Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი
როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი

რო­დე­საც ფო­ტოგ­რაფ­მა პი­ტერ ლინ­დბერ­გმა 1989 წელს ნიუ-იორკში ხუთი მო­დე­ლი გო­გო­ნა გა­და­ი­ღო, ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ ისი­ნი ათწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ. ეს გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ ნა­ო­მი ქემფბე­ლი, ლინ­და ევან­გე­ლის­ტა, ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი, კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნი და სინ­დი კრო­უ­ფორ­დი.

მო­დე­ლებს მო­დის სამ­ყა­რო­ში იც­ნობ­დნენ, თუმ­ცა მსოფ­ლი­ომ მათ შე­სა­ხებ სწო­რედ ლინ­დბერ­გის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო.

სუ­რა­თი 1990 წელს ბრი­ტა­ნუ­ლი „ვო­გის“ გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­და. გო­გო­ნე­ბი პირ­და­პირ უყუ­რე­ბენ კა­მე­რას, ყვე­ლა მათ­გა­ნი ზედ­მე­ტი მა­კი­ა­ჟის გა­რე­შეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

სულ მალე მომ­ღე­რალ­მა ჯორჯ მა­იკლმა ხუ­თი­ვე გო­გო­ნა სიმ­ღე­რის Freedom კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­იწ­ვია.

გერ­მა­ნე­ლი ლინ­დბერ­გი, რომ­ლის კა­რი­ე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, 3 სექ­ტემ­ბერს 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და და „ვო­გი­სა“ და Harper’s Bazaar-ის­თვის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ფოტო აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ის, ასე­ვე, თა­ნამ­შრომ­ლობ­და დონა კა­რან­თან, კელ­ვინ კლა­ინ­თან, დი­ორ­თან...

2016 წელს ფო­ტოგ­რაფ­მა „ვო­გის“ ფო­ტოს შე­სა­ხებ „გარ­დი­ან­თან“ ისა­უბ­რა.

„წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად, ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე გა­მო­ვი­და,“ - ამ­ბობ­და ლინ­დბერ­გი.

ფო­ტოგ­რა­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ ქა­ლებს არა­სო­დეს იღებ­და, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი მისი კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ „მოკ­ვდა­ვე­ბად“ გვევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ ფო­ტო­ებ­ზე. ლინ­დბერ­გი უარს ამ­ბობ­და რე­ტუ­შ­ზე.

„კოს­მე­ტი­კურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ყვე­ლას ტვი­ნი გა­მო­უ­რე­ცხეს. მე არაფ­რის რე­ტუ­ში­რე­ბას არ ვა­კე­თებ. „კი მაგ­რამ, ის ფო­ტო­ზე დაღ­ლი­ლი ჩანს!“ - მე­უბ­ნე­ბი­ან. მერე რა, თუ დაღ­ლი­ლია? დაღ­ლი­ლია და ლა­მა­ზი“.

ავტორი:

როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი

როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი

როდესაც ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა 1989 წელს ნიუ-იორკში ხუთი მოდელი გოგონა გადაიღო, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ისინი ათწლეულის ყველაზე ცნობილი ლამაზმანები გახდებოდნენ. ეს გოგონები იყვნენ ნაომი ქემფბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი.

მოდელებს მოდის სამყაროში იცნობდნენ, თუმცა მსოფლიომ მათ შესახებ სწორედ ლინდბერგის ფოტოობიექტივის საშუალებით შეიტყო.

სურათი 1990 წელს ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე დაიბეჭდა. გოგონები პირდაპირ უყურებენ კამერას, ყველა მათგანი ზედმეტი მაკიაჟის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

სულ მალე მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა ხუთივე გოგონა სიმღერის Freedom კლიპში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

გერმანელი ლინდბერგი, რომლის კარიერა, დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პარიზში ცხოვრობდა და „ვოგისა“ და Harper’s Bazaar-ისთვის არაერთი ცნობილი ფოტო აქვს გადაღებული. ის, ასევე, თანამშრომლობდა დონა კარანთან, კელვინ კლაინთან, დიორთან...

2016 წელს ფოტოგრაფმა „ვოგის“ ფოტოს შესახებ „გარდიანთან“ ისაუბრა.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს ისტორიული სურათი იქნებოდა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე გამოვიდა,“ - ამბობდა ლინდბერგი.

ფოტოგრაფი საზოგადოებისთვის უცნობ ქალებს არასოდეს იღებდა, თუმცა ცნობილი სუპერმოდელები მისი კამერის საშუალებით ჩვეულებრივ „მოკვდავებად“ გვევლინებოდნენ ფოტოებზე. ლინდბერგი უარს ამბობდა რეტუშზე.

„კოსმეტიკურმა კომპანიებმა ყველას ტვინი გამოურეცხეს. მე არაფრის რეტუშირებას არ ვაკეთებ. „კი მაგრამ, ის ფოტოზე დაღლილი ჩანს!“ - მეუბნებიან. მერე რა, თუ დაღლილია? დაღლილია და ლამაზი“.

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა