10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რძლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ისე (გრი­შა) ამა­რი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხოვს. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უმ­ძი­მე­სია. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე ამ­ბობს, ამა­რი­ა­ნი და­ნა­შულს აღი­ა­რებს, თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სახ­ლი­დან ფუ­ლის და ოქ­რო­უ­ლო­ბის წა­ღე­ბას. თა­ვად მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ სახ­ლი­დან ფული და 800 გრა­მამ­დე ოქ­როა წა­ღე­ბუ­ლი. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ნა­წი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, ის ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს. უჭირს სა­უ­ბა­რი და ამ­ბობს ვერ ამიხ­სნია, რა­ტომ მოვ­კლიო. მისი თქმით, ძმის სახ­ლში იმ დი­ლით ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად მი­ვი­და, ამ­ბობს, რძალს 100 ლარი ვთხო­ვე, მაგ­რამ არ მომ­ცა, უცებ რა და­მე­მარ­თა არ ვიცი, ტა­ბუ­რე­ტი ავი­ღე და თავ­ში ჩა­ვარ­ტყიო. ვერ ვხსნი მომ­ხდარ­სო. არა­და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და რძალ­თა­ნო და იმა­საც ამ­ბობს, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყოო. და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებს მოკ­ლულს. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და თვი­თო­ნაც, მან მის­ცა ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, გუ­ში­ნაც და­ი­კი­თხა და­მა­ტე­ბით და და­მა­ტე­ბით კი­თხვებ­საც გას­ცა პა­სუ­ხი. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ნი­დან ოქ­რო­უ­ლო­ბა და ფული წა­ი­ღო, ამას ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ნა­წი­ლი, მა­შინ ეს ნივ­თე­ბი მას­თან რო­გორ აღ­მოჩ­ნდა?

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ მისი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია რა­ღა­ცე­ე­ბი, სახ­ლის ჩხე­კის დროს წა­ი­ღეს, მაგ­რამ ჯერ და­სად­გე­ნია ეს ნივ­თე­ბი არის თუ არა მოკ­ლუ­ლის. ან სა­ერ­თოდ ვი­სია. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს.. თვი­თონ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და ამ­ბობს, ბი­ნი­დან არა­ფე­რი წა­მი­ღი­აო, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­შინ­ვე გა­ვი­ქე­ცი იქი­და­ნო.

- საქ­მე­ში დანა ფი­გუ­რი­რებს, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ვი­და ძმის სახ­ლში? რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულს და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა ქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ამა­ზე რას ამ­ბობს?

- დანა იქ მა­გი­და­ზე იდოო. რო­გორც თქვა, კარ­გად ვერ იხ­სე­ნებს და­ნის ჩარ­ტყმის დე­ტალს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­მო­ი­ყე­ნა დანა. რო­გორც საქ­მე­ში წე­რია, რამ­დე­ნი­მე­ჯერ არის და­ზი­ა­ნე­ბა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ყავა და­ლი­ეს და ამის მერე მოკ­ლა? ადას­ტუ­რებთ, რომ დნმ-ის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა?

- დი­ლით მი­ვი­და, ხში­რად მი­დი­ო­და ძმის სახ­ლში, ყა­ვაც და­ლი­ეს ერ­თად, ამის მერე მოხ­და ეს და­ნა­შა­უ­ლი. არა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მილს არ ჰგავს. თავს იკ­ლავს, ეს რა ჩა­ვი­დი­ნეო, მრცხვე­ნია თვა­ლებ­ში ვე­რა­ვის ჩავ­ხე­და­ვო. არ უნდა იმა­თი ნა­თე­სა­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. ვა­ღი­ა­რებ ყვე­ლა­ფერ­სო. მზად არის პა­სუ­ხი აგოს ჩა­დე­ნი­ლის­თვის.

- შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა, პი­რა­დად ვნა­ხე სის­ხლით მოს­ვრი­ლი სახ­ლი და ყველ­გან იგ­რძნო­ბო­და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. ახ­ლობ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მოკ­ლულ­მა მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, ასე სა­დის­ტუ­რად რა­ტომ მო­ექ­ცა?

- ის ამ­ბობს, თავ­ში ჩა­ვარ­ტყი ტა­ბუ­რე­ტი და გა­ი­თი­შაო. რო­გორც ვიცი, სხვა ოთა­ხე­ბი უფ­როა დამ­წვა­რი, ვიდ­რე ლო­ჯია, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. თვი­თონ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ სახ­ლში ცე­ცხლი გა­ა­ჩი­ნა. არის ვერ­სია, რომ თით­ქოს ვი­ღა­ცას­თან ერ­თად იყო, მაგ­რამ ამ­ბობს მარ­ტო ვი­ყა­ვიო. არ იცის ცე­ცხლი ვინ გა­ა­ჩი­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ისე (გრიშა) ამარიანის სასამართლო პროცესზე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულის დაპატიმრებას მოითხოვს. მისთვის წაყენებული ბრალდება უმძიმესია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, ამარიანი დანაშულს აღიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს სახლიდან ფულის და ოქროულობის წაღებას. თავად მოკლულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სახლიდან ფული და 800 გრამამდე ოქროა წაღებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძვირფასეულობის ნაწილი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი მდინარაძე, ადვოკატი:

- ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის ძალიან განიცდის მომხდარს. უჭირს საუბარი და ამბობს ვერ ამიხსნია, რატომ მოვკლიო. მისი თქმით, ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მივიდა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, უცებ რა დამემართა არ ვიცი, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო. ვერ ვხსნი მომხდარსო. არადა კარგი ურთიერთობა მქონდა რძალთანო და იმასაც ამბობს, კარგი ადამიანი იყოო. დადებითად მოიხსენიებს მოკლულს. ძალიან ნერვიულობდა თვითონაც, მან მისცა ჩვენება გამოძიებას, გუშინაც დაიკითხა დამატებით და დამატებით კითხვებსაც გასცა პასუხი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინიდან ოქროულობა და ფული წაიღო, ამას ის კატეგორიულად უარყოფს.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ბინიდან ამოღებულია ძვირფასეულობის ნაწილი, მაშინ ეს ნივთები მასთან როგორ აღმოჩნდა?

- ვადასტურებ, რომ მისი სახლიდან ამოღებულია რაღაცეები, სახლის ჩხეკის დროს წაიღეს, მაგრამ ჯერ დასადგენია ეს ნივთები არის თუ არა მოკლულის. ან საერთოდ ვისია. დანიშნულია ექსპერტიზები და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.. თვითონ კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, ბინიდან არაფერი წამიღიაო, მკვლელობის შემდეგ მაშინვე გავიქეცი იქიდანო.

- საქმეში დანა ფიგურირებს, დანით შეიარაღებული მივიდა ძმის სახლში? როგორც ამბობენ, მოკლულს დანით რამდენიმე ჭრილობა ქვს მიყენებული, ამაზე რას ამბობს?

- დანა იქ მაგიდაზე იდოო. როგორც თქვა, კარგად ვერ იხსენებს დანის ჩარტყმის დეტალს, თუმცა ამბობს, რომ გამოიყენა დანა. როგორც საქმეში წერია, რამდენიმეჯერ არის დაზიანება დანით მიყენებული.

- ყავა დალიეს და ამის მერე მოკლა? ადასტურებთ, რომ დნმ-ის კვალი აღმოჩნდა?

- დილით მივიდა, ხშირად მიდიოდა ძმის სახლში, ყავაც დალიეს ერთად, ამის მერე მოხდა ეს დანაშაული. არაფერი წინასწარ დაგეგმილს არ ჰგავს. თავს იკლავს, ეს რა ჩავიდინეო, მრცხვენია თვალებში ვერავის ჩავხედავო. არ უნდა იმათი ნათესავები მოვიდნენ სასამართლო პროცესზე. ვაღიარებ ყველაფერსო. მზად არის პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

- შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, პირადად ვნახე სისხლით მოსვრილი სახლი და ყველგან იგრძნობოდა ძალადობის კვალი. ახლობლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მოკლულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ასე სადისტურად რატომ მოექცა?

- ის ამბობს, თავში ჩავარტყი ტაბურეტი და გაითიშაო. როგორც ვიცი, სხვა ოთახები უფროა დამწვარი, ვიდრე ლოჯია, სადაც დანაშაული მოხდა. თვითონ კატეგორიულად უარყოფს, რომ სახლში ცეცხლი გააჩინა. არის ვერსია, რომ თითქოს ვიღაცასთან ერთად იყო, მაგრამ ამბობს მარტო ვიყავიო. არ იცის ცეცხლი ვინ გააჩინა. წაიკითხეთ სრულად

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს