პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან პრეზიდენტის პრესსპიკერი ნოდარ მელაძის მხარდაჭერის გამო?
გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან პრეზიდენტის პრესსპიკერი ნოდარ მელაძის მხარდაჭერის გამო?

"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ნო­დარ მე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმის გამო, რომ მე­ლა­ძეს და "მთა­ვარ არხს" მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ აწ უკვე "მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვან­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"ასეთ პოს­ტებს იშ­ვი­ა­თად ვწერ, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ.

სირ­ცხვი­ლია!!! ნი­უს­რუ­მის­თვის სა­მუ­შა­ოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს სუ­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ ეძე­ბენ.

სირ­ცხვი­ლია!!! პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კე­ბი ნაც­ნობ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ურე­კა­ვენ და ოქ­როს კოშ­კებს უშე­ნე­ბენ რუს­თა­ვი 2 ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

სირცვი­ლია!!! შს სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი, რომ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, კრი­მი­ნალს ებ­რძო­ლეთ.

სირ­ცხვი­ლია!!! პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერს, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა აი­ძუ­ლო, იმის გამო რომ კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, რო­მე­ლიც მისი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ბევ­რი წელი იმუ­შა­ვა, პოს­ტი მი­უ­ძღვნა" - და­წე­რა ნო­დარ მე­ლა­ძემ.

მე­ლა­ძე და მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი წლე­ბია მე­გობ­რო­ბენ, ჯერ კი­დევ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. შემ­დეგ მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გზე­ბი გა­ი­ყო, თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მე­გობ­რო­ბის­თვის. მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ნო­დარ მე­ლა­ძის მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი აღარ იძებ­ნე­ბა, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა.

ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს მისი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი - ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე. აი, რას წერს მან­ჯგა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"არას­დროს ვსა­უბ­რობ­დით სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ზე, არც ახლა და არც მა­შინ. პა­ტივს ვცემ­დით ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მა­ში­ნაც და ახ­ლაც, მერე რა რომ სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცია გვქონ­და. ასე გვეს­მის ჩვენ მე­გობ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ზუს­ტად ვხვდე­ბი რა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი იყო და ზღვა­რიც მო­რალ­თან.

მეც მაქვს სათ­ქმე­ლი ჩემს მე­გო­ბარ­ზე, რო­მელ­თა­ნაც მა­ში­ნაც ვმე­გობ­რობ­დი, როცა "თურ­მე" არ უნდა მე­მე­გობ­რა (მაგ­რამ არ მახ­სენ­დე­ბა ვინ­მეს ეთ­ქვას არ იმე­გობ­როო, ეს მგო­ნი ხში­რად სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­რი­ლე­ბით ხდე­ბა და არა ვინ­მეს მი­თი­თე­ბით) და ახ­ლაც, როცა თურ­მე არ უნდა მე­მე­გობ­რა... მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი კი­დევ უფრო სხვაა და გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვიდ­რე ით­ქვა... ხა­ტია ბევრ რა­მე­ში იყო და იქ­ნე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, რაც იშ­ვი­ა­თია და ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე წო­ნა­დიც", - ვკი­თხუ­ლობთ მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძის პოს­ტში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა ორ­დღი­ა­ნი მით­ქმა-მოთ­ქმის შემ­დეგ, დღეს გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი 4 სექ­ტემ­ბერს სი­ტყვი­ე­რად გაფრ­თხი­ლე­ბულ იქნა პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ხოლო 10 სექ­ტემ­ბერს გა­ეგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

„მის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრესს­პი­კე­რის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და სტან­დარ­ტებს. პრესს­პი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მკაც­რად მო­ი­თხოვს, რომ მის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­ხა­ტავ­დეს მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ზი­ცი­ებს.

შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერს მო­ე­თხო­ვე­ბა პი­რა­დი გან­წყო­ბე­ბის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მო­ხატ­ვის­გან სრუ­ლად თავ­შე­კა­ვე­ბა.

ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან მუ­შა­ო­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გაგ­რძე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის, რა "პი­რა­დი გან­წყო­ბე­ბის სა­ჯა­რო გა­მო­ხატ­ვის­თვის" გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პოს­ტი­დან ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სწო­რედ მის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გახ­და მი­ზე­ზი.

ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"რამ­დე­ნი­მე დღეა, არ წყდე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან. გა­სა­გე­ბია, რომ სა­კი­თხი­სად­მი არ­სე­ბობს ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ეთი­კა არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, სა­ჯა­რო პო­ლე­მი­კა­ში შე­ვი­დე პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან და ამი­ტომ თავს შე­ვი­კა­ვებ კო­მენ­ტა­რის­გან. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ქარ­თუ­ლი მე­დია გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩემს პო­ზი­ცი­ას და ინ­ცი­დენტს ამო­წუ­რუ­ლად ჩათ­ვლის" - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა პრესს­პი­კერ­მა და და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან AMBEBI.GE-სთან თავი შე­ი­კა­ვა.

ავტორი:

გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან პრეზიდენტის პრესსპიკერი ნოდარ მელაძის მხარდაჭერის გამო?

გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან პრეზიდენტის პრესსპიკერი ნოდარ მელაძის მხარდაჭერის გამო?

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მელაძეს და "მთავარ არხს" მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ აწ უკვე "მთავარი არხის" წამყვანმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"ასეთ პოსტებს იშვიათად ვწერ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

სირცხვილია!!! ნიუსრუმისთვის სამუშაოდ ჟურნალისტებს სუსის თანამშრომლები, რომ ეძებენ.

სირცხვილია!!! პროკურატურის მუშაკები ნაცნობ ჟურნალისტებს, რომ ურეკავენ და ოქროს კოშკებს უშენებენ რუსთავი 2 ში დაბრუნების სანაცვლოდ.

სირცვილია!!! შს სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები, რომ არიან ჩართულები ჟურნალისტებთან მოლაპარაკების პროცესში, კრიმინალს ებრძოლეთ.

სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო რომ კრიტიკული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა" - დაწერა ნოდარ მელაძემ.

მელაძე და მოისწრაფიშვილი წლებია მეგობრობენ, ჯერ კიდევ ტელეკომპანია "იმედში" მუშაობის პერიოდიდან. შემდეგ მათი პროფესიული გზები გაიყო, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჟურნალისტების მეგობრობისთვის. მოისწრაფიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე ნოდარ მელაძის მხარდამჭერი პოსტი აღარ იძებნება, როგორც ჩანს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ის მოგვიანებით წაშალა.

ხატია მოისწრაფიშვილის შესახებ წერს მისი კიდევ ერთი მეგობარი - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე. აი, რას წერს მანჯგალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"არასდროს ვსაუბრობდით სამსახურის საქმეებზე, არც ახლა და არც მაშინ. პატივს ვცემდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც და ახლაც, მერე რა რომ სხვადასხვა პოზიცია გვქონდა. ასე გვესმის ჩვენ მეგობრობა, ურთიერთობა, დამოკიდებულება... ზუსტად ვხვდები რა წითელი ხაზები იყო და ზღვარიც მორალთან.

მეც მაქვს სათქმელი ჩემს მეგობარზე, რომელთანაც მაშინაც ვმეგობრობდი, როცა "თურმე" არ უნდა მემეგობრა (მაგრამ არ მახსენდება ვინმეს ეთქვას არ იმეგობროო, ეს მგონი ხშირად საკუთარი გადაწყვერილებით ხდება და არა ვინმეს მითითებით) და ახლაც, როცა თურმე არ უნდა მემეგობრა... მომხდარის მიზეზი კიდევ უფრო სხვაა და გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ითქვა... ხატია ბევრ რამეში იყო და იქნება შემაკავებელი. გასათვალისწინებელი, თავისი დამოკიდებულებებით, რაც იშვიათია და ამ სფეროში ყველაზე წონადიც", - ვკითხულობთ მანანა მანჯგალაძის პოსტში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება ორდღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს.

შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა "პირადი განწყობების საჯარო გამოხატვისთვის" გაათავისუფლეს პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილი, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა გახდა მიზეზი.

ხატია მოისწრაფიშვილი მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის" - დაწერა პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა და დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან AMBEBI.GE-სთან თავი შეიკავა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ