრიზისი მეტად არ გამწვავდეს, საჭიროა დროული რეაგირება და მისი მართვა.

არსებობს საკომუნიკაციო კრიზისიც, რაზეც უკვე პიარის სპეციალისტები ზრუნავენ... რა არის პიარკრიზისი, როდის დგება ის და როგორ უნდა მართო, ამაზე პიარის სპეციალისტი, კახა მაღრაძე გვესაუბრება:

"საინფორმაციო სივრცეში წარმოქმნილი საკომუნიკაციო კრიზისის, იგივე პიარკრიზისის მენეჯმენტი, ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგის მართვა, ან მასზე ზრუნვაა... მაგრამ როდესაც ორგანიზაციის, პიროვნების პრობლემის შესახებ მისი სამიზნე აუდიტორია შეიტყობს, ეს კიდევ დამატებითი საფიქრალია, რადგანაც საფრთხე იმიჯსა და რეპუტაციას ექმნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პრობლემა ბუნებაში საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცის მიერ ინფორმაცია მედიაში გავრცელდეს, ან - სოციალურ ქსელში, ან საერთოდ - ჭორად. ესეც საკომუნიკაციო კრიზისია და მასაც სჭირდება მართვა. ჩვენ საინფორმაციო სივრცეში წარმოქმნილ შედეგებზე ვაგებთ პასუხს და არა იმ კონკრეტულ კრიზისზე, რომელიც შეიძლება, რეალურად არც კი არსებობდეს".

კახა მაღრაძის თქმით, არსებობს როგორც სპონტანური კრიზისები, რომელიც რაღაც მოვლენის შედეგად ან ვიღაცის მიერ სპეციალურად წარმოიქმნება, ან მდგრადი, მუდმივი კრიზისები, როცა რაღაც საკითხებზე ორგანიზაციებს, ან პიროვნებებს მათი სამიზნე აუდიტორიის, თუ გარკვეულ ჯგუფების აღქმის კუთხით, მუდმივი პრობლემები აქვთ. „მაგალითად, სამოქალაქო სექტორი რაღაც ტიპის აუდიტორიას გრანტიჭამია ჰგონია და ფიქრობს, რომ ის არაფრისმაქნისია. საჯარო უწყების თანამშრომლებზე სულ არის წარმოდგენა, რომ ხელფასებს იღებენ და არაფერს აკეთებენ და ამავეს ამბობენ მინისტრების ხელფასებზე თუ დანამატებზე. ეს მდგრადი კრიზისია, მაგრამ საქართველოში, როგორც წესი, საქმეში პიარის სპეციალისტები მაშინ ვერთვებით, თუ ვინმეს კონკრეტული საფრთხე ექმნება,“ - ამბობს კახა და ჩვენი თხოვნით, კონკრეტულ ქეისს იხსენებს: „2014 წელს გადაწყდა, რომ ლუდის აქციზური გადსახადი 100%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც სერიოზული ხარჯი იქნებოდა მწარმოებლებისთვის და ათას პრობლემასთან ერთად, გაყიდვები შემცირდებოდა. მაშინ ლუდის მწარმოებლებმა - სამმა მსხვილმა კომპანიამ ამ პრობლემაზე ჩვენთან ერთად დაიწყო მუშაობა, რაც საინფორმაციო სივრცეში აქტიურობით გამოიხატა.

ჩვენი მიზანი იყო - ერთი, მთავრობა დაგვერწმუნებინა, არ გაეზარდა სააქციზო გადასახადი, მეორე - თუ გაზრდიდა, ყველას სცოდნოდა, რომ ლუდის ფასის ზრდა აქციზის ზრდას უკავშირდებოდა და არა კომპანიების მხრიდან ზემოგების მიღების სურვილს. მეორე მიზანი შევასრულეთ, თუმცა პირველიც - ნაწილობრივ.

საბოლოოდ გადასახადი მაინც გაიზარდა და ლუდის ფასმაც მოიმატა, რაც ბაზარზე მთლად კარგად არ აისახა, მაგრამ საინფორმაციო აქტიურობას შედეგი ჰქონდა, - მომხმარებელმა გაიგო, რომ ლუდის ფასმა მთავრობის გამო აიწია. ამ ყველაფერს გვერდითი ეფექტებიც ახლდა, - ხელისუფლება ინდუსტრიას მეტ ანგარიშს უწევდა და მას შემდეგ სააქციზო გადასახადის გაზრდა დღის წესრიგში აღარ დამდგარა“.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საკომუნიკაციო კრიზისის მართვა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს და აი, როგორ - „როცა კრიზისი ხილულია, საინფორმაციო სივრცეში იწერება სტატიები, კეთდება რეპორტაჟები, სოციალურ ქსელში რაღაცები ზიარდება, მაგრამ რაც უნდა მწვავე ამბავი იყოს, ის 2-3 დღეში ყველას ავიწყდება და სხვა საკითხზე გადადიან, ანუ კრიზისი თავისით იმართება.

იგივე პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის გადადომას ნეგატიური ინფორმაცია მოჰყვა, იყო კითხვის ნიშნები, რითაც, ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძეს და არსებულ ხელისუფლებას კრიზისი შეექმნა, მაგრამ 2-3 დღეში ამაზე საუბარი შეწყდა... თუმცა კრიზისის სრულფასოვანი მართვა არ ნიშნავს მხოლოდ საინფორმაციო სივრცეში ხმაურის შეწყვეტას, ის, პირველ რიგში, წარმოქმნილი სიტუაციის გამო, აუდიტორიის თავში ნეგატიური წარმოდგენის, დამოკიდებულების სახით დარჩენილი შეხედულებების განეიტრალება, შეცვლაა და სწორედ ესაა პიარის ამოცანა“, - განმარტავს კახა მაღრაძე.

- მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა იყო, არაერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?

- რა თქმა უნდა, კრიზისი იყო და ხელისუფლებამაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები - ეს იყო პარლამენტის თავჯდომარის გადადგომა, პროპორციული არჩევნების დანიშვნა და ა.შ. კრიზისი იმდენად მწვავე იყო, რომ ამის მთლიანად იგნორირება ვერ შეძლო და გარკვეული ქმედებების განხორციელება მოუწია. დანარჩენი კი პიარის სპეციალისტების მუშაობის საგანია, უნდა გაიზომოს, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ნაბიჯები, რამდენად იმუშავა გარკვეულმა სტრატეგიებმა თუ ტაქტიკურმა სვლებმა, თუ იმუშავა, რა ტიპის აუდიტორიაზე და სხვა.

ისე, რაც უნდა სწორად მართო კრიზისი, ვიღაცებს მაინც ნეგატიური წარმოდგენა დარჩებათ თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე. აქ ზომა-წონაზეა საუბარი, რამხელა აუდიტორიას რა ზომის პოზიტიურ შთაბეჭდილებას შეუქმნი, სხვანაირად დააფიქრებ, ან კითხვას გაუჩენ შენი ქმედების მართლზომიერებასთან, თუ ეფექტიანობასთან დაკავშირებით...

- ბოლო დროს ტელევიზიებიდან - „რუსთავი 2“-ს სერიოზული კრიზისი შეექმნა... როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- ფაქტია, რომ ტელევიზიას გუნდი დაეშალა, ვინც საინფორმაციო გადაცემებზე და ანალიტიკურ თოქ-შოუებზე მუშაობდა, ყველა წავიდა, ეს არხს მაყურებელს აკარგვინებს, რაც მისთვის კრიზისია და ამასთან, რეპუტაციასაც საფრთხეს უქმნის. ახლა ტელევიზია ანტიკრიზისულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს - მუდმივად უნდა გამოდიოდნენ და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ იმის შესახებ, რას და როგორ საქმიანობენ.

ყოფილა შემთხვევები, როცა კრიზისი იმდენად მწვავე იყო, რომ კომპანია ბაზრიდანაც გასულა. ზოგჯერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჯობია - უნდა შეწყვიტო საქმიანობა და შეინარჩუნო რეპუტაცია, როგორც იტყვიან, სახელის გატეხას თავის გატეხვა ჯობია. ხანდახან ჯობს, თვითონ დაზიანდე. თუ ბევრი კითხვის ნიშანია შენი მისამართით და მაღალი თანამდებობის პირი ხარ, თანამდებობა უნდა დათმო. მთავარია, რისკები პრობლემასთან დაკავშირებით შეაფასო და ისე იმოქმედო.

- ხმაური მიწყდება და მოდი, თავი დავანებოთ, ეს პოზიცია არ ამართლებს?

- ეს პოზიცია არ არის სწორი, რადგან ხმაური არ არის მთავარი. მთავარი, როგორც ვთქვით, აუდიტორიის თავში დალექილი წარმოდგენა და დამოკიდებულებაა, ის უნდა განეიტრალდეს, მეორე - ერთი განცხადებით, პრესკონფერენციით თუ ნაბიჯით კრიზისი სრულფასოვნად ვერ იხსნება. აუდიტორიის კითხვებს ბოლომდე უნდა გასცე პასუხი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კრიზისის მართვის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.

- ბოლოს რა რეკომენდაციების გაცემა შეიძლება?

- პირველ რიგში, კრიზისის წარმოქმნის შემდეგ, სრულფასოვანი ანალიზი უნდა მოხდეს. აუცილებელია არსებული სიტუაციის შეფასება, თავად პრობლემა რამდენად მწვავეა და როგორ შეიძლება ის განვითარდეს, ეს დეტალურად უნდა იყოს გათვლილი;

მეორე - უნდა შეაფასდეს - რა წარმოდგენაა ხალხში, მედიაში, რას წერენ სოციალურ ქსელში მასზე, ყველაფერს კი სწრაფად და გააზრებულად უნდა გაეცეს პასუხი, განცხადება გაკეთდეს;

მესამე - თუ ისეთი სტრატეგიას შეირჩევა, სადაც საზოგადოებას პასუხობენ, ჯობს, თავად იყონ აქტიურები;

მეოთხე - სწორი ანალიზი და შეფასება იმისთვისაცაა აუცილებელი, რომ კრიზისის მოგვარებას ერთიანი სტრატეგიით მიუდგე. სტრატეგიის სწორი შესრულება კი, რომელიც გრძელვადიან აქტივობებზე იქნება მიმართული, მოგვცემს სასურველ შედეგებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი