ავტორი:

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სპეციალური დროებითი კომისია იქმნება

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სპეციალური დროებითი კომისია იქმნება

საავტორო უფლებების მიმართულებით საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო იძაბება. საქართველოში რუსეთის მხარდაჭრით შექმნილი ორგანიზაცია GERA განაგრძობს საავტორო უფლებების სფეროში უკანონო საქმიანობას. როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) განმარტავენ, მიმდინარეობს როგორც ქართველი ავტორებისა და შემსრულებლების გადაბირება, მათთვის „რუსეთიდან შემოტანილი“ დაუსაბუთებელი ჰონორარის გადახდით, ასევე მოსარგელეებისგან (კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო დაწესებულებები და ა.შ.) ჰონორარის უკანონოდ მოთხოვნა.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ასოციაციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხელოვანების მიერ შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია. კომისიის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს არსებული პრობლემის მოკლე დროში დაძლევას. კომისია უახლოეს დღეებში თავად წარუდგენს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

კომისიის შექმნასთან დაკავშირებით GCA სპეციალურ განცხადება აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში რუსეთის მხარდაჭრით შექმნილი ორგანიზაცია GERA განაგრძობს საავტორო უფლებების სფეროში უკანონო საქმიანობას. მიმდინარეობს როგორც ქართველი ავტორებისა და შემსრულებლების გადაბირება, მათთვის „რუსეთიდან შემოტანილი“ დაუსაბუთებელი ჰონორარის გადახდით, ასევე მოსარგელეებისგან (კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო დაწესებულებები და ა.შ.) ჰონორარის უკანონოდ მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ GERA მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ უარი თქვა, რუსეთის მიერ საავტორო უფლებების სფეროში გავლენის მოპოვების მიზნით, 2017 წელს შექმნილ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციაში (EACOP) გაწევრიანებაზე და შესაბამისად, საქართველოში, ამ სფეროში რუსული ინტერესების გატარებაზე. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებულია მხოლოდ ხუთი ქვეყანა: სომხეთი, აზებაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი.

GERA-ს საქმიანობის უკანონობას ადასტურებს ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ერთადერთი სახელწიფო ორგანოს, საქპატენტის ოფიციალური პოზიციაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და მეორეს შექმნის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს.

გარდა საქპატენტისა, შექმნილ ვითარებაში დიდ საფრთხეს ხედავს და ჩვენს სრულ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს ამ სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციაც: ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC), შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო (SCAPR) და რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO).

GERA-ს უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში არსებობს სიტუაციის გაუარესების რისკი, მოსარგებლეები შეწყვეტენ ჰონორარის გადახდას, რაც პირველ რიგში დააზარალებს ავტორს, მთლიანად სისტემას და ქვეყნის იმიჯს.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ასოციაციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხელოვანების მიერ შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია. კომისიის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს არსებული პრობლემის მოკლე დროში დაძლევას. კომისია უახლოეს დღეებში თავად წარუდგენს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.“

#არაინტელექტისოკუპაციას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი