სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან პირველად ქართულ ენაზე „ბიბლია განმარტებებით“ გამოიცემა
სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან პირველად ქართულ ენაზე „ბიბლია განმარტებებით“ გამოიცემა

23 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით. პრო­ექ­ტი თვე­ში ერთხელ გა­მო­ცე­მულ 15 წიგნს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ - ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­მარ­ტე­ბე­ბის ტექ­სტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბი, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის, ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის თქმით, ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ენით და­ი­წე­რა და მთლი­ა­ნად ეყ­რდნო­ბა ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ წმინ­და მა­მა­თა კო­მენ­ტა­რებს, ჩა­ნა­წე­რებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე არ იყო თარ­გმნი­ლი ქარ­თულ ენა­ზე.

ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი ხუთი წიგ­ნის ავ­ტო­რი მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გახ­ლავთ. „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ სე­რი­ის პირ­ველ ტომ­ში მკი­თხვე­ლი „და­ბა­დე­ბი­სა“ და „გა­მოს­ვლის“ გან­მარ­ტე­ბებს გა­ეც­ნო­ბა.

„როცა ბიბ­ლი­ას და მის გან­მარ­ტე­ბებს კი­თხუ­ლობ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით, გო­ნე­ბი­თა და გუ­ლით რწმუნ­დე­ბი, რომ ეს არ არის წიგ­ნი წარ­სულ­ზე, ოდეს­ღაც მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე - ბიბ­ლია მა­რა­დი­უ­ლი წიგ­ნია, მას­ში ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა კი­თხვა­ზე ნა­ხავს პა­სუხს. ოღონდ გა­დავ­შა­ლოთ და გული და­ვუ­დოთ, წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი კი მის გა­გე­ბა­ში უთუ­ოდ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა იქ­ნე­ბა და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­მა­გი­დო სე­რია გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის ლოც­ვა კურ­თხე­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ 23 სექ­ტემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად - 15 ლარი. შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­სა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან პირველად ქართულ ენაზე „ბიბლია განმარტებებით“ გამოიცემა

სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან პირველად ქართულ ენაზე „ბიბლია განმარტებებით“ გამოიცემა

23 სექტემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა ბიბლია განმარტებებით. პროექტი თვეში ერთხელ გამოცემულ 15 წიგნს გააერთიანებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ - ეს არის პროექტი, რომელიც წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაგეხმარებათ.

„ბიბლია განმარტებებით“ არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

პროექტის ავტორის, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის თქმით, ბიბლიის განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა ბიბლიის შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, ჩანაწერებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე.

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. „ბიბლიის განმარტებების“ სერიის პირველ ტომში მკითხველი „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ განმარტებებს გაეცნობა.

„როცა ბიბლიას და მის განმარტებებს კითხულობ, საკუთარი თვალით, გონებითა და გულით რწმუნდები, რომ ეს არ არის წიგნი წარსულზე, ოდესღაც მომხდარ ამბებზე - ბიბლია მარადიული წიგნია, მასში ყოველი ადამიანი ყველა კითხვაზე ნახავს პასუხს. ოღონდ გადავშალოთ და გული დავუდოთ, წმინდა მამათა განმარტებები კი მის გაგებაში უთუოდ დაგვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ათასობით ადამიანის სამაგიდო სერია გახდება“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი, თამარ მამაცაშვილი.

პროექტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

„ბიბლია განმარტებებით“ 23 სექტემბრიდან, თვეში ერთხელ გამოიცემა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - 15 ლარი. შეძენა შესაძლებელი იქნება პრესის გავრცელების წერტილებსა და წიგნის მაღაზიებში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს