საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით" - ახლობლების თქმით, თემქაზე მოკლულ ქალს მაზლთან კონფლიქტი არ ჰქონია
"ბოლო წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით" - ახლობლების თქმით, თემქაზე მოკლულ ქალს მაზლთან კონფლიქტი არ ჰქონია

თემ­ქა­ზე 62 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი მაზ­ლის და­კა­ვე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ნა­თე­სავ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნა­თე­სა­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაზლსა და გარ­დაც­ვლილ ქალს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"ბოლო წუ­თამ­დე ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად იყ­ვნენ ოჯა­ხე­ბით. რა მოხ­და, არ ვიცი. მაზ­ლი ცალ­კე ცხოვ­რობ­და თა­ვის შვილ­თან, რძალ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, აბა ვინ იფიქ­რებ­და ამას? კარი გა­უ­ღო, სუფ­რა გა­უ­შა­ლა, ყავა მო­უ­დუ­ღა. ვინ იფიქ­რებ­და, რომ მო­საკ­ლა­ვად იყო მი­სუ­ლი?

ოქრო და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვის წინ იყო ლომ­ბარ­დი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი, ცო­ლე­ბი მე­გობ­რობ­დნენ და შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლულ­მა მე­გობ­რუ­ლად უთხრა, ამ­დე­ნი ოქრო მაქ­ვსო", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სავ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თემ­ქა­ზე 62 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 57 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ქალს ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ბლაგ­ვი საგ­ნი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც სახ­ლი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

„ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, თემ­ქა­ზე, თა­ვის ძმის ცოლს - 1957 წელს და­ბა­დე­ბულ გ.პ.-ს, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ბლაგ­ვი საგ­ნი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც სახ­ლი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბი­ნი­დან წა­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლის სხვა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბა.

ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ცნო­ბის­თის, თემ­ქა­ზე, მე - 11 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში 62 წლის ქალი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბი ბი­ნა­ში ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მი­ვიდ­ნენ, სა­დაც თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ქალი იპო­ვეს.

გულქვა
0

და თუ ეს ნამდვილად მკვლელობა იყო ანგარების მიზნით, ნუთუ ასეთი ლიბერალური სისხლის სამართლის სისტემა გვაქვს, რომ 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ასეთი მკვლელობის მუხლიჰ და არა 25–დან 35 წლამდე პატიმრობას???????

ეს ხომ ადამიანის მკვლელობაა და არა წიწილის ანდა ქათმის????????? რა სიგიჟეა და ვისი წყალობით ასეთი ხალხისმკვლელი კოდექსი??????????????

ავტორი:

"ბოლო წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით" - ახლობლების თქმით, თემქაზე მოკლულ ქალს მაზლთან კონფლიქტი არ ჰქონია

"ბოლო წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით" - ახლობლების თქმით, თემქაზე მოკლულ ქალს მაზლთან კონფლიქტი არ ჰქონია

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოკლული ქალის ნათესავმა განუცხადა.

ნათესავის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ მაზლსა და გარდაცვლილ ქალს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

"ბოლო წუთამდე ერთმანეთთან კარგად იყვნენ ოჯახებით. რა მოხდა, არ ვიცი. მაზლი ცალკე ცხოვრობდა თავის შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. მოულოდნელი იყო, აბა ვინ იფიქრებდა ამას? კარი გაუღო, სუფრა გაუშალა, ყავა მოუდუღა. ვინ იფიქრებდა, რომ მოსაკლავად იყო მისული?

ოქრო დაახლოებით, ერთი თვის წინ იყო ლომბარდიდან გამოტანილი, ცოლები მეგობრობდნენ და შეიძლება მოკლულმა მეგობრულად უთხრა, ამდენი ოქრო მაქვსო", - განაცხადა მოკლულის ნათესავმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთის, თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს