პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმები აქვს ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ
რა გეგმები აქვს ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

რო­გორც მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მის­თვის მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა, ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

„20 თე­ბერ­ვალს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სრუ­ლად მო­იხ­დის სას­ჯელს, მას ვე­ღარ მი­უს­ჯი­ან იმა­ზე მეტს, რამ­დე­ნიც მო­ი­ხა­და. ამი­ტომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის სას­ჯე­ლიც მოხ­დი­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბა, რომ­ლის პრო­ცე­სე­ბიც სა­სა­მარ­თლო­ში ისევ გრძელ­დე­ბა. რო­გორც ვიცი, ბა­ტო­ნი ვანო პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ, სად, რო­გორ, ვის­თან, ნამ­დვი­ლად არ ვიცი”, - აცხა­დებს ჩი­ვი­აშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. ის სას­ჯელს რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე იხ­დის, მათ შო­რის, 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, კვა­რი­ა­თის აგა­რა­კი­სა და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის საქ­მე­ზე.

სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პით, მე­რა­ბიშ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ზედ და ზო­მად 6 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და „ტე­ლე­ი­მედ­ში“ შეჭ­რის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მე­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რა გეგმები აქვს ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ

რა გეგმები აქვს ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.

როგორც მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ადვოკატისთვის უცნობია.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, - აცხადებს ჩივიაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ