პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება
"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება

მა­რი­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, თუმ­ცა მისი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, სა­ხი­ფა­თოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

რა დო­ზით უნდა მი­ვი­ღოთ მა­რი­ლი, რა პრობ­ლე­მებს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში მისი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა ესა­უბ­რე­ბა:

- "მა­რი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ის უზ­რუნ­ველ­ყოფს წყლის ბა­ლან­სის რე­გუ­ლა­ცი­ას. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის და­ახ­ლო­ე­ბით 70% წყლის­გან შედ­გე­ბა, ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, მისი ბა­ლან­სი რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის" - გვე­უბ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მა­რი­ლი ნატ­რი­უ­მის ქლო­რი­დია, ანუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტი ნატ­რი­უ­მი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებს სიმ­ლა­შეს ანი­ჭებს. ექი­მის თქმით, თუ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ნატ­რი­უ­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისიც უნდა ვი­ცო­დეთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტი სხვა­დას­ხვა ბოსტნე­ულ­ში, ხილ­შიც შე­დის...

"სა­ქარ­თვე­ლო ხომ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით, რომ­ლე­ბიც სავ­სეა ამ ნატ­რი­უ­მი­თაც. ამი­ტომ, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მა­რი­ლის აკ­რძალ­ვა­ზე, რა თქმა უნდა, არ ვსა­უბ­რობთ ნატ­რი­უ­მის აკ­რძალ­ვა­ზეც, ამ დროს სა­უ­ბა­რია სუფ­რის მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც საკ­ვებ­ში ვი­ყე­ნებთ.

არის ასე­ვე პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­გე­მოვ­ნოდ გარ­კვე­უ­ლი დო­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ზო­მი­ე­რე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნავს ლაშა უჩა­ვა.

  • სუფ­რის მა­რი­ლის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი

"უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა მა­რილს ბევ­რად მეტი აქვს, ვიდ­რე და­დე­ბი­თი, ამი­ტომ, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პა­ცი­ენ­ტებს რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევთ, შე­ზღუ­დონ, ან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღონ სუფ­რის მა­რი­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან.

თუ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ვი­ღებთ, სუფ­რის მა­რი­ლის შემ­ცვე­ლი ნატ­რი­უ­მი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნებს, რად­გა­ნაც ის ორ­გა­ნიზ­მში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს იკა­ვებს. ეს კი ქსო­ვი­ლო­ვან შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს, რო­მე­ლიც ზე­წო­ლას ახ­დენს რო­გორც გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მა­ზე, ასე­ვე კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე, ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მი­დან ტოქ­სი­ნე­ბის, შლა­კე­ბის გა­მო­დევ­ნას, რო­მე­ლიც მავ­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ცო­ცხალ უჯრე­დებს აზი­ა­ნებს.

რო­დე­საც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უმა­რი­ლო საკ­ვე­ბი მი­ი­ღონ, ლო­გი­კას ვერ იჭე­რენ შა­ქარ­სა და მა­რილს შო­რის. არა­და, ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის შე­კა­ვე­ბას შაქ­რის მა­ღა­ლი დო­ზაც იწ­ვევს. შარ­დის გა­მომ­ყო­ფი სის­ტე­მა ერთ-ერთი სის­ტე­მაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ორ­გა­ნიზ­მში შაქ­რის დო­ნის რე­გუ­ლა­ცია. ამ­დე­ნად, როცა სი­თხის შე­კა­ვე­ბა ხდე­ბა და შარ­დის გა­მო­ყო­ფა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი, შაქ­რის დო­ნეც იწევს.

დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის დაგ­რო­ვე­ბა ასე­ვე არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა­საც გან­სა­ზღვრავს, რაც გარ­კვე­ულ ზე­წო­ლას გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა­ზე ახ­დენს. თუ ლი­პი­დუ­რი ცვლის გამო, უკვე არ­სე­ბობს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბა, ან სის­ხლის შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ეს 40-45%-ით ზრდის ინ­სულ­ტის, იშე­მი­ის და ინ­ფარ­ქტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს...

თუ სტა­ტის­ტი­კას მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის შემ­თხვე­ვა­თა 60% ჭარ­ბი მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მო­დის, ასე­ვე მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის შემ­თხვე­ვა­თა გან­ვი­თა­რე­ბის 40-45% ჭარ­ბი მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ორი-ორ­ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა, მხო­ლოდ ჭარ­ბი მა­რი­ლის მი­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა

  • რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია მოგ­ვი­წო­დებს, რომ მა­რი­ლის მი­ღე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-6 გრა­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ, რაც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ყო­ველ­თვის უმა­რი­ლო პრო­დუქ­ტებს ვერ ვყი­დუ­ლობთ. ამი­ტო­მაც პა­ცი­ენ­ტებს ვაფრ­თხი­ლებთ, რომ მა­რი­ლი სახ­ლში მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს და­აკ­ლონ, ვი­ნა­ი­დან იმ რა­ო­დე­ნო­ბის მა­რილს, რაც ჩვენს ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა, სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბი­დან (ხილი, ბოსტნე­უ­ლი) ისე­დაც ვი­ღებთ.

ხში­რად ასეც ხდე­ბა, რომ კერძს გა­უ­სინ­ჯა­ვა­დაც, პირ­და­პირ აყ­რი­ან მა­რილს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია!

ასე­ვე უნდა ვი­ცო­დეთ - თუ პა­ტა­რებს ჩვი­ლო­ბი­დან არ შე­ვაჩ­ვევთ მა­რი­ლი­ან საკ­ვებს, მისი მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს ექ­ნე­ბა" - დას­ძენს ექი­მი.

და­ვინ­ტე­რეს­დით, ორ­გა­ნიზ­მში ე.წ. მა­რი­ლე­ბის წარ­მოქ­მნა, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ჭარ­ბი მა­რი­ლის მი­ღე­ბას, რა­ზეც ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა გვი­პა­სუ­ხა:

"ორ­გა­ნიზ­მში მა­რი­ლე­ბი და­მიგ­როვ­და", "მა­რი­ლებ­მა შემ­ჭა­მეს", "მა­რი­ლე­ბი გა­მო­მი­ვი­და" - ეს ფრა­ზე­ბი ხში­რად გაგ­ვი­გია ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­გან და ამას ხში­რად საკ­ვებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, მაგ­რამ, ეს, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ კავ­შირ­ში ერ­თმა­ნეთ­თან არ არის.

შე­საძ­ლოა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ იღებ­დეს ბევრ მა­რილს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­ნა­ზარ­დე­ბი მა­ინც ჰქონ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის მე­ტა­ბო­ლურ ცვლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბი, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის შემ­დგო­მი ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში იმი­ტომ გროვ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა ორ­გა­ნიზმს არ შე­უძ­ლია. ეს არის შარ­დმჟა­ვა, ნატ­რი­უ­მის, კა­ლი­უ­მის კრის­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქსო­ვილ­ში გროვ­დე­ბა. მათი ძი­რი­თა­დი "მო­კა­ლა­თე­ბის" ად­გი­ლი სახ­სრე­ბის მი­და­მოა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბის ჩა­ლა­გე­ბა, კრის­ტა­ლე­ბის წარ­მოქ­მნა ხდე­ბა.

შემ­დგომ კი უკვე ტკი­ვი­ლიც იწყე­ბა, რაც ხში­რად ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­გა­ნიც ხდე­ბა“ - გან­მარ­ტავს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და დას­ძენს, რომ ორ­გა­ნიზ­მში წარ­მოქ­მნი­ლი მა­რი­ლის წა­ნა­ზარ­დებს და სუფ­რის მა­რი­ლის მი­ღე­ბას, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ერ­თმა­ნეთ­თან არ აქვს...

ლაშა უჩა­ვა ასე­ვე გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში:

XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში ე.წ. ფა­ბე­ბის გახ­სნა და­ი­წყო იმის­თვის, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ლუდი გა­ე­ყი­დათ, ერთ-ერ­თმა მფლო­ბელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ არ­სე­ბობ­და გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც, წყურ­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა მა­ტუ­ლობ­და. ამი­ტომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა თა­ვის ბარ­ში გა­მო­ი­ყე­ნა, რომ მეტი სას­მე­ლი გა­ე­ყი­და. მოკ­ლედ, მა­რი­ლი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს და­ა­მა­ტეს, რაც მერე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც გად­მო­ვი­და...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება

"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება

მარილი ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერებაა, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

რა დოზით უნდა მივიღოთ მარილი, რა პრობლემებს იწვევს ორგანიზმში მისი გადაჭარბებული დოზა - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:

- "მარილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის უზრუნველყოფს წყლის ბალანსის რეგულაციას. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება, ნათელი გახდება, მისი ბალანსი როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის" - გვეუბნება სპეციალისტი.

მარილი ნატრიუმის ქლორიდია, ანუ მიკროელემენტი ნატრიუმი, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს სიმლაშეს ანიჭებს. ექიმის თქმით, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატრიუმი მნიშვნელოვანია, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აღნიშნული მიკროელემენტი სხვადასხვა ბოსტნეულში, ხილშიც შედის...

"საქართველო ხომ განებივრებულია მინერალური წყლებით, რომლებიც სავსეა ამ ნატრიუმითაც. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მარილის აკრძალვაზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ნატრიუმის აკრძალვაზეც, ამ დროს საუბარია სუფრის მარილის გამოყენებაზე, რომელსაც საკვებში ვიყენებთ.

არის ასევე პროდუქტები, რომლებსაც საგემოვნოდ გარკვეული დოზირება სჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზომიერება დღის განმავლობაში აუცილებელია" - აღნიშნავს ლაშა უჩავა.

  • სუფრის მარილის დადებითი და უარყოფითი მხარეები

"უარყოფითი თვისება მარილს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე დადებითი, ამიტომ, ენდოკრინოლოგები და სამედიცინო საზოგადოება, პაციენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, შეზღუდონ, ან საერთოდ ამოიღონ სუფრის მარილი კვების რაციონიდან.

თუ ჭარბი რაოდენობით მივიღებთ, სუფრის მარილის შემცველი ნატრიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან დააზიანებს, რადგანაც ის ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალს იკავებს. ეს კი ქსოვილოვან შეშუპებას იწვევს, რომელიც ზეწოლას ახდენს როგორც გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების, შლაკების გამოდევნას, რომელიც მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც საბოლოო ჯამში ცოცხალ უჯრედებს აზიანებს.

როდესაც ენდოკრინოლოგები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ აუცილებლად უმარილო საკვები მიიღონ, ლოგიკას ვერ იჭერენ შაქარსა და მარილს შორის. არადა, ორგანიზმში სითხის შეკავებას შაქრის მაღალი დოზაც იწვევს. შარდის გამომყოფი სისტემა ერთ-ერთი სისტემაა, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმში შაქრის დონის რეგულაცია. ამდენად, როცა სითხის შეკავება ხდება და შარდის გამოყოფა არ არის ადეკვატური, შაქრის დონეც იწევს.

დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება ასევე არტერიული წნევის მატებასაც განსაზღვრავს, რაც გარკვეულ ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ახდენს. თუ ლიპიდური ცვლის გამო, უკვე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, ან სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევებითაა გამოწვეული, ეს 40-45%-ით ზრდის ინსულტის, იშემიის და ინფარქტის განვითარების რისკს...

თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევათა 60% ჭარბი მარილის გამოყენებაზე მოდის, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა განვითარების 40-45% ჭარბი მარილის გამოყენებაზეა. მსოფლიოში ყოველწლიურად ორი-ორნახევარი მილიონი სიკვდილის შემთხვევა, მხოლოდ ჭარბი მარილის მიღებას უკავშირდება

  • რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მარილის მიღება დღის განმავლობაში 5-6 გრამამდე შევამციროთ, რაც ჩვენს შემთხვევაში შეუძლებელია, რადგანაც ყოველთვის უმარილო პროდუქტებს ვერ ვყიდულობთ. ამიტომაც პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ მარილი სახლში მომზადებულ კერძებს დააკლონ, ვინაიდან იმ რაოდენობის მარილს, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, სხვადასხვა პროდუქტებიდან (ხილი, ბოსტნეული) ისედაც ვიღებთ.

ხშირად ასეც ხდება, რომ კერძს გაუსინჯავადაც, პირდაპირ აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!

ასევე უნდა ვიცოდეთ - თუ პატარებს ჩვილობიდან არ შევაჩვევთ მარილიან საკვებს, მისი მიღების სურვილი არასოდეს ექნება" - დასძენს ექიმი.

დავინტერესდით, ორგანიზმში ე.წ. მარილების წარმოქმნა, უკავშირდება თუ არა ჭარბი მარილის მიღებას, რაზეც ენდოკრინოლოგმა გვიპასუხა:

"ორგანიზმში მარილები დამიგროვდა", "მარილებმა შემჭამეს", "მარილები გამომივიდა" - ეს ფრაზები ხშირად გაგვიგია ხანშიშესულებისგან და ამას ხშირად საკვებში დიდი რაოდენობით მარილის გამოყენებას უკავშირებენ, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან არ არის.

შესაძლოა, დღის განმავლობაში ადამიანი საერთოდ არ იღებდეს ბევრ მარილს, მაგრამ აღნიშნული წანაზარდები მაინც ჰქონდეს. ეს ყველაფერი მის მეტაბოლურ ცვლასთანაა დაკავშირებული.

არსებობს სხვადასხვა ტიპის მეტაბოლიტები, ნივთიერებათა ცვლის შემდგომი ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმში იმიტომ გროვდება, რომ აღნიშნული ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმს არ შეუძლია. ეს არის შარდმჟავა, ნატრიუმის, კალიუმის კრისტალები, რომლებიც ქსოვილში გროვდება. მათი ძირითადი "მოკალათების" ადგილი სახსრების მიდამოა, სადაც აღნიშნული მეტაბოლიტების ჩალაგება, კრისტალების წარმოქმნა ხდება.

შემდგომ კი უკვე ტკივილიც იწყება, რაც ხშირად ქირურგიული ჩარევის საგანიც ხდება“ - განმარტავს ენდოკრინოლოგი და დასძენს, რომ ორგანიზმში წარმოქმნილი მარილის წანაზარდებს და სუფრის მარილის მიღებას, პირდაპირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს...

ლაშა უჩავა ასევე გვიამბობს, თუ როგორ შემოვიდა მარილის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში:

XVI-XVII საუკუნეებში, მაშინ, როდესაც ევროპაში ე.წ. ფაბების გახსნა დაიწყო იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით ლუდი გაეყიდათ, ერთ-ერთმა მფლობელმა შეამჩნია, რომ არსებობდა გარკვეული ნივთიერება, რომლის მიღების შემდეგაც, წყურვილის შეგრძნება მატულობდა. ამიტომ, აღნიშნული ნივთიერება თავის ბარში გამოიყენა, რომ მეტი სასმელი გაეყიდა. მოკლედ, მარილი საკვებ პროდუქტებს დაამატეს, რაც მერე საყოფაცხოვრებო სამზარეულოშიც გადმოვიდა...