პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს
"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს

20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს მე­დი­ის 40-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­შავ­და. სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ოპე­რა­ტო­რებ­მა და ფო­ტოგ­რა­ფებ­მა. სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვეს იმ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, რომ­ლე­ბიც დარ­ბე­ვი­სას და­მიზ­ნე­ბით ეს­როდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, სცემ­დნენ და მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ მათ. მე­დი­ის­თვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლი­სა და მათ მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა.

რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის კვა­ლი ფო­ტოგ­რა­ფ გუ­რამ მუ­რა­დო­ვის ზურ­გზე

და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" და "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" იცა­ვენ. საია ამ სა­კი­თხზე ვრცელ ან­გა­რიშს რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მისი თქმით, საქ­მე არას­წო­რად არის კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს.

"პი­რა­დად ვი­ცავ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც აქ­ცი­ას აშუ­ქებ­და, ვი­დე­ოს იღებ­და. ხუთი ტყვია მოხ­ვდა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას - ერთი ტყვია თავ­ში და ოთხი ნა­კე­რი და­ა­დეს. გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს კად­რე­ბი სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

მა­გა­ლი­თად, ერთ უმ­ძი­მეს კადრში ჩანს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­საც ტყვია მოხ­ვდა მუ­ცელ­ში და იმ­დე­ნად მძი­მე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, რომ ნაწ­ლა­ვის ნა­წი­ლი უჩან­და

მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლის გულ­ზე დევს ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­შავ­დნენ და და­ზა­რალ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­ინც უარს აცხა­დებს მათ დაზ­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე. მივ­წე­რეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­ის სა­ხე­ლით, რომ ეც­ნოთ ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. გაგ­ვცეს სტან­დარ­ტუ­ლი პა­სუ­ხი, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და რო­დე­საც დას­რულ­დე­ბა, მერე გა­დავ­წყვეტ­თო.

გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა არა­სო­დეს არ დას­რულ­დე­ბა და ამ საქ­მე­საც, ისე­ვე რო­გორც სხვა უამ­რავს, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბენ" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ად­ვო­კა­ტის თქმით, საქ­მე უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლით, თუმ­ცა დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ 333-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ვი­თხოვთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის კუ­თხი­თაც, რო­გორც ჩანს, არა­ვინ აპი­რებს ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ახლა რაც უნდა გა­კეთ­დეს არის ის, რომ პირ­ველ რიგ­ში უნდა ცნონ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად. უნდა გა­მო­ი­ყოს ცალ­კე საქ­მე და აღიძ­რას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლი­თაც და არა სტან­დარ­ტუ­ლად.

კონ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხი კი მა­ნამ არ დად­გე­ბა, სა­ნამ არ დად­გე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. უნდა აი­ღოს შსს-მ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ გა­და­ა­მე­ტა ძა­ლებს და უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად უნდა და­ი­სა­ჯონ ისი­ნიც, რომ­ლებ­მაც და­მიზ­ნე­ბით სრო­ლის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს“ - ამ­ბობს დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე.

20 ივ­ნისს რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­პო­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ეკა აბა­ში­ძე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წარ­მო­ად­გენ­და. იგი AMBEBI.GE -სთან იხ­სე­ნებს აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

"გა­ზის ჩა­სუნ­თქვის გამო ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და სა­ჭი­რო გახ­და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა. მე მო­რი­გე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ გა­ვე­დი რუს­თა­ველ­ზე და ფე­ის­ბუქ-ლა­ი­ვე­ბით და­ვი­წყე აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბა. უცებ და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია კორ­დონ­ში, წა­ვე­დი იქეთ­კენ, რათა ახ­ლო­დან გა­და­მე­ღო რა ხდე­ბო­და. არ მქონ­და დამ­ცა­ვი არა­ფე­რი, არც ნი­ღა­ბი და არც სხვა რამ. ჯერ ერთ ტყვია მომ­ხვდა მხარ­ში და შვი­დი წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით მე­ო­რე ტყვია - მე­ო­რე მხარ­ში.

უკან და­ვი­ხიე და წა­მო­ვე­დი ქა­შუ­ე­თის­კენ. ამ დროს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს გაჰ­ყავ­დათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხი. უამ­რა­ვი და­შა­ვე­ბუ­ლი იყო. შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ აი­რის და წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ისევ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩარ­თვა, რაც დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვ­და - ორი­ვე მხა­რი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო მტკი­ო­და. და­მი­რე­კეს სამ­სა­ხუ­რი­დან და სას­წრა­ფოდ გა­მიყ­ვა­ნეს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ჩა­მი­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

VIDEO: "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს" და "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლისტს პირ­და­პირ ეთერ­ში რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს, თა­ვი­დან­ვე და­მი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში - ორ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და გა­მო­კი­თხვა. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და "საია", იმა­თაც დე­ტა­ლუ­რად მო­ვუ­ყე­ვი და აღ­ვუ­წე­რე მომ­ხდა­რი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აგ­რო­ვე­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და ახლა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში არი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ და­გი­ბა­რო­თო, თუმ­ცა მას შემ­დეგ მე­სა­მე თვეა არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ საქ­მე დრო­უ­ლად იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და სწო­რად და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რონ. ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვას­რუ­ლებ­დით ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, ვცდი­ლობ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ოპე­რა­ტი­უ­ლად ინ­ფორ­მა­ცია თუ რა ხდე­ბო­და იმ წუ­თებ­ში რუს­თა­ველ­ზე.

ამა­ში ხელს გვიშ­ლიდ­ნენ, გვეს­როდ­ნენ ტყვი­ებს, გვკრავ­დნენ ხელს და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ გა­რე­მო­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა

ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ერ­ქვას" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა აბა­ში­ძე.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტია. იგი 20 ივ­ნისს მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მუ­შა­ობ­და და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს პირ­და­პი­რი ეთე­რის რე­ჟიმ­ში გა­დას­ცემ­და.

"იმ დღეს არ ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც ვნა­ხე, რომ ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა პარ­ლა­მენ­ტთან, გა­ვე­დი. სა­ღა­მოს 11 სა­ა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. თან­და­თან იძა­ბე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, ვხე­დავ­დი, რო­გორ არ­თმევ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფა­რებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა - ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­ის­რო­ლეს, რა­საც მოჰ­ყვა შემ­დეგ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლა.

მე პი­რა­დად ვი­დე­ქი შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით, იდგა კა­მე­რე­ბი, აპა­რა­ტუ­რა და ყვე­ლამ იცო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვმუ­შა­ობ­დით იქე­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტის პირ­და­პი­რი ჩარ­თვა სა­ხის არე­ში და­შა­ვე­ბის შემ­დეგ

ჩვენ გვე­კე­თა "ბე­ი­ჯე­ბი" და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ამის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თვის, რო­გორ მოხ­და, რომ ჩვენ­კენ და­ი­წყეს ტყვი­ე­ბის სრო­ლა. ჩემს გა­და­ღე­ბულ კადრში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, რო­გორ და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლეს ერთ-ერთ მო­მი­ტინ­გეს. რაც ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფერს ლაივ-რე­ჟიმ­ში ვა­შუ­ქებ­დი.

უცებ ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი სა­ხის არე­ში. მარ­ჯვე­ნა თვა­ლის ქვე­მოთ, ლო­ყა­ზე ხელი მო­ვის­ვი და და­ვი­ნა­ხე, რომ სის­ხლი მდი­ო­და. შემ­დეგ რა­ღაც სი­მაგ­რე ვიგ­რძე­ნი და ჭრი­ლო­ბი­დან რე­ზი­ნის ტყვია გა­მო­ვი­ღე.

იქვე სას­წრა­ფო დამ­ხმა­რე­ბის ბრი­გა­და იყო, მათ გა­მი­წი­ეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე. მარ­თა­ლია, მე მძი­მედ არ დავ­შავ­დი, მაგ­რამ, ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ შემ­შლია და ჩემი მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი არ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლა?!

იქ იყ­ვნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მძი­მედ და­შავ­დნენ, მა­გა­ლი­თად "პირ­ვე­ლი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა ალე­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია და ექი­მებ­მა ძლივს გა­და­ურ­ჩი­ნეს ფეხი. მას და­მიზ­ნე­ბით რომ ეს­რო­ლეს, ეს ხომ ფაქ­ტია?!" - გვე­უბ­ნე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძის თქმით, საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და სა­ი­მი­სოდ, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნება - აქვს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მზა­ო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. იგი გა­მოთ­ქვამს ინი­ცი­ა­ტი­ვას, და­შა­ვე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კო­ლექ­ტი­უ­რი სარ­ჩე­ლი მო­ამ­ზა­დონ:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სად­მი ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლით იყოს ეს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. გა­უ­გე­ბა­რია, რომ ამ დრომ­დე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა ამ მუხ­ლით და მხო­ლოდ 333-ე მუხ­ლით არის აძღრუ­ლი. თუმ­ცა, რო­დე­საც ამ დარ­ბე­ვი­დან მე­სა­მე თვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე რვა პი­რია მხი­ლე­ბუ­ლი და მხო­ლოდ სამი მათ­გა­ნის მი­მართ და­ი­წყო სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი 20-ზე მეტი პირი, უკვე გა­სა­გე­ბია ხომ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

მა­შინ რო­დე­საც ეუ­თოს დას­კვნებ­შიც კი სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი, ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი არა­სო­დეს არ და­შა­ვე­ბუ­ლა არ­ცერთ აქ­ცი­ა­ზე, ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, ის რომ ცალ­კე საქ­მე არ არის ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლით გა­მო­ყო­ფი­ლი.

ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვამ­ზა­დებთ კო­ლექ­ტი­ურ სარ­ჩელს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის და ვუ­ჩივ­ლებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან ისი­ნი, რო­გორც ჩანს, არ აპი­რე­ბენ სი­მარ­თლის დად­გე­ნას

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­იქ­მნას პრე­ცე­დენ­ტი და დამ­კვიდ­რდეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის ადექ­ვა­ტუ­რად აღ­ქმის კულ­ტუ­რა. მე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ხელ­მწი­ფო­ში თავს და­უც­ვე­ლად არ უნდა ვგრძნობ­დე" - აცხა­დებს თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას უხე­შად და­ირ­ღვა ჟურ­ნა­ლის­ტთა უფ­ლე­ბე­ბი. ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდა­რი შე­იძ­ლე­ბა იმი­თაც აიხ­სნას, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა შე­საძ­ლოა არ იცო­დეს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ დაც­ვას სა­ჭი­რო­ე­ბენ:

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­შა­ვე­ბუ­ლია მე­დი­ის 40 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ეს რი­ცხვი არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს და არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი არ ჰქონ­დათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რო­გორ უნდა მოქ­ცე­ოდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ და რომ ეს არის აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც, პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ისი­ნი უნდა იყ­ვნენ და­ცუ­ლე­ბი, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია აქვთ - დრო­უ­ლად მო­ი­პო­ვონ ინ­ფორ­მა­ცია და გა­დას­ცენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ამ­ხე­ლა რა­ო­დე­ნო­ბის და­შა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი ვერ იდ­გნენ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და არ იცოდ­ნენ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იო­ლად შე­იძ­ლე­ბო­და მათი იდენ­ტი­ფიც­რე­ბა - ეჭი­რათ მიკრო­ფო­ნე­ბი, ეკე­თათ შე­სა­ბა­მი­სი "ბე­ი­ჯე­ბი" ან ეც­ვათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, მა­ინც ეს­როდ­ნენ მათ. და მე­ტიც, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ეს­როდ­ნენ და­მიზ­ნე­ბით. ის, რომ აქამ­დე ცალ­კე არ გა­მო­ი­ყო საქ­მე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლით, ეს ნიშ­ნავს, რომ არ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფოს ნება.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ცალ-ცალ­კე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, ვინ ის­რო­და და­მიზ­ნე­ბით, ვინ ას­რუ­ლებ­და ბრძა­ნე­ბას და ვინ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და. უნდა იყოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­და­ა­ჭარ­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ცხა­დია, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმ­დრო­ინ­დელ შს მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას" - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტთა სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. გუ­რამ მუ­რა­დო­ვი - ფო­ტოგ­რა­ფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი ზურ­გში;

2. თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­თა­ვი 2 - მხრის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, დას­ჭირ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

3. გი­ორ­გი სუ­ლაშ­ვი­ლი - რუს­თა­ვი 2, დაც­ვის წევ­რი - და­კარ­გა თვა­ლი, აქვს ყბის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა. ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია.

4. ტატო გურ­გე­ნი­ძე - ოპე­რა­ტო­რი, რუს­თა­ვი 2 - რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლის შე­დე­გად აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი;

5. ლე­ვან მე­ლი­ქი­ძე - ოპე­რა­ტო­რი, რუს­თა­ვი 2 - რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლის შე­დე­გად აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი;

6. თაზო თხი­ლიშ­ვი­ლი - ოპე­რა­ტო­რი, რუს­თა­ვი 2 - რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის სრო­ლის შე­დე­გად აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი;

7. თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­თა­ვი 2 - ბარ­ძაყ­ში ეს­რო­ლეს რე­ზი­ნის ტყვია;

8. ქეთა ციცქიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­თა­ვი 2 - მი­ი­ღო ფე­ხის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა;

9. ბეს­ლან კმუ­ზო­ვი - ჟურ­ნა­ლის­ტი, კავ­კაზ­სკი უზე­ლი - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია სა­ხის არე­ში;

10. მაკა ან­თი­ძე - "რო­ი­ტე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში - მოხ­ვდა აგუ­რის ნა­ტე­ხი ზურ­გში, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ნეკ­ნი;

11. და­ვით ახა­ლა­ძე - ოპე­რა­ტო­რი, ტვ პირ­ვე­ლი - რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა ცხვირ­ში და მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა.

12. ზუ­რაბ კო­კა­ია - ოპე­რა­ტო­რი, ტვ პირ­ვე­ლი - რე­ზი­ნის 2 ტყვია მოხ­ვდა ლო­ყა­ზე და მუ­ცელ­ში;

13. ქე­თე­ვან გრი­გო­რაშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, ტვ პირ­ვე­ლი - პო­ლი­ცია ხელს უშ­ლი­და მუ­შა­ო­ბა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი აი­რით მო­წამ­ვლის გამო, 2-ჯერ მოხ­ვდა რე­ა­ნო­მო­ბილ­ში.

14. ალექ­სი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, ტვ პირ­ვე­ლი - სპეც­რაზ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჩა­არ­ტყა ხელ­ში ე.წ. „დუ­ბინ­კა“.

15. ლიკა ურო­ტა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, ტვ პირ­ვე­ლი - რე­ზი­ნის ტყვი­ის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად ფეხ­ზე მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა.

16. და­ვით ყა­ჯრიშ­ვი­ლი - მძღო­ლი, ტვ პირ­ვე­ლი - სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია;

17. ანა ვახ­ტან­გა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, ონ.გე - ფეხ­ში მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია;

18. გელა ბო­ჩი­კაშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, on.ge - მკერ­დში მოხ­ვდა რე­ზი­ნის რამ­დე­ნი­მე ტყვია;

19. გვან­ცა ნემ­სა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, on.ge - ფეხ­ში მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია;

20. დათო ქო­ქოშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლი­ტი, ნეტ­გა­ზე­თი - კი­სერ­ში მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია;

21. გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, ნეტ­გა­ზე­თი - ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა;

22. ნიკა მუ­ხი­გუ­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სცე­მეს და და­ა­კა­ვეს გა­და­ღე­ბის დროს;

23. გი­ორ­გი პა­ჭი­კაშ­ვი­ლი - ოპე­რა­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი - და­ზი­ა­ნე­ბა აქვს სა­ხის არე­ში;

24. გი­ორ­გი ოსა­ძე - ოპე­რა­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი - და­ზი­ა­ნე­ბა აქვს სა­ხის არე­ში;

25. კახა ჯონ­ჯუა - ოპე­რა­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი - და­ზი­ა­ნე­ბა აქვს სა­ხის არე­ში;

26. ლიკა ალე­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი - და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ფე­ხის არე­ში;

27. მარი ნი­კუ­რა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, OC Media - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია;

28. გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე - ოპე­რა­ტო­რი, რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა - რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა მუც­ლის არე­ში;

29. ილია სა­მურ­გა­ნი­დი - ოპე­რა­ტო­რი, რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა - რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა მუც­ლის არე­ში;

30. თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი - რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა სა­ხის არე­ში;

31. ეკა აბა­ში­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი - რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდა ხე­ლებ­ში;

32. გი­ორ­გი ხუ­ხია - ჟურ­ნა­ლის­ტი, მა­ესტრო- რე­ზი­ნის ტყვი­ის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა.

33. ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი წე­ლი­სა და ფე­ხის არე­ში

34. კოტე გრი­გა­ლაშ­ვი­ლი - ოპე­რა­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო - მოხ­ვდა სამი რე­ზი­ნის ტყვია

35. ბექა აშორ­ტია - ოპე­რა­ტო­რი, იმე­დი - მოხ­ვდა სამი ტყვია. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ფეხი

36. თომა ონი­ა­ნი - ოპე­რა­ტო­რი, იმე­დი - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია

37. ნიკა პა­ტა­რა­ია - ოპე­რა­ტო­რი, იმე­დი - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია

38. დიტო ყი­რიმ­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, იმე­დი - მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია ფეხ­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს

"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს

20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა. სხეულის დაზიანებები ძირითადად, რეზინის ტყვიებით იყო გამოწვეული.

მედიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს იმ სამართალდამცველების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც დარბევისას დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ მათ. მედიისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესწავლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

რეზინის ტყვიების კვალი ფოტოგრაფ გურამ მურადოვის ზურგზე

დაშავებულ ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავენ. საია ამ საკითხზე ვრცელ ანგარიშს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები საქმის დროული გამოძიებისადმი ინტერესითა და აქტიურობით არ გამოირჩევიან. მისი თქმით, საქმე არასწორად არის კვალიფიცირებული და მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, პროკურატურა კვალიფიკაციის შეცვლას არ აპირებს.

"პირადად ვიცავ რუსული მედიის ჟურნალისტს, რომელიც აქციას აშუქებდა, ვიდეოს იღებდა. ხუთი ტყვია მოხვდა სხეულის სხვადასხვა ადგილას - ერთი ტყვია თავში და ოთხი ნაკერი დაადეს. გადაღებული აქვს კადრები სხვა დაშავებულების მდგომარეობის შესახებ.

მაგალითად, ერთ უმძიმეს კადრში ჩანს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ტყვია მოხვდა მუცელში და იმდენად მძიმე ჭრილობა ჰქონდა, რომ ნაწლავის ნაწილი უჩანდა

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ხელის გულზე დევს ყველანაირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები, ჟურნალისტები დაშავდნენ და დაზარალდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პროკურატურა მაინც უარს აცხადებს მათ დაზრალებულად ცნობაზე. მივწერეთ არასამთავრობო ორგანიზაციიის სახელით, რომ ეცნოთ ის დაზარალებულად. გაგვცეს სტანდარტული პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც დასრულდება, მერე გადავწყვეტთო.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძიება არასოდეს არ დასრულდება და ამ საქმესაც, ისევე როგორც სხვა უამრავს, თაროზე შემოდებენ" - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ადვოკატის თქმით, საქმე უნდა აღძრულიყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, თუმცა დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"ვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის კუთხითაც, როგორც ჩანს, არავინ აპირებს ამის გათვალისწინებას. ახლა რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ პირველ რიგში უნდა ცნონ ჟურნალისტები დაზარალებულებად. უნდა გამოიყოს ცალკე საქმე და აღიძრას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მუხლითაც და არა სტანდარტულად.

კონპენსაციის საკითხი კი მანამ არ დადგება, სანამ არ დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა აიღოს შსს-მ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გადაამეტა ძალებს და უშუალო შემსრულებლებთან ერთად უნდა დაისაჯონ ისინიც, რომლებმაც დამიზნებით სროლის ბრძანება გასცეს“ - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

20 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე საპოროტესტო აქციაზე ეკა აბაშიძე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ წარმოადგენდა. იგი AMBEBI.GE -სთან იხსენებს აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებს.

"გაზის ჩასუნთქვის გამო ჩვენი რამდენიმე ჟურნალისტი თავს შეუძლოდ გრძნობდა და საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება. მე მორიგე ვიყავი, ამიტომ გავედი რუსთაველზე და ფეისბუქ-ლაივებით დავიწყე აქციის გაშუქება. უცებ დაიძაბა სიტუაცია კორდონში, წავედი იქეთკენ, რათა ახლოდან გადამეღო რა ხდებოდა. არ მქონდა დამცავი არაფერი, არც ნიღაბი და არც სხვა რამ. ჯერ ერთ ტყვია მომხვდა მხარში და შვიდი წუთის ინტერვალით მეორე ტყვია - მეორე მხარში.

უკან დავიხიე და წამოვედი ქაშუეთისკენ. ამ დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გაჰყავდათ ტერიტორიიდან ხალხი. უამრავი დაშავებული იყო. შემდეგ გადავიდნენ აირის და წყლის ჭავლის გამოყენებაზე, ისევ უნდა გამეგრძელებინა ჩართვა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა - ორივე მხარი ჭრილობების გამო მტკიოდა. დამირეკეს სამსახურიდან და სასწრაფოდ გამიყვანეს ტერიტორიიდან. საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ჩამიტარდა გამოკვლევები.

VIDEO: "პალიტრავიდეოს" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში რეზინის ტყვია მოხვდა

რაც შეეხება გამოძიების პროცესს, თავიდანვე დამიბარეს პროკურატურაში - ორ საათამდე გაგრძელდა გამოკითხვა. შემდეგ დამიკავშირდა "საია", იმათაც დეტალურად მოვუყევი და აღვუწერე მომხდარი. ჩემი ინფორმაციით, აგროვებენ მტკიცებულებებს და ახლა სამუშაო პროცესში არიან. პროკურატურაში მითხრეს, რომ შეიძლება კიდევ დაგიბაროთო, თუმცა მას შემდეგ მესამე თვეა არავინ შემხმიანებია.

აუცილებელია, რომ საქმე დროულად იქნეს გამოძიებული და სწორად დააკვალიფიცირონ. ჩვენ ჟურნალისტები ვასრულებდით ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობას, ვცდილობდით საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ოპერატიულად ინფორმაცია თუ რა ხდებოდა იმ წუთებში რუსთაველზე.

ამაში ხელს გვიშლიდნენ, გვესროდნენ ტყვიებს, გვკრავდნენ ხელს და ფაქტობრივად, ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში გვიწევდა მუშაობა

ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას" - ამბობს ჟურნალისტი ეკა აბაშიძე.

თორნიკე კოშკაძე "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტია. იგი 20 ივნისს მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მუშაობდა და მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემდა.

"იმ დღეს არ ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა პარლამენტთან, გავედი. საღამოს 11 სააათი იქნებოდა. თანდათან იძაბებოდა სიტუაცია, ვხედავდი, როგორ ართმევდნენ სამართალდამცველებს ფარებს აქციის მონაწილეები. ამ შეხლა-შემოხლაში გავიგონე გასროლის ხმა - ცრემლსადენი გაზი გაისროლეს, რასაც მოჰყვა შემდეგ რეზინის ტყვიების სროლა.

მე პირადად ვიდექი შემაღლებულ ადგილზე, სადაც ძირითადად ჟურნალისტები ვიყავით, იდგა კამერები, აპარატურა და ყველამ იცოდა, რომ ჟურნალისტები ვმუშაობდით იქედან.

იხილეთ ვიდეო: "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვა სახის არეში დაშავების შემდეგ

ჩვენ გვეკეთა "ბეიჯები" და ჟურნალისტები რომ ვიყავით, ამის იდენტიფიცირება იყო ძალიან მარტივი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია ჩემთვის, როგორ მოხდა, რომ ჩვენკენ დაიწყეს ტყვიების სროლა. ჩემს გადაღებულ კადრში დაფიქსირებულია, როგორ დამიზნებით ესროლეს ერთ-ერთ მომიტინგეს. რაც ხდებოდა ყველაფერს ლაივ-რეჟიმში ვაშუქებდი.

უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი სახის არეში. მარჯვენა თვალის ქვემოთ, ლოყაზე ხელი მოვისვი და დავინახე, რომ სისხლი მდიოდა. შემდეგ რაღაც სიმაგრე ვიგრძენი და ჭრილობიდან რეზინის ტყვია გამოვიღე.

იქვე სასწრაფო დამხმარების ბრიგადა იყო, მათ გამიწიეს სამედიცინო დახმარება და მუშაობა გავაგრძელე. მართალია, მე მძიმედ არ დავშავდი, მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მუშაობაში ხელი არ შემშლია და ჩემი მუშაობის ხარისხი არ დაქვეითებულა?!

იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ, მაგალითად "პირველი არხის" ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელსაც ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია და ექიმებმა ძლივს გადაურჩინეს ფეხი. მას დამიზნებით რომ ესროლეს, ეს ხომ ფაქტია?!" - გვეუბნება "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი.

თორნიკე კოშკაძის თქმით, საკმარისი დრო გავიდა საიმისოდ, რომ გამოვლენილიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნება - აქვს თუ არა სამართალდამცავ უწყებებს მზაობა ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. იგი გამოთქვამს ინიციატივას, დაშავებულმა ჟურნალისტებმა კოლექტიური სარჩელი მოამზადონ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებისადმი ხელის შეშლის მუხლით იყოს ეს საქმე გამოძიებული. გაუგებარია, რომ ამ დრომდე საქმე არ აღძრულა ამ მუხლით და მხოლოდ 333-ე მუხლით არის აძღრული. თუმცა, როდესაც ამ დარბევიდან მესამე თვეს სამართალდამცავი უწყებები გვეუბნებიან, რომ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რვა პირია მხილებული და მხოლოდ სამი მათგანის მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა, ხოლო სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 20-ზე მეტი პირი, უკვე გასაგებია ხომ მათი დამოკიდებულება?

მაშინ როდესაც ეუთოს დასკვნებშიც კი საუბარია იმაზე, რომ ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, ამდენი ჟურნალისტი არასოდეს არ დაშავებულა არცერთ აქციაზე, ამ ფონზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, ის რომ ცალკე საქმე არ არის ჩვენს საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოყოფილი.

ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ჟურნალისტები მოვამზადებთ კოლექტიურ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვუჩივლებთ ხელისუფლებას, რადგან ისინი, როგორც ჩანს, არ აპირებენ სიმართლის დადგენას

ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას პრეცედენტი და დამკვიდრდეს ჟურნალისტების საქმიანობის მნიშვნელობის ადექვატურად აღქმის კულტურა. მე, როგორც ჟურნალისტი, სახელმწიფოში თავს დაუცველად არ უნდა ვგრძნობდე" - აცხადებს თორნიკე კოშკაძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ფიქრობენ, რომ 20-21 ივნისის აქციების გაშუქებისას უხეშად დაირღვა ჟურნალისტთა უფლებები. ნატა ძველიშვილის განმარტებით, მომხდარი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ სამართალდამცავთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ:

"ჩვენი ინფორმაციით დაშავებულია მედიის 40 წარმომადგენელი. ეს რიცხვი არის ძალიან მაღალი და მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი სტანდარტი არ არსებობს და არანაირი მითითება და ინსტრუქციები არ ჰქონდათ სამართალდამცავებს როგორ უნდა მოქცეოდნენ ჟურნალისტებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ჟურნალისტებს განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროებათ და რომ ეს არის აღიარებული საერთაშორისო კანონმდებლობითაც, პირდაპირი მითითებები არსებობს, რომ ასეთ შემთხვევებში ისინი უნდა იყვნენ დაცულები, რადგან ჟურნალისტებს განსაკუთრებული მისია აქვთ - დროულად მოიპოვონ ინფორმაცია და გადასცენ საზოგადოებას.

ამხელა რაოდენობის დაშავებული ჟურნალისტები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ

მიუხედავად იმისა, რომ იოლად შეიძლებოდა მათი იდენტიფიცრება - ეჭირათ მიკროფონები, ეკეთათ შესაბამისი "ბეიჯები" ან ეცვათ სპეციალური ფორმები, მაინც ესროდნენ მათ. და მეტიც, ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ესროდნენ დამიზნებით. ის, რომ აქამდე ცალკე არ გამოიყო საქმე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მუხლით, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ნება.

აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ცალ-ცალკე ყველა შემთხვევა, ვინ ისროდა დამიზნებით, ვინ ასრულებდა ბრძანებას და ვინ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, რომელმაც გადააჭარბა უფლებამოსილებას და ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმდროინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას" - აღნიშნა AMBEBI.GE -სთან საუბარში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დაშავებულ ჟურნალისტთა სია ასე გამოიყურება:

1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;

2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;

8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;

9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;

10. მაკა ანთიძე - "როიტერის" ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;

11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.

12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;

13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.

14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.

15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.

16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;

17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, ონ.გე - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;

18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;

19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;

20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალიტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;

21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;

22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;

23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში;

27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია;

28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;

29. ილია სამურგანიდი - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;

30. თორნიკე კოშკაძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;

31. ეკა აბაშიძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა ხელებში;

32. გიორგი ხუხია - ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.

33. ნინო ხოზრევანიძე - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში

34. კოტე გრიგალაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა სამი რეზინის ტყვია

35. ბექა აშორტია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა სამი ტყვია. დაზიანებული აქვს ფეხი

36. თომა ონიანი - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია

37. ნიკა პატარაია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია

38. დიტო ყირიმლიშვილი - ჟურნალისტი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია ფეხში

"მოსალოდნელი წვიმა და ქარი..." - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება

"საპარტნიორო ფონდმა" რაჭის კლინიკებს პირბადეები და სამედიცინო კომბინიზონები გადასცა