პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს
ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დე­პუ­ტატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ვად და­უ­დას­ტუ­რა. შოთა შა­ლე­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უკვე მი­მარ­თა.

თა­ვის მხრივ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის აპა­რატ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დე­პუ­ტა­ტი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს იმას, რომ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტია, რომ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი თან­ხა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის "მე­დი­ა­ტო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ბი­ნებს ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­სა და ის­რა­ელ­ში. შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 650 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ის­რა­ელ­ში, სა­ვი­ონ­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს 18 000 000 ის­რა­ე­ლურ შე­კე­ლად შე­ი­ძი­ნა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე სა­ვი­ონ­ში 40000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ის ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 165 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ის­რა­ელ­ში, ქა­ლაქ აშ­დოდ­ში. შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 155 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 1992 წელს 1 390 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით გახ­და. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია დე­პუ­ტატ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­ზე გა­ჩერ­და, რო­მელ­საც რი­გი­თო­ბით მას ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი მოყ­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის ად­გილ­მო­ნაც­ვლე.

ავტორი:

ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა. შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

როგორც ცნობილია, შოთა შალელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში. შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 ისრაელურ შეკელად შეიძინა. მის მფლობელობაშია ასევე სავიონში 40000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 165 კვ.მ ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში. შალელაშვილის საკუთრებაშია 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, რომელშიც 1992 წელს 1 390 000 დოლარი გადაიხადა.

შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა. “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სია დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე გაჩერდა, რომელსაც რიგითობით მას ლევან მგალობლიშვილი მოყვება. შესაბამისად, სავარაუდოდ, მგალობლიშვილი იქნება შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები