პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა
"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა შე­ეც­ვა­ლა და 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნული სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცროს ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს, მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნი­ეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბამ­დე გამ­ყრე­ლი­ძე შვი­ლიშ­ვილს ჩა­ე­ხუ­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ უსა­მარ­თლო­ბაა, რო­დე­საც "მას სა­პა­ტიმ­რო­ში ტო­ვებს, თვი­თონ კი თა­ვი­სუ­ფა­ლია".

"მე ვარ ალა­ლი და ამ­დე­ნი ხანი მტან­ჯავ­დნენ... რო­დე­საც და­მა­კა­ვეს, მკვდა­რი­ვით წა­მი­ღეს ბორ­კი­ლებ­და­დე­ბუ­ლი. ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლას, სად არის სა­მარ­თა­ლი?! წინა დღეს მან­ქა­ნა გავ­რე­ცხე, ამ­დე­ნი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა რომ მე­ნა­ხა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­მეს არ ვი­ღო­ნებ­დი, იქ დავ­ტო­ვებ­დი? ან ამ ხე­ლე­ბით ამ მდგო­მა­რე­ო­ბით რო­გორ შევ­ძლებ­დი ია­რა­ღის ჭე­რას?!" - გა­ნა­ცხა­და პრო­ცე­სის დროს 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ.

ად­ვო­კატ­მა გი­ლე­რი ენ­დე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძე საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. ამას არ ეთან­ხმე­ბა პრო­კუ­რო­რი ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ბრალ­დე­ბულ­მა შე­საძ­ლოა, მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნა სცა­დოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას გა­რშე­მომ­ყო­ფებს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ები და­ი­კი­თხნენ, მათ შო­რის კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს სამ­მარ­თვე­ლოს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. მოწ­მე­ებ­მა დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნეს მკვლე­ლო­ბის დღე და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიმ­დი­ნარე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხეს კი­თხვებს. დღეს ასე­ვე, პრო­კუ­რორ­მა ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვილ­მა ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის დის­ტან­ცი­უ­რი წე­სით და­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას, ხოლო მის შვი­ლიშ­ვილს საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა. მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო 19 სექ­ტემ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.

დარბაზის დატოვებამდე გამყრელიძე შვილიშვილს ჩაეხუტა და განაცხადა, რომ უსამართლობაა, როდესაც "მას საპატიმროში ტოვებს, თვითონ კი თავისუფალია".

"მე ვარ ალალი და ამდენი ხანი მტანჯავდნენ... როდესაც დამაკავეს, მკვდარივით წამიღეს ბორკილებდადებული. ვეკითხები ყველას, სად არის სამართალი?! წინა დღეს მანქანა გავრეცხე, ამდენი საბრძოლო მასალა რომ მენახა, როგორ ფიქრობთ, რამეს არ ვიღონებდი, იქ დავტოვებდი? ან ამ ხელებით ამ მდგომარეობით როგორ შევძლებდი იარაღის ჭერას?!" - განაცხადა პროცესის დროს 85 წლის ომარ გამყრელიძემ.

ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს მკვლელობის დღე და შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვებს. დღეს ასევე, პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციური წესით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ