10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე" - რასმუსენი
"უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე" - რასმუსენი

ვფიქ­რობ, უნდა და­ი­წყოთ დის­კუ­სი­ე­ბი, მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შე­უ­ერ­თდეს ნატო-ს აფხა­ზე­თი­სა და „სამ­ხრეთ ოსე­თის“ გა­რე­შე - კი­თხვაა, რა არის უფრო სა­რის­კო, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა თუ ახა­ლი სა­უბ­რე­ბის და­წყე­ბა ნატო-ს შე­საძ­ლო წევ­რო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მე, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

„თუ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს მო­მა­ვა­ლი წევ­რი უნდა გახ­დეს, თქვენ უნდა გა­ნაგ­რძოთ რე­ფორ­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია, იბ­რძო­ლოს კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ამ კურ­სზე უნდა დარ­ჩეთ. მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ას­რუ­ლებს აუ­ცი­ლე­ბელ კრი­ტე­რი­უ­მებს ნატო-ს წევ­რო­ბის­თვის, გარ­და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა. ასე რომ ვფიქ­რობ, თქვენ უნდა და­ი­წყოთ დის­კუ­სი­ე­ბი, მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შე­უ­ერ­თდეს ნატო-ს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის გა­რე­შე. ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია და შემ­დეგ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს ნატო-ს და მი­მარ­თოს, რომ ჩვენ ამის­თვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, რო­გორ ფიქ­რობს, რამ­დე­ნა­დაა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად ამის გა­სა­კე­თებ­ლად, რას­მუ­სენ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს არ იცის.

"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგ­ნით უნდა გა­ნი­ხი­ლოთ ღრმად, რად­გან ეს ასე­ვე რის­კი­ა­ნი გზაა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, უნდა გა­ვე­რი­დოთ პუ­ტო­ნის დე ფაქ­ტო ვე­ტოს. მან იცის, რომ ნატო და ევ­რო­კავ­ში­რი ნაკ­ლე­ბად მო­ინ­დო­მე­ბენ ეს პრობ­ლე­მე­ბი გად­მო­ი­ტა­ნონ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ აგ­რძე­ლებს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცი­ას. მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლო იტყვის, კარ­გი, ჩვენ მზად ვართ შე­ვუ­ერ­თდეთ ნატო-ს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის გა­რე­შე, ჩვენ მზად ვართ, მე­ხუ­თე მუხ­ლმა მხო­ლოდ ის ტე­რი­ტო­რია მო­იც­ვას, რო­მელ­საც მთლი­ა­ნად აკონ­ტრო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ პუ­ტი­ნი ვერ და­ა­დებს ვე­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას ნატო-ში. ეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნატო-ს გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ნატო-ს წევ­რო­ბა ერთ ნა­ბიჯ­ზე არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცოტა, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ხე­ლახ­ლა იქ­ნე­ბო­და ნამ­დვი­ლი სა­უბ­რის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი წევ­რო­ბა­ზე. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი და რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მი­ი­ღო, რომ თქვენ გახ­დე­ბით ნატო-ს წევ­რი, თუ აუ­ცი­ლე­ბელ კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

გარ­და ამი­სა, მან­ვე უპა­სუ­ხა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვას, რას ეტყვის ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ შე­საძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გვად ჩათ­ვლის. რას­მუ­სე­ნის თქმით, სწო­რედ ამი­ტო­მაა აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­რის­კო.

"რა თქმა უნდა, ეს რის­კია. ამი­ტომ არის ეს სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­ხილ­ვე­ლი და გა­და­სა­წყვე­ტი, თუ რო­გორ მო­იქ­ცეს. მაგ­რამ კი­თხვა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რა არის უფრო სა­რის­კო - ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა თუ ახა­ლი სა­უბ­რე­ბის და­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო წევ­რო­ბა­ზე ნატო-ში", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რას­მუ­სენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე" - რასმუსენი

"უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე" - რასმუსენი

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე - კითხვაა, რა არის უფრო სარისკო, ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტონის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ", - განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

"რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რასმუსენმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, ლევან იოსელიანი წარადგინეს

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს