საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გათავისუფლდა
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გათავისუფლდა

სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა შე­ეც­ვა­ლა და 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­მო­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცროს ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს, მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა-პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნი­ეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

ად­ვო­კატ­მა გი­ლე­რი ენ­დე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძე საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. ამას არ ეთან­ხმე­ბა პრო­კუ­რო­რი ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ბრალ­დე­ბულ­მა შე­საძ­ლოა, მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნა სცა­დოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას გა­შე­მომ­ყო­ფებს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ბი და­ი­კი­თხნენ, მათ შო­რის კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს სამ­მარ­თვე­ლოს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. მოწ­მე­ებ­მა დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნეს მკვლე­ლო­ბის დღე და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიმ­დი­ან­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხეს კი­თხვებს. დღეს ასე­ვე, პრო­კუ­რორ­მა ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვილ­მა ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის დის­ტან­ცი­ა­უ­რი წე­სით და­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა,რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას, ხოლო მის შვი­ლიშ­ვილს საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა. მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო 19 სექ­ტემ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

ავტორი:

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გათავისუფლდა

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.

ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გაშემომყოფებს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს მკვლელობის დღე და შემთხვევის ადგილზე მიმდიანრე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვებს. დღეს ასევე, პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციაური წესით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა,რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ