პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ
ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის გზა კვლავ და­კე­ტი­ლია. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დაბა ახალ­გორ­თან მდე­ბა­რე “გამ­შვე­ბი პუნ­ქტი” 6 სექ­ტემ­ბერს უნდა გახ­სნი­ლი­ყო, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

Эхо Кавказа-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ კვი­რას ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ხე­ვარ­მა, გზის და­კეტვის საფრ­თხის გამო, დაბა და­ტო­ვა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, იმ 1000-მდე ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­და, ე.წ. რაზ­და­ხა­ნის გამ­შვე­ბი პუნ­ქტით ქარ­თულ მხა­რეს 400-მდე ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და თან ავე­ჯი თუ პი­რა­დი ნივ­თე­ბი გად­მო­ი­ტა­ნა.

ახალ­გორ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­კე­ტა, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ არა­ფერს ამ­ბობს ბი­ბი­ლო­ვის "ად­მი­ნის­ტრა­ცია", არც ოსუ­რი მე­დია, თუ არ ჩავ­თვლით, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დის გან­ცხა­დე­ბას, რომ “სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პუნ­ქტი დრო­ე­ბით, 6 სექ­ტემ­ბრამ­დე ჩა­ი­კე­ტე­ბო­და..."

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს:

- 5 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გზა სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ი­კე­ტა, თუმ­ცა, აგერ უკვე 9 სექ­ტემ­ბე­რია და არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. არც ის ვი­ცით, რა აქვთ გეგ­მა­ში... არც რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი დე­პუ­ტა­ტე­ბი იღე­ბენ ხმას. არც ერთი გან­ცხა­დე­ბა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

ვინ­მე ხომ უნდა შეგ­ვხვდეს და აგ­ვიხ­სნას, რა­შია საქ­მე? რა ხდე­ბა ჩვენს თავს? მე­რამ­დე­ნე დღეა ასე ვე­ლო­დე­ბით...

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა რო­გო­რია?

- შე­ში­ნე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან რო­დე­საც ხან­გრძლი­ვად იკე­ტე­ბა გზა, უკვე პა­ნი­კაა ხალ­ხში. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, თვე­ნა­ხევ­რით ჩა­ი­კე­ტა, მაგ­რამ მა­შინ თქვეს, რომ როცა გრი­პის ეპი­დე­მი­ის საფრ­თხე არ იქ­ნე­ბო­და, მა­შინ გახ­სნიდ­ნენ. ახლა უკვე არა­ფერს ამ­ბო­ბენ, გარ­და იმი­სა, რომ სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ი­კე­ტა, თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა დუმს, ორი­ვე მხა­რე.

- გზის ჩა­კეტ­ვამ რამე დე­ფი­ცი­ტი შექ­მნა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ასე თვალ­ში­სა­ცე­მად არა, რად­გან ხილ-ბოსტნე­უ­ლი ბა­ღებ­ში გვაქვს, სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მა­რაგს ვი­კე­თებთ, მაგ­რამ ხალ­ხი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს... ოსე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ მიდი-მო­დი­ოდ­ნენ ქარ­თუ­ლი მხა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ერთ-ერ­თმა ოსმა ქალ­მა, რო­მე­ლიც წე­რო­ვან­ში ცხოვ­რობს და ამ­ჟა­მად ახალ­გორ­შია, მი­თხრა, რომ მცოდ­ნო­და გზა ჩა­ი­კე­ტე­ბო­და, არც წა­მო­ვი­დო­დიო...

ელზა, ახალ­გო­რის მკვიდ­რი:

- პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად გვაქვს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის გვე­ში­ნია... ასეთ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვართ. შვი­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბით იქით არი­ან და თუ გზა სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­კე­ტა, ვლა­დი­კავ­კა­ზი­და­ნაც რომ მოგ­ვი­წი­ოს ას­ვლა, მა­ინც დავ­ბრუნ­დე­ბით... აქ რა გვინ­და, რა ვა­კე­თოთ, რად მინ­და აქ სახ­ლი და მიწა, შვი­ლე­ბი თუ არ ჩა­მო­ვიდ­ნენ, მარ­ტო ხომ არ ვი­ცხოვ­რებ?

საფ­ლა­ვებს ვერ ვე­ლე­ო­დი, მაგ­რამ თუ ცო­ცხლე­ბი ვერ ვნა­ხე, მკვდრებს მე რაში ვჭირ­დე­ბი?

- თქვენ ვის­გან გა­ი­გეთ, გზა სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­კე­ტე­ბაო?

- ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ მა­ღა­ზი­ა­ში, იქ შე­სუ­ლან ოსი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი 3 სექ­ტემ­ბერს და გა­უფრ­თხი­ლე­ე­ბი­ათ, თუ წას­ვლა გინ­დათ, წა­დით, გზა აღარ გა­იხ­სნე­ბაო... ისე­დაც ცა­რი­ე­ლია აქა­უ­რო­ბა და ამ გზის გამო მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ გვი­ღირ­სო, თუ გზა ჩა­კე­ტეს, ბო­ლომ­დე და­ცა­რი­ელ­დე­ბა ახალ­გო­რი და მო­ის­ვე­ნე­ბენ.

ამ ყვე­ლა­ფერს სო­ფელ წნე­ლი­სის გარ­შე­მო და­წყე­ბულ ამ­ბავს ვუ­კავ­ში­რებთ, თა­ვა­დაც ასე ამ­ბო­ბენ... თუმ­ცა, ახ­ლაც მუდ­მი­ვად ვი­თხოვთ - გაგ­ვა­გე­ბი­ნონ რა ხდე­ბა, მაგ­რამ არა­ფერს გვიხ­სნი­ან, ასე მგო­ნია, ქარ­თუ­ლი მხრი­დან რა­ღაც სიგ­ნა­ლებს ელი­ან".

AMBEBI.GE-მ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წრო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ჩვენ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მუდ­მი­ვად გვაქვს, რო­გორც ჩვენ­თან ასე­ვე, თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან და მუდ­მი­ვად ამ­ბობ­დნენ, რომ ორი დღით უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­კე­ტი­ლი, თით­ქოს სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა რა ლო­გი­კით და არ­გუ­მენ­ტით, ამა­ზე ცხა­დია, არ და ვერ ვი­სა­უბ­რებთ. სხვა შეხ­ვედ­რის დრო­საც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩა­კე­ტი­ლი ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­გარ­გუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მამ­დე იქ­ნე­ბო­და. დღეს დი­ლით სუს-მაც იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ი­ღო ცხელ ხაზ­ზე...

თა­ნა­თავ­მჯო­მა­რე­ებ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ზე­წო­ლა გა­ი­ზარ­დოს. სხვა დე­ტა­ლებ­ზე ოსუ­რი მხა­რე არ სა­უბ­რობს, ისე­ვე რო­გორც წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ვი­თომ ეპი­დე­მი­ის საფრ­თხის გამო ჩა­კე­ტეს გზა, რა­ღაც აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, არა­და ჩვენ­თან უკვე გა­დავ­ლი­ლი იყო ტალ­ღა, ჩვენ იქით ვთა­ვა­ზობ­დით დახ­მა­რე­ბას... ყვე­ლა გზით ვცდი­ლობთ ვი­თა­რე­ბა გა­მოს­წორ­დეს, მათ შო­რის კავ­ში­რი გვაქვს მოს­კოვ­თან, რად­გან ასეთ დროს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან... ასე­ვე ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში ძა­ლის­ხმე­ვას არ ვი­შუ­რებთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იხ­სნას გზა, რო­მე­ლიც ასე ერთი ხე­ლის მოს­მით გა­და­კე­ტეს...

ფოტო-ვი­დეო: www.ekhokavkaza.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ

ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ

ოკუპირებული ახალგორის გზა კვლავ დაკეტილია. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბა ახალგორთან მდებარე “გამშვები პუნქტი” 6 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, გასულ კვირას ახალგორის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად ნახევარმა, გზის დაკეტვის საფრთხის გამო, დაბა დატოვა.

გამოცემის ცნობით, იმ 1000-მდე ადამიანიდან, რომელიც რაიონში ცხოვრობდა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტით ქართულ მხარეს 400-მდე ადამიანი გადმოვიდა და თან ავეჯი თუ პირადი ნივთები გადმოიტანა.

ახალგორში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი სამუდამოდ ჩაიკეტა, თუმცა, ამის შესახებ არაფერს ამბობს ბიბილოვის "ადმინისტრაცია", არც ოსური მედია, თუ არ ჩავთვლით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის განცხადებას, რომ “სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პუნქტი დროებით, 6 სექტემბრამდე ჩაიკეტებოდა..."

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს:

- 5 სექტემბერს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ გზა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაიკეტა, თუმცა, აგერ უკვე 9 სექტემბერია და არაფერი შეცვლილა. არც ის ვიცით, რა აქვთ გეგმაში... არც რაიონის ადმინისტრაცია და ადგილობრივი დეპუტატები იღებენ ხმას. არც ერთი განცხადება არ გავრცელებულა, რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ვინმე ხომ უნდა შეგვხვდეს და აგვიხსნას, რაშია საქმე? რა ხდება ჩვენს თავს? მერამდენე დღეა ასე ველოდებით...

- ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა როგორია?

- შეშინებული არიან, რადგან როდესაც ხანგრძლივად იკეტება გზა, უკვე პანიკაა ხალხში. მიმდინარე წლის იანვარში, თვენახევრით ჩაიკეტა, მაგრამ მაშინ თქვეს, რომ როცა გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ იქნებოდა, მაშინ გახსნიდნენ. ახლა უკვე არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, თუმცა, ახლა ყველა დუმს, ორივე მხარე.

- გზის ჩაკეტვამ რამე დეფიციტი შექმნა?

- ჯერჯერობით ასე თვალშისაცემად არა, რადგან ხილ-ბოსტნეული ბაღებში გვაქვს, სხვა პროდუქტების მარაგს ვიკეთებთ, მაგრამ ხალხი ძალიან ნერვიულობს... ოსები, ჩვეულებრივ მიდი-მოდიოდნენ ქართული მხარის მიმართულებით და ერთ-ერთმა ოსმა ქალმა, რომელიც წეროვანში ცხოვრობს და ამჟამად ახალგორშია, მითხრა, რომ მცოდნოდა გზა ჩაიკეტებოდა, არც წამოვიდოდიო...

ელზა, ახალგორის მკვიდრი:

- პანიკის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ყველაზე მეტად მედიკამენტების დეფიციტის გვეშინია... ასეთ გაურკვევლობაში აქამდე არ ვყოფილვართ. შვილები თავიანთი ოჯახებით იქით არიან და თუ გზა სამუდამოდ ჩაიკეტა, ვლადიკავკაზიდანაც რომ მოგვიწიოს ასვლა, მაინც დავბრუნდებით... აქ რა გვინდა, რა ვაკეთოთ, რად მინდა აქ სახლი და მიწა, შვილები თუ არ ჩამოვიდნენ, მარტო ხომ არ ვიცხოვრებ?

საფლავებს ვერ ველეოდი, მაგრამ თუ ცოცხლები ვერ ვნახე, მკვდრებს მე რაში ვჭირდები?

- თქვენ ვისგან გაიგეთ, გზა სამუდამოდ ჩაიკეტებაო?

- ჩემი ნათესავები იყვნენ მაღაზიაში, იქ შესულან ოსი მილიციელები 3 სექტემბერს და გაუფრთხილეებიათ, თუ წასვლა გინდათ, წადით, გზა აღარ გაიხსნებაო... ისედაც ცარიელია აქაურობა და ამ გზის გამო მუდმივი დაძაბულობა არ გვიღირსო, თუ გზა ჩაკეტეს, ბოლომდე დაცარიელდება ახალგორი და მოისვენებენ.

ამ ყველაფერს სოფელ წნელისის გარშემო დაწყებულ ამბავს ვუკავშირებთ, თავადაც ასე ამბობენ... თუმცა, ახლაც მუდმივად ვითხოვთ - გაგვაგებინონ რა ხდება, მაგრამ არაფერს გვიხსნიან, ასე მგონია, ქართული მხრიდან რაღაც სიგნალებს ელიან".

AMBEBI.GE-მ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს დაუკავშირდა:

- ჩვენ მათთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს, როგორც ჩვენთან ასევე, თანათავმჯდომარეებთან და მუდმივად ამბობდნენ, რომ ორი დღით უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი, თითქოს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა რა ლოგიკით და არგუმენტით, ამაზე ცხადია, არ და ვერ ვისაუბრებთ. სხვა შეხვედრის დროსაც განაცხადეს, რომ ჩაკეტილი ე.წ. სპეციალური განგარგულების გამოცემამდე იქნებოდა. დღეს დილით სუს-მაც იგივე პასუხი მიიღო ცხელ ხაზზე...

თანათავმჯომარეებთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლა გაიზარდოს. სხვა დეტალებზე ოსური მხარე არ საუბრობს, ისევე როგორც წლის დასაწყისში, როდესაც ვითომ ეპიდემიის საფრთხის გამო ჩაკეტეს გზა, რაღაც აბსურდული მიზეზით, არადა ჩვენთან უკვე გადავლილი იყო ტალღა, ჩვენ იქით ვთავაზობდით დახმარებას... ყველა გზით ვცდილობთ ვითარება გამოსწორდეს, მათ შორის კავშირი გვაქვს მოსკოვთან, რადგან ასეთ დროს მოქალაქეები ზარალდებიან... ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის ფარგლებში ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას გზა, რომელიც ასე ერთი ხელის მოსმით გადაკეტეს...

ფოტო-ვიდეო: www.ekhokavkaza.com

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი