სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოლკლორის ფესტივალი, 96 წლის მოცეკვავე აჭარიდან და „თბილისო“ კორსიკელების შესრულებით
ფოლკლორის ფესტივალი, 96 წლის მოცეკვავე აჭარიდან და „თბილისო“ კორსიკელების შესრულებით

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 7 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა. სამდღი­ა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც წელს „სა­ქარ­თვე­ლო“ ეწო­და, ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მას­პინ­ძლობს, არა­მედ უცხო­ე­თი­და­ნაც. მისი მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ასე­ვე ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის უცხო­უ­რი ფოლკ­ლო­რის სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შე­ბის გაც­ნო­ბა.

თით­ქმის ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ: საფ­რან­გე­თი (კორ­სი­კა) – Spartimu, იტა­ლია (სარ­დი­ნია)– Castelsardo. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან: „ბერ­მუ­ხა“ (აჭა­რა); „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა ჩემო“ (გუ­რია); „რიჰო“ (სვა­ნე­თი), „ბა­სი­ა­ნი“ და „ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“ (თბი­ლი­სი); ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი; ბა­თუ­მის ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი - „ბა­თუ­მი“.

მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ნო­მე­რი აჭა­რის უხუ­ცეს­თა ან­სამ­ბლის, „ბერ­მუ­ხას“ გა­მოს­ვლა გახ­ლდათ. აჭა­რუ­ლი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლეს 72 წლის, 76 წლის, 80 და 96 წლის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა და მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს.

კონ­ცერ­ტის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი იყო სცე­ნა­ზე კორ­სი­კე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის გა­მოს­ვლა, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, „თბი­ლი­სო“ იმ­ღე­რეს. კორ­სი­კე­ლებ­მა და სარ­დი­ნი­ე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რიც წარ­მო­ად­გი­ნეს. და­სას­რულს კი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ ერ­თად „ჩაკ­რუ­ლო“ ააჟ­ღე­რა. სწო­რედ ეს გახ­ლდათ ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტი.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მსა­ხი­ო­ბებს, კახა მი­ქი­აშ­ვილ­სა და ეკა ამი­რე­ჯიბს მიჰ­ყავ­დათ. ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ ნი­კო­ლოზ ჰა­ი­ნე-შვე­ლი­ძე.

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „სა­ქარ­თვე­ლო“ ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით წელს უკვე მე­სა­მედ იმარ­თე­ბა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რა­ჭა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბი 9 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლი­თაა და­გეგ­მი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ფოლკლორის ფესტივალი, 96 წლის მოცეკვავე აჭარიდან და „თბილისო“ კორსიკელების შესრულებით

ფოლკლორის ფესტივალი, 96 წლის მოცეკვავე აჭარიდან და „თბილისო“ კორსიკელების შესრულებით

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნა. სამდღიანი ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც წელს „საქართველო“ ეწოდა, ფოლკლორულ ანსამბლებს არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მასპინძლობს, არამედ უცხოეთიდანაც. მისი მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია, ასევე ქართველი მსმენელისთვის უცხოური ფოლკლორის საინტერესო ნიმუშების გაცნობა.

თითქმის ორი საათის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: საფრანგეთი (კორსიკა) – Spartimu, იტალია (სარდინია)– Castelsardo. მონაწილეები საქართველოდან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.

მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნომერი აჭარის უხუცესთა ანსამბლის, „ბერმუხას“ გამოსვლა გახლდათ. აჭარული ცეკვა შეასრულეს 72 წლის, 76 წლის, 80 და 96 წლის მოცეკვავეებმა და მაყურებლის მხრიდან ოვაციები დაიმსახურეს.

კონცერტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო სცენაზე კორსიკელი მუსიკოსების გამოსვლა, რომლებმაც საქართველოსადმი პატივისცემის ნიშნად, „თბილისო“ იმღერეს. კორსიკელებმა და სარდინიელებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს. დასასრულს კი ყველა მონაწილემ ერთად „ჩაკრულო“ ააჟღერა. სწორედ ეს გახლდათ ღონისძიების კულმინაციური მომენტი.

გახსნის ცერემონიალი მსახიობებს, კახა მიქიაშვილსა და ეკა ამირეჯიბს მიჰყავდათ. ღონისძიების რეჟისორი გახლდათ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით წელს უკვე მესამედ იმართება. გახსნის ცერემონიალის შემდეგ მონაწილეებმა რაჭაში გადაინაცვლეს, სადაც კონცერტები 9 სექტემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება