10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 000-ლარიანი საათი, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან
15 000-ლარიანი საათი, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან

სა­ქარ­თვე­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა აქვს. იუ­რის­პუ­დენ­ცი­ი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი მდი­ნა­რა­ძე, რო­გორც ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­ჯდო­მა­რე ხში­რად ახ­მო­ვა­ნებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლშიც არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლა.

ამ­ჯე­რად, AMBEBI.GE "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით და ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს მისი არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე ნა­თია კუნ­ჭუ­ლია გახ­ლავთ. წყვილს ორი შვი­ლი - გუ­რამ და კატო მდი­ნა­რა­ძე­ე­ბი ჰყავთ. 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი რვა წლით უფ­რო­სია მე­უღ­ლე­ზე.

მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე - ნა­თია კუნ­ჭუ­ლია სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კერ­ძოდ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, სა­დაც მის­მა თა­ნამ­დე­ბობ­რივ­მა სარ­გომ 2018 წელს 30 900 ლარი შე­ად­გი­ნა.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს არა­ერ­თხელ წა­მო­ა­ძა­ხეს დე­პუ­ტატ ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­თან ნა­თე­სა­ო­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ზარ­დი­აშ­ვილ­მა მი­იყ­ვა­ნა მდი­ნა­რა­ძე „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“.

ზარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თი­ნა­თინ აბ­რა­ლა­ვა და მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე ნა­თია კუნ­ჭუ­ლია ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. თი­ნა­თინ აბ­რა­ლა­ვა წარ­სულ­ში პარ­ტია "აღორ­ძი­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ან­ზორ აბ­რა­ლა­ვას შვი­ლია, ნა­თია კუნ­ჭუ­ლია - აბ­რა­ლა­ვას დის­შვი­ლი.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ფლობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებს. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია, 2010 წელს შე­ძე­ნი­ლი ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ტილო, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის ოდე­ნო­ბა - 16 000 ლა­რია. ასე­ვე 2013 წელს შე­ძე­ნი­ლი ეკა­ტე­რი­ნე ბაღ­და­ვა­ძის ფერ­წე­რუ­ლი ტილო, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 8 000 აშშ დო­ლა­რი, ხოლო 2014 წელს შე­ძე­ნილ ეკა­ტე­რი­ნე ბაღ­და­ვა­ძის ორ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ში - 15 000 და 12 000 დო­ლა­რია გა­დახ­დი­ლი (შე­ნიშ­ვნა: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი და არა მას­ში გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის ოდე­ნო­ბა).

მდი­ნა­რა­ძეს 2010 წელს მე­გო­ბარ­მა სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა "ომე­გას" ფირ­მის სა­ა­თი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 000 ლარს აჭარ­ბებს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, დე­პუ­ტა­ტი სო­ფელ დი­ღომ­ში 175.8 კვ/მ მშე­ნე­ბა­რე ბი­ნას ფლობს, რო­მე­ლიც 2018 წელს 130 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მისი მე­უღ­ლის, ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­ას კუთ­ვნი­ლე­ბა­შია ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი 119.23 კვ/მ ბინა, რო­მე­ლიც 2007 წელ­საა შე­ძე­ნი­ლი და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 170 000 ლა­რია (შე­ნიშ­ვნა: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა მის მე­უღ­ლეს სა­კუ­თარ­მა მამა აჩუ­ქა, რო­მე­ლიც მშე­ნე­ბე­ლია და 170 ათა­სი ლარი ბი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ფა­სუ­რია).

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია. 2019 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ფლობს 70% წილს შპს “მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე და თბი­ლი­სის იუ­რი­დი­უ­ლი ცენ­ტრი - სა­ქარ­თვე­ლო­ში”. ის ასე­ვე ფლობს 50%-იან წილს შპს „მა­რი­ამ ხა­ჭა­პუ­რი­ძი­სა და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა­ში“; შპს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლის და შალ­ვა მშვილ­და­ძის კომ­პა­ნი­ა­ში კი - 75%-ს.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში­ვეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ 2018 წელს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ შვი­ლის, გუ­რამ მდი­ნა­რა­ძის სწავ­ლის თან­ხა - 2 250 ლარი, ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ, ნა­თია კუნ­ჭუ­ლი­ამ 2018 წელს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში 3 255 ლარი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან დე­პუ­ტა­ტი თვლის, რომ მას­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა.

"დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის მი­თი­თე­ბუ­ლი გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის რა­ო­დე­ნო­ბის გრა­ფა­ში, ეს დეკ­ლა­რა­ცი­ის ფორ­მის პრობ­ლე­მაა, რა­საც შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს ხალ­ხი. არც ერთი ტილო არა­სო­დეს არ შე­მი­ძე­ნია, არც 15 ათა­სად და არც 4 ათა­სად. ეს არის მათი დღე­ვან­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, გუ­დი­აშ­ვი­ლის ტილო, ეს არის ნა­ხა­ტი თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლია 2 000 ლა­რად. ბაღ­და­ვა­ძის ერთ-ერთ ტი­ლო­ში კი რე­ა­ლუ­რად გა­დახ­დი­ლი მაქვს 1 200 დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2018 წელს შე­ძე­ნილ ბი­ნას, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვი­ყი­დეთ ერთი სახ­ლი და შუ­ა­ზე გავ­ყა­ვით, თი­თო­ე­ულ­მა გა­და­ვი­ხა­დეთ 130 000 ლარი. მა­ნამ­დე მე 65 ათას დო­ლა­რად გავ­ყი­დე ბინა ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე. ამ ბი­ნის კრე­დი­ტი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და დავ­ფა­რე. დარ­ჩე­ნილ თან­ხას ახა­ლი კრე­დი­ტი და­ვა­მა­ტე და ისე შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი ბინა. ეს კრე­დი­ტი არის დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 38 000 დო­ლა­რია და ჩემი ხელ­ფა­სის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ კრე­დი­ტის და­ფარ­ვა­ში მი­დის.

გი­დას­ტუ­რებთ, რომ მაქვს ერთი ბინა, სა­დაც ვცხოვ­რობთ და მე­ო­რე ბინა რო­მე­ლიც, გა­ყი­დუ­ლი ბი­ნის სა­ფა­სუ­რით და კრე­დი­ტით შე­ვი­ძი­ნე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე, აქე­დან შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს ნული, რად­გან არც ერთი კომ­პა­ნია არ საქ­მი­ა­ნობს და ფი­ზი­კუ­რად აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ რად­გან სა­ჯა­რო რე­ესტრში დარ­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და გა­უქ­მე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სა­კი­თხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვი­ღა­ცამ რომ შარი არ მომ­დოს რა­ღაც დავ­მა­ლე, მა­ინც ვუ­თი­თებ, რე­ა­ლუ­რად კი კომ­პა­ნი­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად აღარ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ხუ­თპ­რო­ცენ­ტი­ან მე­წი­ლეს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ქო­ნე­ბა­ზე ადევს ყა­და­ღა, ამის მოგ­ვა­რე­ბამ­დე კომ­პა­ნია არ გა­უქ­მდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე­ე­ბის ნა­თე­სა­ო­ბას. მა­მა­ჩე­მის მხრი­დან ნა­თე­სა­ვია ზარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ის არ არის ბი­ძაშ­ვი­ლი ან მა­მი­დაშ­ვი­ლი. ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩვენს შო­რის ნა­თე­სა­ვუ­რი კავ­ში­რი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა ჩემი მე­უღ­ლის მხრი­დან. ასე­ვე სა­კი­თხი რომ ვი­თომ ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­მა მი­მიყ­ვა­ნა „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არას­წო­რია, რად­გან მე უკვე პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვი. რო­დე­საც ვა­ნოს სი­ა­ში შეყ­ვა­ნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მკი­თხეს და და­დე­ბი­თად და­ვა­ხა­სი­ა­თე. ვთქვი, რომ ჩემი ნა­თე­სა­ვის მე­უღ­ლეა და შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვიყო..." - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
18

ჰოდა, მაგ თხუთმეტი ათასიან საათში ჩაურთავენ მალე წამზომს.

გაკვირვებული
13

ეს მდი­ნა­რა­ძე ძალიან კომკავშირული ტიპაჟია თვითკმაყოფილი და ცინიკური ტონით. მიკვირს, რატომაა წინა პლანზე, აკლია ოცნებას პრობლემები? შეიძლება წარა-მარა ამის გამოჩენა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

15 000-ლარიანი საათი, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან

15 000-ლარიანი საათი, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან

საქართველოს უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს საკმაოდ ხმაურიანი პოლიტიკური კარიერა აქვს. იურისპუდენციიდან პოლიტიკაში გადაბარგებული მდინარაძე, როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე ხშირად ახმოვანებს მმართველი პარტიის მთავარ გზავნილებს და შესაბამისად, კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც არაერთხელ მოხვედრილა.

ამჯერად, AMBEBI.GE "ოცნების" დეპუტატის ოჯახური ცხოვრებით და ქონებით დაინტერესდა და შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს მისი არაპოლიტიკური ცხოვრებიდან.

მამუკა მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია გახლავთ. წყვილს ორი შვილი - გურამ და კატო მდინარაძეები ჰყავთ. 1978 წელს დაბადებული დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.

მდინარაძის მეუღლე - ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია, სადაც მისმა თანამდებობრივმა სარგომ 2018 წელს 30 900 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძეს არაერთხელ წამოაძახეს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან ნათესაობა. ამბობენ, რომ სწორედ ზარდიაშვილმა მიიყვანა მდინარაძე „ქართულ ოცნებაში“.

ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა და მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. თინათინ აბრალავა წარსულში პარტია "აღორძინების“ დეპუტატის ანზორ აბრალავას შვილია, ნათია კუნჭულია - აბრალავას დისშვილი.

მამუკა მდინარაძე ფლობს ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია, 2010 წელს შეძენილი ლადო გუდიაშვილის ტილო, რომელშიც გადახდილი საფასურის ოდენობა - 16 000 ლარია. ასევე 2013 წელს შეძენილი ეკატერინე ბაღდავაძის ფერწერული ტილო, რომელშიც გადახდილია 8 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს შეძენილ ეკატერინე ბაღდავაძის ორ ფერწერულ ტილოში - 15 000 და 12 000 დოლარია გადახდილი (შენიშვნა: მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დეკლარაციაში ფერწერული ტილოების ამჟამინდელი ღირებულებაა მითითებული და არა მასში გადახდილი საფასურის ოდენობა).

მდინარაძეს 2010 წელს მეგობარმა საჩუქრად გადასცა "ომეგას" ფირმის საათი, რომლის ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი სოფელ დიღომში 175.8 კვ/მ მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც 2018 წელს 130 000 ლარად შეიძინა. მისი მეუღლის, ნათია კუნჭულიას კუთვნილებაშია ცინცაძის ქუჩაზე არსებული 119.23 კვ/მ ბინა, რომელიც 2007 წელსაა შეძენილი და მისი ღირებულება 170 000 ლარია (შენიშვნა: მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბინა მის მეუღლეს საკუთარმა მამა აჩუქა, რომელიც მშენებელია და 170 ათასი ლარი ბინის ამჟამინდელი საფასურია).

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წევრი რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 70% წილს შპს “მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი - საქართველოში”. ის ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „მარიამ ხაჭაპურიძისა და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმაში“; შპს მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიაში კი - 75%-ს.

დეკლარაციაშივეა აღნიშნული, რომ 2018 წელს მამუკა მდინარაძემ შვილის, გურამ მდინარაძის სწავლის თანხა - 2 250 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ 2018 წელს მობილურ ტელეფონში 3 255 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ სურვილი გამოთქვა კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან დეპუტატი თვლის, რომ მასზე არასწორი ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება.

"დეკლარაციაში ფერწერული ტილოების რეალური ღირებულება არის მითითებული გადახდილი საფასურის რაოდენობის გრაფაში, ეს დეკლარაციის ფორმის პრობლემაა, რასაც შეცდომაში შეჰყავს ხალხი. არც ერთი ტილო არასოდეს არ შემიძენია, არც 15 ათასად და არც 4 ათასად. ეს არის მათი დღევანდელი ღირებულება.

მაგალითად, გუდიაშვილის ტილო, ეს არის ნახატი თაბახის ფურცელზე, რომელიც შეძენილია 2 000 ლარად. ბაღდავაძის ერთ-ერთ ტილოში კი რეალურად გადახდილი მაქვს 1 200 დოლარი.

რაც შეეხება 2018 წელს შეძენილ ბინას, მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ ერთი სახლი და შუაზე გავყავით, თითოეულმა გადავიხადეთ 130 000 ლარი. მანამდე მე 65 ათას დოლარად გავყიდე ბინა ჯიქიას ქუჩაზე. ამ ბინის კრედიტი მქონდა დარჩენილი და დავფარე. დარჩენილ თანხას ახალი კრედიტი დავამატე და ისე შევიძინე ახალი ბინა. ეს კრედიტი არის დღეის მდგომარეობით 38 000 დოლარია და ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი სწორედ ამ კრედიტის დაფარვაში მიდის.

გიდასტურებთ, რომ მაქვს ერთი ბინა, სადაც ვცხოვრობთ და მეორე ბინა რომელიც, გაყიდული ბინის საფასურით და კრედიტით შევიძინე.

რაც შეეხება ჩემს დეკლარაციაში მითითებულ კომპანიებზე, აქედან შემოსავალი მაქვს ნული, რადგან არც ერთი კომპანია არ საქმიანობს და ფიზიკურად აღარ არსებობს, მაგრამ რადგან საჯარო რეესტრში დარჩენილია ძველი მონაცემები და გაუქმება ბიუროკრატიულ საკითხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვიღაცამ რომ შარი არ მომდოს რაღაც დავმალე, მაინც ვუთითებ, რეალურად კი კომპანიები ფიზიკურად აღარ არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის ხუთპროცენტიან მეწილეს პრობლემები ჰქონდა და ქონებაზე ადევს ყადაღა, ამის მოგვარებამდე კომპანია არ გაუქმდება.

რაც შეეხება ჩემი და ვანო ზარდიაშვილის მეუღლეების ნათესაობას. მამაჩემის მხრიდან ნათესავია ზარდიაშვილის მეუღლე, ის არ არის ბიძაშვილი ან მამიდაშვილი. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს შორის ნათესავური კავშირი ნამდვილად არსებობს, მაგრამ არა ჩემი მეუღლის მხრიდან. ასევე საკითხი რომ ვითომ ვანო ზარდიაშვილმა მიმიყვანა „ქართულ ოცნებაში“ არასწორია, რადგან მე უკვე პარტიაში ვიყავი. როდესაც ვანოს სიაში შეყვანაზე იყო საუბარი, მკითხეს და დადებითად დავახასიათე. ვთქვი, რომ ჩემი ნათესავის მეუღლეა და შეიძლება სუბიექტური ვიყო..." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.