მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა
"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა

9 სექ­ტემ­ბერს ეთერ­ში "მთა­ვა­რი არხი" გა­ვი­და. "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია "იბე­რი­ას" შე­ნო­ბი­დან მა­უ­წყებ­ლობს და მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს პირ­დე­ბა.

იმა­ზე, თუ რა გეგ­მე­ბი აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას, რა გა­და­ცე­მე­ბი და რო­მე­ლი სა­ხე­ე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ეთერ­ში AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი 2"-ში 18-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ამ ზა­ფხულს, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა და კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ახალ არხზე გა­და­ვი­და.

- ერთი სი­ტყვით რომ ვთქვა: ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე იყო, თუ პა­სუხს გან­ვავ­რცობთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მოც­და იყო და ასე­თი­ვე გა­და­სა­ტა­ნიც. ვი­ღა­ცას­თან შეხ­ვედ­რა, ვი­ღა­ცას­თან და­ცი­ლე­ბა - არ არის ად­ვი­ლი. საკ­მაო ასა­კი მაქვს იმის­თვის, ვი­ცო­დე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერთი არ არის და გუ­შინ­დე­ლი მე­გო­ბა­რი ხვალ შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი აღარ იყოს.

არ­სე­ბობ­და ვი­ღა­ცე­ბის და­კარ­გვის რის­კი... დიდი იმე­დი მაქვს, რომ რო­გორც მე­გობ­რებს, მათ არ დავ­კარ­გავ, ვინც ახალ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "რუს­თა­ვი 2"-დან არ წა­მო­ვი­და.

- პო­ლი­ტი­კუ­რად რო­გორ აფა­სებთ არ­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ ამ­ბებს?

- ეს ბი­ძი­ნა-ბო­რის ივა­ნიშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია იყო: ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა, რომ „რუს­თა­ვი 2“-ს გა­ა­ჩუ­მებ­და, ამომ­რჩე­ველს შე­უს­რუ­ლა. არ­ხის გა­ჩუ­მე­ბით არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად კარ­გი ცხოვ­რე­ბა გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯით ვი­ღა­ცებს გული მო­ფხა­ნა, რა­ზეც დიდ­ხანს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა.

თავი მოჭ­რა მთელს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, მათ შო­რის, სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პულ­საც, ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის მტკი­ცე­ბა, რომ ევ­რო­პა­ში რამე ჩა­ა­წყო, მაგ­რამ თუ შე­დე­გით ვიმ­სჯე­ლებთ, ამა­ში ლო­გი­კა არის, რომ ვი­ღაც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი და­ეხ­მა­რა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში, თუნ­დაც იმის გამო, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­წე­რა იმ მეშ­ვი­დე მო­სა­მარ­თლემ. ნუთუ მე ვარ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში ხე­დავს და არა უბ­რა­ლოდ, ქო­ნებ­რი­ვი და­ვის?

- რას პირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს "მთა­ვა­რი"?

- რაც ნამ­დვი­ლად ვიცი, გული მიგ­რძნობს, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მაძ­ლევს ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას: ეს იქ­ნე­ბა მებ­რძო­ლი არხი, რად­გა­ნაც სხვა შან­სი აღარ დარ­ჩა. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ უნდა გახ­დეს და არც გახ­დე­ბა, მაგ­რამ ის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

"რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვით და ახა­ლი არ­ხის შექ­მნით ვი­ღაც შუ­ა­შის­ტე­ბი (ასე რომ ეძა­ხი­ან სა­კუ­თარ თა­ვებს) მო­რალ­ზე რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, მათ და­კარ­გეს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, თქვან, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ამ შუ­ა­ლე­დი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, „ბი­ბი­სის“ სტან­დარ­ტე­ბი და­იც­ვას. ეს ამ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში აღარ გა­მო­ვა. ახა­ლი შექ­მნი­ლი ტე­ლე­ვი­ზია ვე­ღარ იქ­ნე­ბა ავ­სტრი­უ­ლი თუ ბრი­ტა­ნუ­ლი სტან­დარ­ტის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვი­თა­რე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვიდ­რე აქ.

მოკ­ლედ, ეს მებ­რძო­ლი არხი ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნე­ბა და ვი­ღა­ცას - არა. გა­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ვი­ზია „რუს­თა­ვი 2“ იყო ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა.

- გარ­და იმი­სა, რომ „მთა­ვარს“ "ვა­ნოს შოუ" ექ­ნე­ბა, სხვა გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზე უარი თქვა?

- თუ არ ვცდე­ბი, „რუს­თა­ვი 2“-ზე მუ­შა­ობ­და 860 ადა­მი­ა­ნი. ახლა „მთა­ვარ­ზე“ მუ­შა­ობს 250 - სხვა­ო­ბა ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს შო­რის დი­დია. გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბი­დან "ვა­ნოს შოუ" იქ­ნე­ბა, ასე­ვე გავა ნიკა გრი­გო­ლი­ა­სა და ილო ბე­როშ­ვი­ლის შოუც. შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, შუ­ა­ღა­მე, დი­ლის გა­და­ცე­მა ნელ-ნელა და­ე­მა­ტე­ბა.

იქ­ნე­ბა "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" - ზუს­ტად ვიცი, რომ ეს გეგ­მა არ­სე­ბობს. ნიკა გვა­რა­მი­ას ძა­ლი­ან უნდა, რომ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ ისევ გა­ვი­დეს, ეს მისი პრო­ექ­ტია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ჯერ გა­სარ­თო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა, რა­საც უმე­ტე­სად პო­ლი­ტი­კა ჩა­ა­ნაც­ვლებს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი.

- ამ მცი­რე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით რამ­დე­ნად შეძ­ლებს არხი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მცი­რე ფარ­თში, სა­დაც ახლა ხართ გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ გი­ჭირთ მუ­შა­ო­ბა?

- სივ­რცე და ფარ­თი გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რაა, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ. თუ სივ­რცე არ გვე­ყო­ფა, ჩვენ უნდა ვე­ყოთ ამ სივ­რცეს, ხელ­ფა­სი­ვით. რა­ღაც უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რად­გან არას­ტან­დარ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ. 20 დღე­ში ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ამო­ქოქ­ვა ახა­ლი სა­ხე­ლით, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით.

ის გვეხ­მა­რე­ბა, რომ ე.წ. პრო­ბე­ბი არა­ვის აქვს გა­სავ­ლე­ლი, არც მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და კადრში არა­ვინ გვა­ფა­სებს, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით. მოკ­ლედ, ხელი იმა­ში შეგ­ვე­წყო, რომ არა­ვის სწავ­ლა­ში რე­სურ­სე­ბი და დრო არ და­ი­ხარ­ჯა. ხალ­ხიც არ დაგ­ვი­მა­ტე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბის და­მა­ტე­ბა მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ პირ­ველ დღე­ებ­ში ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად ეს არ გვჭირ­დე­ბა.

- P.S - ეს არის გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც წლე­ბი შე­ა­ლი­ეთ. "პოსტსკრიპ­ტუ­მის" გუნ­დი ერ­თად წა­მოხ­ვე­დით "რუს­თა­ვი 2"-დან, რი­თაც გუნ­დუ­რო­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა აჩ­ვე­ნეთ... რა იყო ეს გა­და­ცე­მა თქვენ­თვის?

- უხე­შად რომ ვთქვა, P.S.-ში ბევ­რი მაქვს ჩა­თხლე­ში­ლი... ზუს­ტად არ მახ­სოვს, ალ­ბათ 15 წელი, მა­ნამ­დე „კუ­რი­ერ­ში“ ვი­ყა­ვი, მერე პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი „პ.ს“-ში, ბო­ლოს კი უკვე მთლი­ა­ნად... ჩემ­თვის ეს პე­რი­ო­დი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

ოფლი და სის­ხლი მაქვს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ჩაღ­ვრი­ლი - ერთხელ, 2004 წელს, კეხვში, ჯერ კი­დევ ჩვე­ნი რომ იყო, ავ­ფეთ­ქდი... ალ­ბათ ეს ეტა­პი ოდეს­ღაც უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, მე­გო­ნა, პენ­სი­ა­ზე იქი­დან გა­ვი­დო­დი... სა­კუ­თა­რი შრო­მა, რაც ამ გა­და­ცე­მა­ში ჩა­ი­დო, მე­ნა­ნე­ბა.

ბოლო დღე P.S-ში და კა­რებ­ზე თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა

გუნ­დი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ერთ აზ­რზე არ ვართ ყო­ველ­თვის. ხან­და­ხან საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვჭამთ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს. ასე ერ­თობ­ლი­ვად რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, გა­მო­ვი­დო­და, რომ სა­კუ­თა­რი ბო­დი­ში და გა­და­ფურ­თხე­ბუ­ლი ავ­ლო­კეთ. ამის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რო­დე­საც 18 ივ­ლისს ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა „რუს­თა­ვი 2“ გა­და­ი­ფორ­მა და დაგვპირ­და, სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და არ­ხი­დან მხო­ლოდ ნიკა გვა­რა­მია გა­უშ­ვეს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­ვად­გი­ნეთ გან­ცხა­დე­ბა (ტექსტს მე და თეა ადე­იშ­ვი­ლი ვკარ­ნა­ხობ­დით) ალ­ბათ უფრო მე­მო­რან­დუ­მი, ულ­ტი­მა­ტუ­მი იყო: სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ შე­იც­ვა­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, წამ­ყვა­ნე­ბი, არ მოხ­დეს ხელ­ფა­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა (ვერ გა­და­გიხ­დი, ამი­ტომ გა­ი­ძუ­ლებ, წახ­ვი­დე). სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ სა­მი­ვე პი­რო­ბა და­ირ­ღვა. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სიც გა­უშ­ვეს, წამ­ყვა­ნე­ბიც, მათ შო­რის, ჩვე­ნი წამ­ყვა­ნიც და ხელ­ფა­სე­ბის თე­მაც ჰა­ერ­შია.

- P.S-ის სა­ნაც­ვლოდ მა­ყუ­რე­ბელს რას სთა­ვა­ზობთ?

- ჩვენს გა­და­ცე­მას ერ­ქმე­ვა „პოსტ ფაქ­ტუ­მი“ - ეს სა­ხე­ლი რო­გორც ვიცი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ნინო ნა­კა­ში­ძემ მო­ი­ფიქ­რა. ვერც ერთი გა­და­ცე­მის ძვე­ლი სა­ხე­ლი ვერ წა­მო­ვი­ღეთ. რო­გორც იუ­რის­ტებ­მა თქვეს, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მგო­ნია, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და წა­მოგ­ვე­ღო. მოკ­ლედ, გვინ­და, ამ კვი­რის ბო­ლოს გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დეს. მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა და არ გვინ­და, გა­ვაწ­ბი­ლოთ მათი მო­ლო­დი­ნი.

პრინ­ციპ­ში ისე­თი­ვე პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ბოლო წლებ­ში იყო, იმი­ტომ, რომ იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ მას­ზე, ოპე­რა­ტო­რე­ბიც კი ჩვე­ნე­ბი არი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი - იგი­ვე პრო­დუქ­ტი გა­მო­ვა, რად­გა­ნაც მე­პუ­რეს თუ არ ცვლი, გა­მომ­ცხვა­რი პუ­რიც იგი­ვე იქ­ნე­ბა.

გან­სხვა­ვე­ბა კონ­კუ­რენტ პროგ­რა­მებ­თან, რომ­ლე­ბიც სხვა არ­ხებ­ზეა, იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი ხა­ნია, რამ­დენ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ფუ­ლით ვა­კე­თებ­დით. ჩვენ­თვის უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სი­უ­ჟე­ტე­ბის­თვის „რუს­თა­ვი 2“-ის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო, ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გარ­თულ­და ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბა შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე და მა­ყუ­რე­ბე­ლი იგი­ვე ხალ­ხის იგი­ვე პრო­დუქტს იხი­ლავს, უბ­რა­ლოდ, სხვა სა­ხელ­წო­დე­ბით მი­წო­დე­ბულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა

"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა

9 სექტემბერს ეთერში "მთავარი არხი" გავიდა. "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტებული ტელევიზია "იბერიას" შენობიდან მაუწყებლობს და მაყურებელს ბევრ სიახლეს პირდება.

იმაზე, თუ რა გეგმები აქვს ტელევიზიას, რა გადაცემები და რომელი სახეები გამოჩნდებიან ეთერში AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ესაუბრება, რომელმაც "რუსთავი 2"-ში 18-წლიანი მუშაობა ამ ზაფხულს, ცნობილი მოვლენების შემდეგ დაასრულა და კოლეგებთან ერთად, ახალ არხზე გადავიდა.

- ერთი სიტყვით რომ ვთქვა: ეს ყველაფერი მძიმე იყო, თუ პასუხს განვავრცობთ, ფაქტობრივად, ყველაზე რთული ადამიანური გამოცდა იყო და ასეთივე გადასატანიც. ვიღაცასთან შეხვედრა, ვიღაცასთან დაცილება - არ არის ადვილი. საკმაო ასაკი მაქვს იმისთვის, ვიცოდე, რომ ყველა ადამიანი ერთი არ არის და გუშინდელი მეგობარი ხვალ შეიძლება მეგობარი აღარ იყოს.

არსებობდა ვიღაცების დაკარგვის რისკი... დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც მეგობრებს, მათ არ დავკარგავ, ვინც ახალ ტელევიზიაში "რუსთავი 2"-დან არ წამოვიდა.

- პოლიტიკურად როგორ აფასებთ არხის გარშემო განვითარებულ ამბებს?

- ეს ბიძინა-ბორის ივანიშვილის ყველაზე წარმატებული ოპერაცია იყო: ერთადერთი მთავარი დაპირება, რომ „რუსთავი 2“-ს გააჩუმებდა, ამომრჩეველს შეუსრულა. არხის გაჩუმებით არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კარგი ცხოვრება გამოჩნდა, მაგრამ ამ ნაბიჯით ვიღაცებს გული მოფხანა, რაზეც დიდხანს და მიზანმიმართულად იმუშავა.

თავი მოჭრა მთელს სასამართლო სისტემას, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროპულსაც, ძალიან მიჭირს იმის მტკიცება, რომ ევროპაში რამე ჩააწყო, მაგრამ თუ შედეგით ვიმსჯელებთ, ამაში ლოგიკა არის, რომ ვიღაც ძალიან სერიოზული და გავლენიანი დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში, თუნდაც იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება დაწერა იმ მეშვიდე მოსამართლემ. ნუთუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში ხედავს და არა უბრალოდ, ქონებრივი დავის?

- რას პირდება მაყურებელს "მთავარი"?

- რაც ნამდვილად ვიცი, გული მიგრძნობს, საკუთარი გამოცდილება და იქ არსებული ვითარება მაძლევს ამის თქმის საშუალებას: ეს იქნება მებრძოლი არხი, რადგანაც სხვა შანსი აღარ დარჩა. პოლიტიკური პარტია არ უნდა გახდეს და არც გახდება, მაგრამ ის აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება ჩართული.

"რუსთავი 2"-ის დახურვით და ახალი არხის შექმნით ვიღაც შუაშისტები (ასე რომ ეძახიან საკუთარ თავებს) მორალზე რომ ლაპარაკობენ, მათ დაკარგეს მორალური უფლება, თქვან, რომ ტელევიზიამ შუალედი უნდა შეინარჩუნოს, „ბიბისის“ სტანდარტები დაიცვას. ეს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში აღარ გამოვა. ახალი შექმნილი ტელევიზია ვეღარ იქნება ავსტრიული თუ ბრიტანული სტანდარტის, თუნდაც იმიტომ, რომ ვითარება ბრიტანეთში განსხვავებულია, ვიდრე აქ.

მოკლედ, ეს მებრძოლი არხი ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას - არა. გამოჩნდა, რომ ტელევიზია „რუსთავი 2“ იყო ყველაზე ორგანიზებული და ეფექტიანი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა.

- გარდა იმისა, რომ „მთავარს“ "ვანოს შოუ" ექნება, სხვა გასართობ გადაცემებზე უარი თქვა?

- თუ არ ვცდები, „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა 860 ადამიანი. ახლა „მთავარზე“ მუშაობს 250 - სხვაობა ადამიანურ რესურსს შორის დიდია. გასართობი შოუებიდან "ვანოს შოუ" იქნება, ასევე გავა ნიკა გრიგოლიასა და ილო ბეროშვილის შოუც. შუადღის გადაცემა, შუაღამე, დილის გადაცემა ნელ-ნელა დაემატება.

იქნება "მხოლოდ ქართული" - ზუსტად ვიცი, რომ ეს გეგმა არსებობს. ნიკა გვარამიას ძალიან უნდა, რომ „მხოლოდ ქართული“ ისევ გავიდეს, ეს მისი პროექტია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ გასართობი მიმართულება ნაკლებად იქნება, რასაც უმეტესად პოლიტიკა ჩაანაცვლებს. თუნდაც იმიტომ, რომ საგრძნობლად არის შემცირებული რესურსი.

- ამ მცირე ადამიანური რესურსით რამდენად შეძლებს არხი ჩანაფიქრის განხორციელებას? ასევე საინტერესოა იმ მცირე ფართში, სადაც ახლა ხართ განთავსებული, არ გიჭირთ მუშაობა?

- სივრცე და ფართი გაცილებით პატარაა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს, სამწუხაროდ. თუ სივრცე არ გვეყოფა, ჩვენ უნდა ვეყოთ ამ სივრცეს, ხელფასივით. რაღაც უნდა მოვახერხოთ, რადგან არასტანდარტულ ვითარებაში ვართ. 20 დღეში ახალი ტელევიზიის ამოქოქვა ახალი სახელით, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ის გვეხმარება, რომ ე.წ. პრობები არავის აქვს გასავლელი, არც მეტყველების გაკვეთილებია ჩასატარებელი და კადრში არავინ გვაფასებს, როგორ გამოვიყურებით. მოკლედ, ხელი იმაში შეგვეწყო, რომ არავის სწავლაში რესურსები და დრო არ დაიხარჯა. ხალხიც არ დაგვიმატებია. ადამიანების დამატება მოგვიწევს, მაგრამ პირველ დღეებში ეთერში გასასვლელად ეს არ გვჭირდება.

- P.S - ეს არის გადაცემა, რომელსაც წლები შეალიეთ. "პოსტსკრიპტუმის" გუნდი ერთად წამოხვედით "რუსთავი 2"-დან, რითაც გუნდურობა და ერთსულოვნება აჩვენეთ... რა იყო ეს გადაცემა თქვენთვის?

- უხეშად რომ ვთქვა, P.S.-ში ბევრი მაქვს ჩათხლეშილი... ზუსტად არ მახსოვს, ალბათ 15 წელი, მანამდე „კურიერში“ ვიყავი, მერე პარალელურად ვმუშაობდი „პ.ს“-ში, ბოლოს კი უკვე მთლიანად... ჩემთვის ეს პერიოდი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოფლი და სისხლი მაქვს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაღვრილი - ერთხელ, 2004 წელს, კეხვში, ჯერ კიდევ ჩვენი რომ იყო, ავფეთქდი... ალბათ ეს ეტაპი ოდესღაც უნდა დამთავრებულიყო, მეგონა, პენსიაზე იქიდან გავიდოდი... საკუთარი შრომა, რაც ამ გადაცემაში ჩაიდო, მენანება.

ბოლო დღე P.S-ში და კარებზე თენგო გოგოტიშვილის მიერ გაკეთებული წარწერა

გუნდი ერთსულოვნები ვართ, უბრალოდ, ერთ აზრზე არ ვართ ყოველთვის. ხანდახან საქმესთან დაკავშირებით ვჭამთ ხოლმე ერთმანეთს. ასე ერთობლივად რომ არ წამოვსულიყავით, გამოვიდოდა, რომ საკუთარი ბოდიში და გადაფურთხებული ავლოკეთ. ამის არანაირი სურვილი არ მქონდა, ეს გამეკეთებინა.

თავიდანვე ვთქვი, როდესაც 18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“ გადაიფორმა და დაგვპირდა, სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნებოდა და არხიდან მხოლოდ ნიკა გვარამია გაუშვეს. ჟურნალისტებმა შევადგინეთ განცხადება (ტექსტს მე და თეა ადეიშვილი ვკარნახობდით) ალბათ უფრო მემორანდუმი, ულტიმატუმი იყო: სარედაქციო დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ არ შეიცვალოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა, წამყვანები, არ მოხდეს ხელფასებით მანიპულირება (ვერ გადაგიხდი, ამიტომ გაიძულებ, წახვიდე). საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამივე პირობა დაირღვა. საინფორმაციოს უფროსიც გაუშვეს, წამყვანებიც, მათ შორის, ჩვენი წამყვანიც და ხელფასების თემაც ჰაერშია.

- P.S-ის სანაცვლოდ მაყურებელს რას სთავაზობთ?

- ჩვენს გადაცემას ერქმევა „პოსტ ფაქტუმი“ - ეს სახელი როგორც ვიცი, დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ მოიფიქრა. ვერც ერთი გადაცემის ძველი სახელი ვერ წამოვიღეთ. როგორც იურისტებმა თქვეს, საავტორო უფლებების პრობლემა გვექნებოდა, თუმცა მგონია, მორალური უფლება გვექნებოდა წამოგვეღო. მოკლედ, გვინდა, ამ კვირის ბოლოს გადაცემა ეთერში გავიდეს. მაყურებელი ელოდება და არ გვინდა, გავაწბილოთ მათი მოლოდინი.

პრინციპში ისეთივე პროგრამა იქნება, როგორიც ბოლო წლებში იყო, იმიტომ, რომ იგივე ადამიანები მუშაობენ მასზე, ოპერატორებიც კი ჩვენები არიან, ჟურნალისტები, პროდიუსერები - იგივე პროდუქტი გამოვა, რადგანაც მეპურეს თუ არ ცვლი, გამომცხვარი პურიც იგივე იქნება.

განსხვავება კონკურენტ პროგრამებთან, რომლებიც სხვა არხებზეა, იქნება, რადგანაც რამდენი ხანია, რამდენჯერ ნაკლები ფულით ვაკეთებდით. ჩვენთვის უცხოეთში მოგზაურობა სიუჟეტებისთვის „რუსთავი 2“-ის ფინანსური პრობლემების გამო დიდი ფუფუნება იყო, ფინანსური სირთულების შემდეგ ძალიან გართულდა ყველაფერი. ამიტომ ძირითადი აქცენტი იქნება შიდა პოლიტიკაზე და მაყურებელი იგივე ხალხის იგივე პროდუქტს იხილავს, უბრალოდ, სხვა სახელწოდებით მიწოდებულს.

შეიძინეთ ბინა 50 000 ლარიანი ფასდაკლებით m2 ის კომპლექსში

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში