კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა.." - შვილის წამებაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა
"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა.." - შვილის წამებაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან შვილს აწა­მებ­და, და­ა­კა­ვეს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბ.ი. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2019 წლის 11 მა­ისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ბ.ი.- მ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ფე­ხი­სა და ხე­ლის არე­ში ჯოხი და­არ­ტყა.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2019 წლის 12 მა­ისს, ბ.ი.-მ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სა და თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ვა­ზის ტა­ლა­ვე­რის ქვეშ გან­თავ­სე­ბულ ხა­რა­ჩო­ზე აიყ­ვა­ნა, ფე­ხე­ბი მე­ტა­ლის ჯაჭ­ვით შე­უკ­რა, რომ­ლის და­ბო­ლო­ე­ბაც ტა­ლა­ვერ­ზე და­ა­მაგ­რა. ბ.ი. ამ­გვარ ქმე­დე­ბას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ პე­რი­ო­დუ­ლად, 2019 წლის 12 და 13 მა­ისს ახორ­ცი­ე­ლებ­და, ვიდ­რე ად­გილ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შემ­თხვე­ვით არ მი­ვიდ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ი. 2019 წლის 13 მა­ისს, ქ.თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1261-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა რა­მაც გა­მო­იწ­ვია ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) 111,144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ზ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ წა­მე­ბა, ესე იგი პი­რის­თვის ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა და ისე­თი მო­პყრო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით და ხან­გრძლი­ვო­ბით, იწ­ვევს ფსი­ქი­კურ და მო­რა­ლურ ტან­ჯვას და რომ­ლის მი­ზა­ნია პი­რის დას­ჯა მის მიერ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის, ჩა­დე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბ.ი. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა.." - შვილის წამებაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

"არასრულწლოვანი ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა.." - შვილის წამებაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს აწამებდა, დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებული ბ.ი. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ბ.ი.- მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა და ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა.

ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ბ.ი. ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 13 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) 111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან